ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
18.02.2021 | 19:20
საეკლესიო კალენდარი: 18 თებერვალი

18 თებერვალს ეკლესია მოწამისა აღათიასი (251); მოწამეთა: თეოდულიასი, ელადისა, მაკარისა და ევაგრესი (დაახ. 304); წმ. თეოდოსისა, ჩერნიგოველი მთავარეპისკოპოსისა (1696).ხსენების დღეს აღნიშნავს.   წმიდა მოწამე აღათია წმიდა მოწამე აღათია სიცილიის ქალაქ პალერმოში მცხოვრები კეთილშობილი და მდიდარი ქრისტიანების ასული იყო. დეკიუსის (249-251) დროინდელ დევნულობისას, მისი სიმდიდრისა და სილამაზის შესახებ შეიტყო ქალაქ კატანის მმართველმა კვინტიანმა და ბრძანა, შეეპყროთ…

18.02.2021 | 12:30
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი ბატონ ზურაბ ვარაზის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს

გამოვთქვამთ მწუხარებას ბატონი ზურაბის გარდაცვალების გამო. მან თავისი ცხოვრება ეკლესიას დაუკავშირა და ბოლომდე მის სამსახურში იყო. იგი ყველას დაამახსოვრდება როგორც მშვიდი, ღვთისმოშიში, დაუზარელი, ფრიად კეთილი ადამიანი. მინდა გავიხსენო ერთი შემთხვევა: სამედიცინო გამოკვლევისთვის მამა გაბრიელისგან (ურგებაძე) აღებული სისხლი მასთან მოხვდა და შეინახა. როდესაც, კარგა ხნის შემდეგ, ბატონმა ზურაბმა სინჯარა მოიძია, აღმოჩნდა, რომ სისხლი ახლადაღებულივით იყო. (დღეს…

17.02.2021 | 14:39
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი (16.02.2021)

ბატონ ზურაბ ვარაზის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს გამოვთქვამთ მწუხარებას ბატონი ზურაბის გარდაცვალების გამო. მან თავისი ცხოვრება ეკლესიას დაუკავშირა და ბოლომდე მის სამსახურში იყო. იგი ყველას დაამახსოვრდება როგორც მშვიდი, ღვთისმოშიში, დაუზარელი, ფრიად კეთილი ადამიანი. მინდა გავიხსენო ერთი შემთხვევა: სამედიცინო გამოკვლევისთვის მამა გაბრიელისგან (ურგებაძე) აღებული სისხლი მასთან მოხვდა და შეინახა. როდესაც, კარგა ხნის შემდეგ, ბატონმა ზურაბმა სინჯარა…

16.02.2021 | 22:25
მეუფე იოანე – ვინც აპროტესტებს ნამახვანჰესის მშენებლობას, მათ ეკლესიასთან მიმართებით არასწორი გზა აირჩეს

ქუთათელ-გაენათელი ეპისკოპოსის, მეუფე იოანეს განცხადებით, ვინც ნამახვანჰესის მშენებლობას აპროტესტებს, ეკლესიასთან მიმართებით არასწორი გზა აირჩია. ამის შესახებ განცხადება მეუფე იოანემ ეპარქიის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა. „თვითნებური მოღვაწეობა, როგორც მოციქულები და წმინდა მამები მოწმობენ, არ არის სათნო ღვთისათვის და კეთილად არ დაგვირგვინდება. თვითნებურობა სექტებს ბადებს. უფალი ამბობს: „მრავალთა მრქუან მე მას დღესა შინა: უფალო, უფალო, არა სახელითა შენითა…

16.02.2021 | 22:18
მსოფლიო საპატრიარქოს წმინდა სინოდმა მიტროპოლიტი გადააყენა და ახალი ეპისკოპოსები გამოირჩია.

