ქრისტეს შობისა და ნათლისღების დღესასწაულების აღნიშვნის შესახებ ელადის (საბერძნეთი) მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდს საგანგებო წერილით მიმართა ახალი სმირნის მიტროპოლიტმა სვიმეონმა. მღვდელმთავარი თავის წერილში გამოხატავს გაკვირვებასა და იმედგაცრუებას, რომ შობისა და ნათლისღების დღესასწაულებზე მრევლი ტაძრებში ღვთისმსახურებაზე დასწრებას ვერ შეძლებს. “ჩვენი სამღვდელოება და ქრისტიანი ერი იმედგაცრუებამ და აღშფოთებამ მოიცვა! ყველა გვადანაშაულებს იერარქებს კომპრომისზე წასვლაში”, აღნიშნავს მიტროპოლიტი…
იულიანური კალენდრის ძველი სტილით წმიდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულის ხსენებასთან დაკავშირებით, 2020 წლის 13 დეკემბერს, მისი ყოვლადუწმიდესობა მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი სტამბულის წმიდა ანდრია მოციქულის სახელობის რუსულ სამრევლოს ეწვია და საღმრთო ლიტურგიას დაესწრო. wenews.ge
ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე გელათის სამონასტრო კომპლექსის გადახურვის პრობლემურ საკითხს გამოეხმაურა. “მთელი ზაფხული დავდიოდი გელათში, რაიმე კლიმატური ცვლილება ტაძარში არ შეიმჩნეოდა, დანადგარით არავის გაუზომავს. ზაფხულის შემდეგ იქ წვიმა ჩამოსული არავის უნახავს. დროებითი გადახურვა ჩატარდა; სრული პროექტი მზადდება გადახურვის, სპეციალისტები მუშაობენ ამაზე. დღეისათვის დაცულია, თუმცა ეს არის დროებითი გადახურვა. ზამთარში ვერ გადახსნიან სახურავს. დაზიანება არის, რასაკვირველია –…
დღეს, 2020 წლის 14 დეკემბერს, 135 წელი შესრულდა ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსის ლეონიდეს დაბადებიდან. ეპისკოპოსი ლეონიდე, ერისკაცობაში ლავრენტი ტიმოთეს ძე ჟვანია, დაიბადა 1885 წლის 1 (14) დეკემბერს ზუგდიდის მაზრის სოფელ ლეჯიქეთში, სასულიერო პირის ოჯახში. პირველდაწყებითი განათლება მიუღია სენაკის სასულიერო სასწავლებელში. 1903-1907 წლებში სწავლობდა სტავროპოლის სასულიერო სემინარიაში, 1907-1911 წლებში ხარკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. 1911-1957 წლებში საერო სამსახურშია, როგორც…
2020 წლის 13 დეკემბერს, წმიდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილემ სადღესასწაულო საღვთო ლიტურგია აღავლინა პერედელკინოს მახლობლად მდებარე სკიტის წმიდა მთავარ ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარში. რუსეთის პატრიარქმა უკანასკნელ თვეებში, პანდემიის მიზეზით დამკვიდრებული ტრადიციით, წირვა სრულიად მარტომ, სამღვდელოებისა და მრევლის გარეშე, თავის მორჩილებაში მყოფი რამდენიმე მონაზვნის თანდასწრებით აღავლინა. wenews.ge
2020 წლის 13 დეკემბერს, წმიდა ყოვლადქებული მოციქულის, ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს, წმიდა ქალაქ იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქმა თეოფილე მესამემ სადღესასწაულო საღვთო ლიტურგია აღავლინა იერუსალიმის ჯვრის მონატერში. პატრიარქს თანამსახურებდნენ მღვდელმთავრები და სამღვდელოება. — wenews.ge
არქიმანდრიტი ბენიამინი (ბელქანია) მარტყოფის ღვთაების მამათა მონასტრის წინამძღვარი: ” მე მივმართავ მრევლს, რომ მარტო ზიარება არაა საკმარისი. მაგალითად მოვიყვან იუდა მოციქულს, იგი ეზიარა, მაგრამ უღალატა ღმერთს, მოძღვარს. შენ თუ ღმერთი გიყვარს, ნახევრად შიშველი რატომ დადიხარ. ზიარების ლოცვებში კითხულობ – “ღმერთო, განმწმინდე ვნებებისაგან”, ღმერთს ცოდვებისაგან განწმენდას სთხოვ და ამავდროულად სხეულით ამაყობ, ე.ი. სულიერად ბრმა ხარ. ადამიანს უნდა…
მართლმადიდებელი ეკლესია 13 დეკემბერს ანდრია პირველწოდებულის, საქართველოში ქრისტეს პირველმქადაგებელის, მეფე ვახტანგ გორგასლის, წმიდა პეტრე I კათალიკოსის, წმიდა სამუელ I კათალიკოსის, ფრუმენტის, ინდოელი (ეთიოპიელი) მთავარეპისკოპოსის ხსენების დღეს აღნიშნავს ანდრია პირველწოდებული ანდრია პირველწოდებული ქართველებში ქრისტიანობის პირველი მქადაგებელ-გამავრცელებელად არის მიჩნეული. წმიდა ანდრიას, პეტრე მოციქულის ძმას, უფალმა იესო ქრისტემ პირველს მოუწოდა, ამიტომ მას ეწოდა პირველწოდებული.გადმოცემის თანახმად ანდრია და…
ახალი შესწორებული კალენდარული სტილით 12 დეკემბერს, საბერძნეთში, კუნძულ კერკირაზე აღნიშნეს წმიდა საკვირველთმოქმედი მღვდელმთავრის, სპირიდონ ტრიმიფუნტელი (ტრიმითინტელი) ეპისკოპოსის ხსენება. ცნობილია, რომ კერკირაზე დაბრძანებულია წმიდა სპირიდონის უხრწნელი სხეული. სადღესასწაულო ღვთისმსახურება აღავლინა კერკირას მიტროპოლიტმა ნექტარიოსმა, სამღვდელოების თანამსახურებით აღასრულა დახურულ ტაძარში. წელს დაიშვა ისტორიაში პირველი გამონაკლისი და არ შესრულდა ლიტანიობა წმიდა სპირიდონის უხრწნელი სხეულით. წმიდა სპირიდონ საკვირველთმოქმედის მეოხებით, უფალმა…