2020 წლის 13 დეკემბერს, წმიდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილემ სადღესასწაულო საღვთო ლიტურგია აღავლინა პერედელკინოს მახლობლად მდებარე სკიტის წმიდა მთავარ ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარში. რუსეთის პატრიარქმა უკანასკნელ თვეებში, პანდემიის მიზეზით დამკვიდრებული ტრადიციით, წირვა სრულიად მარტომ, სამღვდელოებისა და მრევლის გარეშე, თავის მორჩილებაში მყოფი რამდენიმე მონაზვნის თანდასწრებით აღავლინა. — wenews.ge
საბერძნეთში, ალმირუს მიტროპოლიტმა ეგნატემ თავის ეპარქიაში არსებული წმიდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარი უსახლკარო ადამიანებსა და თავშესაფრის გარეშე დარჩენილ მიგრანტებს დაუთმო. — wenews.ge
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 12 დეკემბერს მღვდელმოწამე აბიბოსის, ნეკრესელი ეპისკოპოსის, მოწამე პარამონის და მისთან 370 მოწამის, მოწამე ფილუმენის, ღირსი აკაკი სინელის ხსენების დღეს აღნიშნავს. წმიდა მღვდელმოწამე აბიბოს ნეკრესელი წმიდა აბიბოს ნეკრესელი, საქართველოში ჩამოვიდა VI საუკუნეში ცამეტ ასურელ მამასთან ერთად. წავიდა მამა თავიდან ღირს იოანესთან და სხვა ძმებთან ერთად ზადენის მთაზე ცხოვრობდა, შემდგომ კი ევლავიოს კათოლიკოსის…
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მეათე მოწვევის პარლამენტის გახსნას ვერ დაესწრო, მიზეზი გახლავთ პანდემიიდან გამომდინარე მისი დაინფიცირების საშიშროება, როგორც უკვე ცნობილი გახდა, პატრიარქი უკანასკნელი ერთი თვის მანძილზე, საპატრიარქოში მკაცრ კარანტინში იმყოფება. ეს არის მეორე შემთხვევა 2003 წლის შემდეგ, როცა საქართველოს პატრიარქი პარლამენტის გახსნას არ ესწრება. — wenews.ge
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის გახსნაზე წარმოთქმულ თავის სიტყვაში საქართველოს ეკლესიის როლს შეეხო: ,,სახელმწიფო ძლიერი მაშინ არის, როდესაც მას აქვს ძლიერი ინსტიტუტები. დღევანდელი თავდასხმა ყველა ინსტიტუტის მიმართ, რომელიც ჩვენი იდენტობის, დემოკრატიის, უსაფრთხოების, სტაბილურობის ღერძი და ქვეყნის მომავლის ქვაკუთხედია არის სახელმწიფოსთვის დესტრუქციული. პატრიარქი, რომელიც ჩვენი სულიერი ენერგიისა და ეროვნული სიმხნევის წყაროა; ჩვენი…
2020 წლის 11 – დეკემბერს დაკრძალეს ალექსანდრიის საპატრიარქოს მღვდელმთავარი, პილუსიის მიტროპოლიტი ნიფონი. დაკრძალვაზე მიბრძანდა უნეტარესი პაპი და პატრიარქი ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის თეოდორე მეორე, რომელმაც განსვენებული მღვდელმთავრის სულის მოსახსენებლად ღვთისმსახურება აღავლინა და გამოემშვიდობა მას. პილუსიის მიტროპოლიტი ნიფონი მიმდინარე წლის 8 დეკემბერს, 61 წლის ასაკში, გულის შეტევით გარდაიცვალა. საუკუნოდ იყოს ხსენება და კურთხევა მისი. —…
კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარმა, ლიმასოლის მიტროპოლიტმა ათანასემ თავისი ეპარქიის სამღვდელოებას მიმართა. “ძვირფასო ძმებო და მამებო ქრისტეში! ვაცნობიერებთ და ვუზიარებთ ერთურთს ტკივილსა და მწუხარებას, რაც ტაძრების ხელახლა დახურვის გამო მოგვადგა, აგრეთვე თქვენს პასტორალური შფოთვას იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მართოთ ეს უპრეცედენტო მდგომარეობა, რომელიც განსაკუთრებით რთულ მდგომარეობაში გვაყენებს. მე, როგორც მწყემსსა და ეპისკოპოსს, მსურს, ჩემი მოკრძალებული…
ბევრი მეკითხება, რა უნდა გავაკეთოთ წმიდა ტაძრების დახურვასთან დაკავშირებით შობის, ახალი წლისა და ნათლისღების დიდი დღესასწაულების დროს?! მინდა მოვიტანო სამი ფაქტი: პირველ რიგში, პანდემიასთან დაკავშირებით მართლაც დიდი პრობლემაა, რომელმაც უმოქმედოდ არ უნდა დაგვტოვოს, გულგრილი არ უნდა ვიყოთ, როდესაც ადამიანები ყოველდღე იღუპებიან. მეორეც, დღესასწაულები, რომლებსაც ჩვენ ველოდებით, გლობალურია. ისინი სიცოცხლეს აზრს აძლევენ და ძირითადად წმიდა ტაძრებში…
სამოცდაოთხი წლის ასაკში გარდაიცვალა ათონის წმიდა მთის ერთ-ერთი უხუცესი სქემმონაზონი, გერონდა ეპიფანე. მას ათონის მთაზე ყველა იცნობდა, როგორც საუკეთესო ტრაპეზარს, მზარეულს… მამა ეპიფანე იყო ათონის მთის მონასტრებისთვის კერძების რეცეპტების შემდგენი, როდის და როგორ უნდა იკვებონ მონაზვნებმა. უფალმა სასუფეველში დაამკვიდროს სქემმონაზონ ეპიფანეს უკვდავი სული და მისცეს საუკუნო ხსენება. — wenews.ge