ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
03.06.2021 | 18:30
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უკრაინის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

ა.წ. 3 ივნისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად უკრაინის პრემიერ-მინისტრი, ბ-ნი დენის შმიგალი და დელეგაციის სხვა წევრები მიიღო. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს. მისმა უწმინდესობამ და ბ-ნმა დენის შმიგალმა კავშირების კიდევ უფრო განმტკიცებისა და ჩვენი ხალხის დაახლოების სურვილი გამოთქვეს. patriarchate.ge

02.06.2021 | 17:36
საეკლესიო კალენდარი: 2 ივნისი

2 ივნისი წმინდა ნინოს მშობლების ზაბულონისა და სოსანას მოწამეების თალალეს, ალექსანდრეს ასტერის, ასკალონის სხენების დღეა, ამ დღეს საქართველოს მართლმადიდებებლი ეკლესია ასევე აღნიშნავს წმინდა ალექსის, მოსკოველი მიტროპოლიტის წმიდათა ნაწილთა აღმოყვანებას. Sputnik-საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში. ზაბულონი და სოსანა ღირსი ზაბულონი და სოსანა წმიდა ნინოს მშობლები იყვნენ, წმიდა ზაბულონი კაბადოკიელი…

02.06.2021 | 17:33
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი (01.06.2021)

ბატონი არნოლდ გეგეჭკორის გარდაცვალება დიდი გულისტკივილია ათასობით ადამიანისათვის, ვინც მას პირადად იცნობდა, ვინც მის ლექციებსა და სატელევიზიო გამოსვლებს უსმენდა, ვინც მის წიგნებსა და ნაშრომებს ეცნობოდა. იგი იყო მთელს სამყაროში გაცხადებული ღვთის დიდებისა და მრავალფეროვნების უშუალოდ მხილველი და განმცდელი, ბუნების ენის მცოდნე უიშვიათესი პიროვნება, რომლის სახით მსოფლიოში აღიარებული დიდი ადამიანი გამოაკლდა ჩვენს ინტელიგენციას. აღვავლენთ ლოცვებს ბატონი…

01.06.2021 | 17:27
მეუფე იაკობი – დღევანდელ ვითარებაში ქართველი კაცი „ნაციონალების“, მით უმეტეს მიშას დაბრუნებას არ დაუშვებს, რომც არ მოსწონდეს მმართველი პარტია

ვინც ყველაზე ჭკვიანია, ანუ ეკლესიამ შერიგებას უნდა შეუწყოს ხელი, ჩვენ გვექნება შეხვედრები მმართველ პარტიაში, – ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა განაცხადა, რომლითაც უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, „რას უნდა ველოდოთ „ნაციონალური მოძრაობისგან“ პარლამენტში შესვლით?“. „ყველა პარტია ცდილობს, სულ ცუდი და ცუდი აკეთოს ჩვენი მისამართით, ხედავთ, რა პროცესები შუქდება ხოლმე. მინდა, დაგამშვიდოთ, ძალიან მოკლე პერიოდში, მოსაკვეთი ყველა…

01.06.2021 | 17:24
მეუფე იაკობი – გახარიამ საერთოდ გააფუჭა ეკლესიასთან ურთიერთობა, ეკლესიისგან მას მხარდაჭერა არ ექნება

ბოდბელი ეპისკოპოსის, მეუფე იაკობის განცხადებით, გიორგი გახარიას შეცვლაზე საუბარი ჯერ კიდევ პანდემიამდე მიმდინარეობდა. იაკობის თქმით, ამის შემდეგ, გახარიამ მოვლენებს გაუსწრო, რის გამოც მის შეცვლაზე კვლავ იყო საუბარი და ამ შემთხვევაში არ ჰქონდა მნიშვნელობა, როგორ გადაწყდებოდა მელიას საკითხი. ამასთან, მეუფე იაკობის განცხადებით, მისთვის გაუგებარია, რატომ მოიხსენიებენ გახარიას, როგორც ივანიშვილის პროექტს. „ბატონი გიორგი საკმაოდ დიდი პერიოდის განმავლობაში…

31.05.2021 | 16:48
მეუფე იოანე აცხადებს, რომ „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგე აქტივისტები სუბიექტურები და მიკერძოებულები არიან

ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე რიონის ხეობაში მიმდინარე საპროტესტო აქციებს გამოეხმაურა. როგორც მეუფემ აღნიშნა, „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგე აქტივისტები სუბიექტურები და მიკერძოებულები არიან. მეუფე აქციის მონაწილეებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს. „ამ შემთხვევაში, უფრო სწორი იქნება ხელისუფლებასთან დიალოგის გზა. პეტიცია შეიტანა პარლამენტში ვარლამმა, იყო განხილვა. კომისიამ განიხილა და უთხრეს, რომ ამას გადავცემთ სპეციალისტებსო. სუბიექტურები არიან, მიკერძოებულები. უნდა ჰკითხოთ, რატომ არიან მიკერძოებულები. თავიდან…

28.05.2021 | 13:34
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიმართვა დიასპორისადმი (28.05.2021)

უცხოეთში მცხოვრებნო თანამემამულენო, ჩვენო სულიერო შვილებო! გულითადად მოგესალმებით და გილოცავთ დიასპორის დღეს. რა თქმა უნდა, შემთხვევითი არ არის, რომ იგი საქართველოს დამოუკიდებლობის დღის შემდეგ აღინიშნება, რაც ჩვენი ქვეყნისთვის თქვენს მნიშვნელობაზე მეტყველებს. ადრეც მითქვამს და ახლაც გავიმეორებ, რომ თითოეული თქვენგანი სამშობლოსათვის მეტად ძვირფასია. თქვენ ჩვენი ნაწილი, ჩვენი ტკივილი და ჩვენი იმედიც ხართ, რადგან მრავალი ოჯახი თქვენით…

27.05.2021 | 18:31
საეკლესიო კალენდარი: 27 მაისი

საქართელოს მართლმადიდებელი ეკლესია 27 მაისს მოწამეების ისიდორეს, მაქსიმეს, ასევე იერუსალიმელი პატრიარქის ღირსი სერაპიონ სინდონიტის ლეონტის ხსენების დღეს აღნიშნავს Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს წმინდანები და რატომ არიან მოხსენიებულები საეკლესიო კალენდარში. მოწამე ისიდორე წმიდა მოწამე ისიდორე (+251) ცხოვრობდა კურნძულ ხიოსზე. იგი წარმოშობით ალექსანდრიელი იყო. იმპერატორმა დეკიუსმა (249-251) მმართველობის პირველ წელს გამოსცა ბრძანება, აღეწერათ არმიაში მსახურებისთვის…

26.05.2021 | 18:17
ილია მეორე – სრულიად საქართველოს ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს, რომელიც თაობათა ბრძოლის მონაპოვარია, მას თითოეული მოქალაქე უნდა გაუფრთხილდეს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მოქალაქეებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. „სრულიად საქართველოს ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს. ეს დღე არის ჩვენი ერის მეობის განმსაზღვრელი, უმნიშვნელოვანესი თარიღი. იგი თაობათა ბრძოლის მონაპოვარია, მას თითოეული მოქალაქე უნდა გაუფრთხილდეს და თავისი აგური დადოს ქვეყნის აღმშენებლობისთვის. ღმერთმა დალოცოს და აცხონოს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლნი! ღმერთმა დალოცოს ყველა, ვინც სამშობლოს კეთილდღეობისათვის იღვწის!“, – ნათქვამია…

Τα σημαντικότερα νέα