2021 წლის 12 თებერვალს კანადაში, ტორონტოს ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობელის ხატის სახელობის ტაძრის მრევლმა და ემიგრაციამ დიდი ხნის ოცნება აისრულეს და ტაძრის შენობა შეიძინეს. ტორონტოში ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ქართული ეკლესია და სამრევლო 2010 წელს ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტ დიმიტრის (შიოლაშვილი) ლოცვა-კურთხევით დაარსდა. მეუფე დიმიტრის იმ პერიოდში, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის განჩინებით, მინდობილი ჰქონდა…
ქართული სახელმწიფოებრიობისა და კონსტიტუციის დაცვა თითოეული ადამიანის მოვალეობაა, განურჩევლად ეროვნებისა და აღმსარებლობისა , – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მიმართვაშია ნათქვამი, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის მიღების 100 წლისთავთან დაკავშირებით გავრცელდა. როგორც მიმართვაშია აღნიშნული, ჩვენი კონსტიტუციაც, რომელიც ცივილიზებული სამყაროს სამართლებივ დოქტრინებს ეყრდნობა და იცავს თანასწორობის, შემწყნარებლობის, არჩევანის თავისუფლების, მოყვასის სიყვარულის ღირებულებებს, ამ თვალსაზრისით სათავეს, ძირითად,…
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 20 თებერვალს პართენ ლამპსაკელი ეპისკოპოსის, ლუკა ელადელის , 1003 ნიკომიდიელი მოწამის და მეფე სოლომონ მეორის ხსენების დღეს აღნიშნავს. ლამპსაკელი ეპისკოპოსი პართენი საეკლესიო კალენდარის მიხედვით 20 თებერვალი ლამპსაკელი ეპისკოპოსის პართენის ხსენების დღეა. ღირსი პართენი, ლამპსაკელი ეპისკოპოსი დაიბადა ქალაქ მელიტოპოლში (მცირე აზია),სადაც მამამისი, ქრისტეფორე, დიაკვნად მსახურობდა. ყმაწვილისთვის წერა-კითხვა არ უსწავლებიათ, მაგრამ საღვთო წერილი…
ჭყონდიდელ მიტროპოლიტ სტეფანეს წარდგენას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრები: ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი ანტონი (ბულუხია), ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე), გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა), სხალთის მთავარეპისკოპოსი სპირიდონი (აბულაძე), ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსი დიმიტრი (კაპანაძე), წალკის ეპისკოპოსი გრიგოლი (კაცია), ნიკორწმინდის ეპისკოპოსი ვახტანგი (ლიპარტელიანი). წარდგინების შემდეგ ჭყონდიდის ეპარქიას ნეკრესის ეპარქიის სახელით…
მათ მოინახულეს მაცხოვრის აღდგომის სახელობის მშენებარე საკათედრო ტაძარი (ტაძრის მშენებლობა დაიწყო 2007 წელს), წმინდა იოანე მოწყალის სახელობის საქველმოქმედო ცენტრი, დალოცეს მისი თანამშრომლები და გორისა და ატენის ეპარქიის მრევლი. საგულისხმოა, რომ გორისა და ატენის ეპარქიაში წმინდა იოანე მოწყალის სახელობის საქველმოქმედო ცენტრთან არსებული უპოვართა სასადილო 2006 წლიდან არსებობს. აქ 250 ბენეფიციარს ემსახურებიან (2020 წლის პანდემიის პირობებში მათი…
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 19 თებერვალს არსენ იყალთოელს, სმირნელი ეპისკოპოს ვუკოლეს, ბარსანოფ დიდსა და იოანე წინასწარმეტყველს იხსენიებს. არსენ იყალთოელი არსენ იყალთოელი XI–XII საუკუნეების ქართველი სასულიერო მოღვაწე, ფილოსოფოსი, მწერალი, ჰიმნოგრაფი იყო. სრული ბიოგრაფიული ცნობარი წმიდა მამის შესახებ არ მოგვეპოვება, ის წარმოშობით იყალთოდან იყო, წყაროებში იხსენიება ვაჩეს ძედ. მას საფუძვლიანი და ძირფესვიანი განათლება კონსტანტინე მონომახის მიერ დაარსებულ…
სერბეთის პატრიარქად არჩეული, მიტროპოლიტი პორფირის (პერიჩი) აღსაყდრება საპატრიარქო კათედრაზე შესრულდება წმ. საბა სერბელის სახელობის საკათედრო ტაძარში. გამომცემლობა kurir.rs იუწყება, რომ 2021 წლის 19 თებერვალს შედგება ახლადარჩეული სერბეთის პატრიარქის მიტროპოლიტი პორფირის (პერიჩი) ინტრონიზაცია. პატრიარქი პორფირის ინტრონიზაცია ჩატარდება ბელგრადის საკათედრო ტაძარში, წმ. საბა სერბელის საპატივსაცემოდ, რომელიც არის სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მთავარი ტაძარი. nikodimoscentre.ge
2021 წლის 18 თებერვალს, სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავართა კრებამ, პატრიარქად გამოირჩია ზაგრებისა და ლუბლიანის მიტროპოლიტი – პორფირი (პერიჩი). ახლადარჩეული პატრიარქი დაიბადა 1961 წლის 22 ივლისს, ბეჩეში, სერბეთში. 1985 წელს, დეჩანის მონასტერში, მისმა მოძღვარმა, მღვდელმონაზონმა ირინეოსმა (ბულოვიჩე) აღკვეცა მონაზვნად. 1986 წელს დაასრულა ბელგრადის უნივერსიტეტის ღვთისმეტყველების ფაკულტეტი. იმავე წელს რაშსკო-პრიზრენის ეპისკოპოსმა პავლემ (სტოიჩევიჩი) ხელი დაასხა დიაკონ-მონაზვნად. 1990…
უამინდობის გამო, გელათის სამონასტრო კომპლექსის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის დროებითი გადახურვის სამუშაოები შვიდი დღით შეფერხდა, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს იმერეთის რეგიონის ინსპექტორმა ზაზა ჩხიკვაძემ განუცხადა. მისი თქმით, უამინდობას ტაძრისთვის პრობლემა არ შეუქმნია. „ტაძარში წყლის ჩადინება არ დაფიქსირებულა. ეს იყო პრევენციის მიზნით გათვალისწინებული დროებითი გადახურვა. რაც შეეხება ტენიანობასთან დაკავშირებულ პრობლემებს, ტენიანობის სხვა მიზეზები არსებობს,…