სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამძიმარი გამოხატა გამოჩენილი ქართველი ლოტბარის, ქართული გალობისა და ხალხური სიმღერების ცნობილი შემსრულებლის, თავისი ნათლულის, თემურ ქევხიშვილის გარდაცვალების გამო. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმრის ოფიციალური წერილი გაავრცელა საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალურმა ვებ-გვერდმა. “საუკუნის ხმა, – თემურ ქევხიშვილი მარადისობის მკვიდრი გახდა. დიდებული ლოტბარის, ქართული გალობისა და ხალხური სიმღერის უბადლო შემსრულებლის, მომავალი თაობის აღზრდისათვის დამაშვრალი…
10 დეკემბერს – სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ მიტროპოლიტმა ქრიზოსტომოსმა კორონავირუსი დაამარცხა და საავადმყოფოდან გაწერეს. დაბროვოსნიის სამიტროპოლიტოს განცხადების თანახმად მიტროპოლიტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კარგია. — wenews.ge
ათონის მთის ვატოპედის საპატრიარქო და სტავროპიგიალური მონასტრის წინამძღვრის, არქიმანდრიტ ეფრემის სამძიმრის წერილი დეკანოზ დავით ქვლივიძის ოჯახს ჩემო საყვარელო ქრისტესმიერო შვილებო ირმა, ნინო, მარიამ, ანა და ელისაბედ! უფსკრულია უფლის მსჯავრი, ხოლო ეს ცხოვრება, მართლაც, აჩრდილი და სიზმარი. ტირილით იბადება ადამიანი ამქვეყნად და როდესაც მიდის, ისევ ცრემლები იღვრება. გახარებას ვერ ასწრებს და უკვე მწუხარება მოიცავს. ნეტარია…
გორისა და ატენის ეპარქია საკუთარ ფეისბუქგვერდზე ვარშავაში წმინდა მღვდელმოწამე არქიმანდრიტ გრიგოლ ფერაძის ხსენების დღესთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიების შესახებ გვამცნობს. დავით ყოლბაიას განმარტებით, 2020 წლის 6 დეკემბერს, ვარშავაში პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსა და ვარშავის უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპისმცოდნეობის ცენტრის ინიციატივით, წმინდა მღვდელმოწამე გრიგოლისადმი (ფერაძე) მიძღვნილი მემორიალური დაფა გაიხსნა. მემორიალური დაფა განთავსებულია იმ შენობაზე (ul. Stefana Okrzei 22,…
სოციალურ ქსელში მრავალი თბილი და მადლიერებით სავსე მოგონებს ვკითხულობთ მამა დავითის სულიერი შვილებისგან. რამდენიმეს გთავაზობთ: “ალბათ 15 წლის წინ, მომაკვდავი მეგობარი გვეწვა რეანიმაციაში, სასწრაფოდ საზიარებელი გახდა მდგომარეობის გამო.. შაბათი საღამო იყო, ვერცერთი ნაცნობი მღვდელი ვერ ვნახეთ. თან ბერძნების დელეგაცია იყო მახსოვს ჩამოსული, ანდრია პირველწოდებულის ნაწილებით და მთელი სამღვდელოება დიდ სამებაში იყო საზეიმო ლოცვაზე. …
დეკანოზი თამაზ ლომიძე: “მთელი კაცობრიობიდან მხოლოდ მცირე ნაწილი გადარჩება და შევა მარადიულ სიცოცხლეში. როცა უფალი წინასწარ ხედავს ადამიანის გულს და ინებებს და მოუხმობს მას, ბევრი ამბობს: მამაო უნდა ავიყვანო, უნდა დავიწყო ეკლესიური ცხოვრებაო. თუმცა ბევრისთვის ბუნდოვანია, რატომ უნდა აიყვანოს მამაო, რა არის ეს ეკლესიური ცხოვრება და რომელია ის პირველი და აუცილებელი ნაბიჯები სარწმუნოებაში. მამაოს აყვანა…
წმ. ექვთიმე ათონელის სახელობის საეკლესიო სამართლის ინსტიტუტის წევრი, იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი – სქემმღვდელმონაზონი საბა (ნატროშვილი): “აღმოჩნდა, რომ თანამედროვე საზოგადოების დიდი ნაწილი ცხოვრებისეულ გამოწვევებს და სიძნელეებს სულიერი იმუნიტეტის გარეშე ხვდება… განსაცდელებით და პრობლემებით გარშემორტყმული ადამიანი შინაგანად გამოიფიტა და დეპრესიას, უიმედობას მიეცა… ამ მდგომარეობიდან თავის დასაღწევად მუდამ უნდა გვახსოვდეს, რომ როგორც ცარიელი ღუმელი ვერ გამოსცემს…
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 11 დეკემბერს ღირსმოწამე და აღმსარებელ სტეფანე ახლის, მოწამე ირინარხეს და შვიდი წმიდა დედის, მოწამეების: სტეფანეს, ბასილის, გრიგოლის, სხვა გრიგოლის, იოანეს და სხვათა ხსენების დღეს აღნიშნავს. ღირსმოწამე სტეფანე ახალი ღირსმოწამე სტეფანე ახალი 715 წელს დაიბადა კონსტანტინოპოლში, კეთილმსახურ ქრისტიანთა ოჯახში. მის მშობლებს ორი ასული ჰყავდათ და მხურვალედ ევედრებოდნენ უფალს ძის მონიჭებას. როცა სათხოვარი…
საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარმა, პირეის მიტროპოლიტმა სერაფიმე ერთ-ერთ ტელეგადაცემაში განაცხადა, რომ გეგმავს შობას ტაძრების გახსნას ხალხისათვის, ხოლო საღვთო ლიტურგია აღევლინება რეკომენდაციების სრული დაცვით. შეგახსენებთ, რომ ამჟამდ საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიის გადაწყვეტილებით ტაძრებში ღვთისმსახურებას მხოლოდ სასულიერო პირები აღასრულებენ. ეპიდემიის გავრცელების დღიდან დღემდე საბერძნეთში კორონავირუსულ ინფექციას სამი ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის ორი მღვდელმთავრისა და რამდენიმე…