ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
14.02.2021 | 19:34
საპატრიარქო – სასურველია, მირქმის დღეს თითოეულ ოჯახში ბავშვებმა დალოცონ მშობლები და მშობლებმაც – შვილები და ერთმანეთში ანთებული სანთლები გაცვალონ

„სასურველია, მირქმის დღეს თითოეულ ოჯახში ბავშვებმა დალოცონ მშობლები და მშობლებმაც – შვილები და ერთმანეთში გაცვალონ ანთებული სანთლები, – ამის შესახებ საპატრიარქოს მიერ მირქმის დღესასწაულის აღნიშვნისთვის გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული. მათივე ინფორმაციით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის კურთხევით, ზოგიერთ რეგიონში და თბილისის რამდენიმე ტაძარში გასულ წელს პირველად აღინიშნა მირქმის დღესასწაული განსხვავებულად, კერძოდ, სვანეთის სოფლებში…

14.02.2021 | 19:26
მეუფე გრიგოლ კაცია: “ბევრმა ვერ მიმიღო… ეპარქიაში არის აგრესია, სიძულვილი”

მარტვილისა და ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი გრიგოლ კაცია აცხადებს, რომ ეპარქიაში აგრესია და სიძულვილია. როგორც მან განაცხადა, ადგილზე ბევრმა ვერ მიიღო მღვდელმთავრად. „აქ სამწუხაროდ, დამხვდა სიტუაცია, რომ ბევრი, ვინც ამ ეპარქიაში იყო, ვერ მიმიღო, როგორც მღვდელმთავარი, იმ დღიდან სამწუხაროა, ამ ეპარქიაში არის აგრესია, სიძულვილი. სამწუხაროა, რომ ის ბერები, მამები ერთად რომ გაიზარდნენ, ერთად მოღვაწეობდნენ, ერთად აღიკვეცენ,…

14.02.2021 | 18:19
მეუფე სტეფანე: – “ჭყონდიდის ეპარქიაში საკანდალი უნდა დასრულდეს”

ჭყონდიდის ეპარქიის სკანდალურობა უნდა დასრულდეს , – განაცხადა ცაგერისა და ლენტეხის მეუფე სტეფანემ ქადაგებაზე. მისი თქმით, ეპარქიაში უნდა დაიწყოს ჩვეულებრივი ცხოვრება, განათლება და სახელმწიფოებრიობა, რაც იყო ეპარქიის მთავარი დატვირთვა. ჟურნალისტების კითხვაზე, რას გულისხმობდა სკანდალურობის დასრულებაში, ამბობს, სკანდალურობა ყველასგან იყო, მაგრამ არა მეუფე გრიგოლისგან, მეტიც, მისი თქმით, ის მსხვერპლი იყო. “დარბიხართ ყველა და პოლიტიკურ კითხვებს სვამთ…

13.02.2021 | 18:17
წმინდა სინოდი – ვიმედოვნებთ, განახლებული დელიმიტაციის პროცესი წარიმართება ისე, რომ არ მოხდება იმ ისტორიული ტერიტორიების ხელყოფა, რომელიც საერთაშორისო სამართლის ნორმებით, იურიდიულად და კარტოგრაფიულად საქართველოს კუთვნილებაა

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური წმინდა სინოდის განჩინებას აქვეყნებს. მათი ინფორმაციით, წმინდა სინოდმა დაადგინა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის დავით გარეჯის კომპლექსის დღევანდელი სადაო მონაკვეთის, მონასტრები: ჩიჩხიტური და უდაბნო წარმოადგენს ქართველი ერის ისტორიული, სარწმუნოებრივი და კულტურული იდენტობის ნაწილს. გარდა ამისა, წმინდა სინოდი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, მეგობარ და პარტნიორ აზერბაიჯანის სახელმწიფოსთან აწარმოოს მოლაპარაკება, რათა, სამართლიანობის პრინციპიდან…

13.02.2021 | 18:15
წმინდა სინოდი – ეკლესია აფასებს იმ სიკეთეს, რაც მედიცინას მოაქვს ჯანმრთელობის დაცვისთვის, თუმცა პასუხისმგებლობას ვერ აიღებს ვაქცინაციის პროპაგანდასთან მიმართებაში, რადგან ეს ჯანდაცვის მუშაკთა კომპეტენციაა

