ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
14.06.2021 | 18:05
ანდრია ჯაღმაიძე – ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს ნინოწმინდის პანსიონი იხურება, ეს არ ყოფილა დღევანდელი შეხვედრის თემა

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ საპატრიარქოში დღეს გამართული შეხვედრის თემა არ ყოფილა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის დახურვა. „ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს ნინოწმინდის პანსიონი იხურება. ეს არ ყოფილა დღევანდელი დღის თემა. საუბარია ვალდებულებაზე, რომ 2022 წლის პირველ აპრილამდე დიდი ზომის პანსიონების მცირე ზომის პანსიონებით ჩანაცვლება მოხდებოდა. ეს ახალი არ არის. საუბარია იმაზე, რომ…

14.06.2021 | 17:51
ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონს ბოდბელი ეპისკოპოსი, მეუფე იაკობი უხელმძღვანელებს

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონს ბოდბელი ეპისკოპოსი, მეუფე იაკობი (იაკობიშვილი) უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. „პატრიარქის გადაწყვეტილებაა. მეუფე სპირიდონი იყო დირექტორი, ახლა ვარ მე. დარჩებიან მხოლოდ ის ბავშვები, რომლებსაც დარჩენა უნდათ. ძალადობით არც არავის ტოვებენ. უნდა იცოდეთ, რომ როდესაც ბენეფიციარს ესაუბრებით, აქვს უფლება და ჩვენი ვალდებულებაც არის, რომ ჰყავდეს ადვოკატი. მეუფე სპირიდონი აპირებდა, დაახლოებით…

09.06.2021 | 17:55
ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში შეხვედრა მიმდინარეობს, რომელსაც გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი​ც ესწრება

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში გაფართოებული შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია, გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი ღასან ხალილი, საპატრიარქოსა და ორგანიზაცია „ვორლდ ვიჟენის“ წარმომადგენლები ესწრებიან. შეხვედრაზე პანსიონში არსებულ ვითარებაზე მსჯელობენ. როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაიამ განაცხადა, ამ ეტაპზე პანსიონატში რჩება 29 ბავშვი. „ჩვენ სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლები ჩამოვედით აქ, რომ ვიმსჯელოთ პანსიონატში არსებულ მდგომარეობაზე, ვნახოთ…

08.06.2021 | 17:45
საეკლესიო კალენდარი: 8 ივნისი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 8 ივნისს აღნიშნავს მოციქულთა: კარპეს და ალფესის, მოწამეთა: გიორგი ახლის, ამბერკის და ელენეს, ღირსი იოანე აღმსარებელის ხსენების დღეს. Sputnik- საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებუოლი საეკლესიო კალენდარში. წმიდა კარპეზი და ალფესი, სამოცდაათთგანნი წმიდა კარპეზი იყო წმიდა პავლე მოციქულის მოწაფე და თანამგზავრი. წმიდა მოციქულთა თავი მის სახელს იხსენიებს ტიმოთეს…

08.06.2021 | 17:36
მეუფე ნიკოლოზი – პანსიონში მუშაობენ სოცმუშაკები და მათ არ აქვთ მუშაობის საშუალება, რადგან დღეს მთელი დღეა, ჟურნალისტები კედელზე არიან გადმომძვრალები, იღებენ, რა ხდება ეზოში

პანსიონში მუშაობენ სოცმუშაკები და მათ არ აქვთ მუშაობის საშუალება, რადგან დღეს მთელი დღეა, ჟურნალისტები კედელზე არიან გადმომძვრალები და იღებენ, ეზოში რა ხდება, – ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმორდოს მიტროპოლიტმა, ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილი) განაცხადა. როგორც მეუფე ნიკოლოზმა აღნიშნა, პოლიციას მიმართავს თხოვნით, რომ შენობის დაცვა მოხდეს. „მოვუწოდებ სამართალდამცველებს, გამოიძიონ ეს საქმე. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, რომელსაც სჭირდება…

07.06.2021 | 18:16
მეუფე ნიკოლოზი აცხადებს, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის აღსაზრდელებთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

მინდა, ჩვენ ვიცხოვროთ სამართლებრივ სახელმწიფოში, სადაც ნებისმიერი დავა სამართლებრივი წესით გადაიჭრება, – ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმორდოს მიტროპოლიტმა, ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილი) განაცხადა. როგორც მეუფე ნიკოლოზმა აღნიშნა, მოსამართლემ განაჩენი გამოიტანა და ეს განაჩენი აუცილებლად გასაჩივრდება. „მოსამართლემ განაჩენი გამოიტანა ერთადერთ ვიდეოჩანაწერზე დაყრდნობით. მოსამართლემ განაჩენი გამოიტანა, ისევ სამართლებრივი წესით შეიძლება ამ განაჩენის გასაჩივრება, რა თქმა უნდა, გავასაჩივრებთ, რადგან არ…

07.06.2021 | 18:14
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ გაასაჩივრებენ სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც ნინოწმინდის პანსიონიდან ბენეფიციართა გამოყვანის პროცესს ეხება

საქართველოს საპატრიარქო ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. საპატრიარქოს განცხადებით, ნინოწმინდის პანსიონში სახალხო დამცველის შესვლასთან დაკავშირებული პრობლემების თაობაზე მათთვის არავის მოუმართავს და იგი მასმედიის საშუალებით გახდა ცნობილი, რის გამოც პროცესში მოგვიანებით ჩაერთნენ. მათივე ცნობით, გაასაჩივრებენ სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც ნინოწმინდის პანსიონიდან ბენეფიციართა გამოყვანის პროცესს ეხება. „გვინდა აღვნიშნოთ, რომ ნინოწმინდის პანსიონში სახალხო დამცველის შესვლასთან დაკავშირებული პრობლემების თაობაზე ჩვენთის…

04.06.2021 | 17:58
საეკლესიო კალენდარი: 4 ივნისი

საქართველოს მართლმადიდებებლი ეკლესია 4 ივნისს მოწამეების ბასილისკოს, კომანში წამებულს და სერბეთის მთავრის იოანე-ვლადიმერის, იხსენიებს Sputnik-საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში. საეკლესიო კალენდარში 4 ივნისი არის მეორე მსოფლიო კრების ხსენების დღეც. მოწამე ბასილისკო, კომანში წამებული წმიდა მოწამე ბასილისკო (+308) წმიდა დიდმოწამე თეოდორე ტირონის ძმისწული იყო და იმპერატორ მაქსიმიანე გალერიუსის დროს…

03.06.2021 | 18:35
საპატრიარქო – მივმართავთ შსს-ს, გაასაჯაროოს ნინოწმინდის ბავშვთა სახლთან დაკავშირებული საქმეები, რათა არავისთვის არაფერი იყოს დაფარული და ადგილი არ ჰქონდეს სპეკულაციას

საქართველოს საპატრიარქო მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს, გაასაჯაროოს ნინოწმინდის ბავშვთა სახლთან დაკავშირებული საქმეები. „სახალხო დამცველის განცხადებიდან ჩვენთვისაც და საზოგადოებისთვისაც ახლახან ცნობილი გახდა, რომ ნინოწმინდის ბავშვთა სახლთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში აღძრულია სისხლის სამართლის საქმეები. მივმართავთ შსს-ს შესაბამის სამსახურს, გაასაჯაროოს აღნიშნული საქმეები, რათა არავისთვის არაფერი იყოს დაფარული და ადგილი არ ჰქონდეს სხვადასხვა სპეკულაციას“, – ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს…

Τα σημαντικότερα νέα