მსოფლიო საპატრიარქოში მუდმივმოქმედი წმინდა სინოდის სხდომები მიმდინარეობს. სინოდმა მუშაობა დღეს დაიწყო და 18 თებერვალს დაამთავრებს. დღევანდელ სხდომაზე წმინდა სინოდმა გადაწყვიტა, რომ ქალკედონის მიტროპოლიტი ათანასე “მთელი რიგი არაკანონიკური ქმედებებისა და წმინდა სინოდისა და მისი ყოვლადუწმინდესი თავმჯდომარის მიმართ გამოჩენილი უპატივცემულობისა და დაუმორჩილებლობის გამო” გადაყენებულ იქნას კათედრიდან და მის ადგილას, ქალკედონის დაქვრივებულ კათედრაზე, დაინიშნოს საფრანგეთის ყოფილი მიტროპოლიტი ემანუელი…

16.02.2021 | 21:49
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება მირქმის დღესასწაულზე (15.02.2021)

ჩვენთან არს ღმერთი! ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, – მირქმას. ეს არის შეხვედრა ძველი    და ახალი აღთქმისა. ეს არის შეხვედრა ადამიანისა და ღმერთისა. ადამიანის ცხოვრება მუდმივი განსაცდელია. ვმადლობთ უფალს, რომ გვაძლევს ძალას, მოთმინებას, სიყვარულს, რათა დავძლიოთ ეს განსაცდელი. თქვენ იცით, რომ ამ ბოლო დღეებში დიდი განსაცდელი იყო ეკლესიაში, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ როცა განსაცდელი ეძლევა ადამიანს,…

16.02.2021 | 21:43
საეკლესიო კალენდარი: 16 თებერვალი

16 თებერვალი (ძველი სტილით 3 თებერვალი) საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლისთვის ხსნილია. 16 თებერვალს მართლმადიდებელი ეკლესია მართლისა სვიმეონ ღმრთისმიმქუმელისა და ანნა წინასწარმეტყველისა; წინასწარმეტყველისა აზარიასი (X ს. ქრისტეს შობამდე); მოწამეთა: პაპიუსისა, დიოდორესი და კლავდიანესი (250); მოწამეთა ადრიანესი და ევბულისა (დაახ. 308-309); მოწამისა ვლასი კესარიელისა (III); მოციქულთა სწორისა ნიკოლოზისა, იაპონიის მთავარეპისკოპოსისა (1912). ხსენების დღეს აღნიშნავს   მართალი სვიმეონ…

15.02.2021 | 16:37
მეუფე იაკობი – ხელახალი არჩევნები რომ ჩატარდეს, რა გგონიათ, მხოლოდ ამ ძალებს დავტოვებთ? კარგად გადახედეთ, რამდენი ადამიანი დაგვიჭერს ჩვენ მხარს

ჩვენი პოლიტიკოსების ვერ გამიგია, ჩატარდა არჩევნები, იმის გამო, რომ არჩევნები ჩატარებულიყო და მაგენი გამოგვერჩია, სამი ათასზე მეტი ადამიანის მსხვერპლი მივიღეთ, მოვა დრო და ამაზე პასუხს მოვთხოვთ. ახლა არც პარლამენტი გვაქვს და არაფერი, ახლა რაც ხდება, აბსოლუტურად ქვეყნის მტრობაა, – ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა განაცხადა. მეუფე იაკობი გამოეხმაურა ნიკა მელიას უარს გირაოს გადახდის შესახებ…

14.02.2021 | 20:40
ილია მეორე თამაზ გამყრელიძეზე: წელიწადზე მეტია საზოგადოებაში აღარ გამოჩენილა, თითქოს სულიერ სამყაროს დაუახლოვდა და მიწიერი ნაკლებად აინტერესებდა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ აკადემიკოს თამაზ გამყრელიძის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა. პატრიარქის სამძიმრის წერილი საპატრიარქოს ვებგვერდზე  გამოქვეყნდა. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის თქმით, წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში თამაზ გამყრელიძე საზოგადოებაში აღარ გამოჩენილა, თითქოს სულიერ სამყაროს დაუახლოვდა და მიწიერი ნაკლებად აინტერესებდა. „91 წლის ასაკში ბატონი თამაზი მარადიული ცხოვრების გზას შეუდგა. იგი იყო მსოფლიოში აღიარებული მეცნიერი, საქართველოს მეცნიერებათა…

Τα σημαντικότερα νέα