წმინდა სინოდის განჩინებაში ერთ-ერთი საკითხი COVID 19-ის პანდემიას და ვაქცინაციას ეხება. როგორც განჩინებაშია აღნიშნული, ეკლესია აღიარებს, რომ ჯანმრთელობა ადამიანის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უფლებაა და შესაბამისად, მხარს უჭერს ყველა იმ ნაბიჯს, რომელიც ამ უფლების დაცვისკენ არის მიმართული და არ ეწინააღმდეგება ქრისტიანულ მორალს. როგორც წმინდა სინოდის განჩინებაშია ნათქვამი, საქართველოს ეკლესია აფასებს იმ სიკეთეს, რაც ზოგადად მედიცინას მოაქვს ადამიანების…

13.02.2021 | 18:07
წმინდა სინოდმა განაჩინა, რომ მიტროპოლიტ პეტრეს ქმედებებს სინოდის მღვდელმთავრებისაგან დაკომპლექტებული კომისია შეისწავლის, რომელიც დასკვნას სინოდის სხდომას წარუდგენს

წმინდა სინოდის წევრებმა იმსჯელეს აკრძალვაში მყოფ მიტროპოლიტ პეტრეს (ცაავა) ქმედებებზე. ითქვა, რომ, სამწუხაროდ, იგი ბოროტად იყენებს სინანულისათვის მიცემულ ვადას, მასმედიის საშუალებით კვლავ აგრძელებს დესტრუქციულ ქმედებებს და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და წმინდა სინოდის წევრების წინააღმდეგ ცილისმწამებლურ კამპანიას , – ამის შესახებ ნათქვამია წმინდა სინოდის განჩინებაში. წმინდა სინოდმა განაჩინა, რომ მიტროპოლიტ პეტრეს (ცაავა) ქმედებებს სინოდის მღვდელმთავრებისაგან დაკომპლექტებული კომისია…

13.02.2021 | 18:05
წმინდა სინოდი – „ბიბლიური თავისუფლების“ „ეპისკოპოსთა კრების გადაწყვეტილებით“ „დადგენილ“ „სასულიერო პირებს“, მართლმადიდებლური ეკლესია მიიჩნევს თვითმარქვიად, მათ ქმედებას- საეკლესიო სწავლებისა და მსახურების შეურაცხყოფად

წმინდა სინოდმა მოისმინა ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტ თეოდორეს (ჭუაძე) მოხსენება პოლიტიკურ ორგანიზაცია „გირჩის“ მიერ შექმნილ „საქართველოს ქრისტიანული, ევანგელისტური, პროტესტანტული ეკლესია- ბიბლიური თავისუფლების“ საქმიანობის შესახებ, რომელიც ოფიციალურად არის დარეგისტრირებული სახელმწიფოს მიერ. ამის შესახებ ნათქვამია წმინდა სინოდის განჩინებაში. “ცნობილია, რომ აღნიშნულ რელიგიურ ორგანიზაციაში მიღებულ პირებს (განურჩევლად სქესისა) მათი „ეპისკოპოსთა კრება“ ანიჭებს „სასულიერო პირის“ წოდებას და აძლევს დამადასტურებელ…

13.02.2021 | 17:46
საეკლესიო კალენდარი: 13 თებერვალი

13 თებერვალი (ძველი სტილით 31 იანვარი) – საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლისთვის ხსნილია. მართლმადიდებელი ეკლესია 13 თებერვალს უვერცხლოთა მოწამეთა კვიროსისა და იოანესი და მათთანა მოწამეთა: ათანასიასი და ასულთა მისთა: თეოდოტიასი, თეოქტისტასი და ევდოქსიასი (311); მოწამეთა: ბიქტორინესი, ბიქტორისა, ნიკიფორესი, კლავდისა, დიოდორესი, სერაპიონისა და პაპიანესი (251); ასევე მოწამეთა, რიფენე კვიზიკელისა.ილია არდუნისის და ნიკიტა ნოვგოროდელის ხსენების დღეს აღნიშნავს. წმიდანი…

13.02.2021 | 17:31
საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის განჩინება (11.02.2021)

მიმდინარე წლის 11 თებერვალს, საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგი სხდომა. სხდომას თავმჯდომარეობდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია II. სხდომის მდივნად დაინიშნა გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა). წმინდა სინოდის წევრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ. მან ისაუბრა განსახილველი თემების აქტუალობაზე და პირველ საკითხად დავით…

Τα σημαντικότερα νέα