ჩვენთან არს ღმერთი! გილოცავთ უფლის დღესასწაულს, გილოცავთ სული წმინდის მოფენას მოციქულებზე. ღმერთი ამპარტავანთა შემუსრავს, ხოლო თავმდაბალთა მიანიჭებს მადლსა. ღმერთმა ინებოს რომ უხვად გადმოვიდეს მადლი სულისა წმინდისა. დღეს ჩვენ ვლოცავთ გვარებს ბოლქვაძეებს, თვარაძეებს, ადუნიებს, ჩემიებს, ჯობავებს, სინატაშვილევს. ღმერთმა დაგლოცოთ გაგახაროთ, გაგამრავლოთ, თქვენი შვილებით და შვილთაშვილებით დალოცვილი იყავით! ჩვენთან არს ღმერთი! patriarchate.ge
მართლმადიდებებლი ეკლესია 18 ივნისს მღვდელმოწამე დოროთეს, ტვირელი ეპისკოპოსის, მოწამეთა: მარკიანესი, ნიკანდროსი, იპერექისა, აპოლონისა, ლეონიდესი, არიოსისა, გორგიოსისა, სელინიიოსისა, ერინეოსისა, პამბონესი, ღირსი დოროთეს, სერიდის სავანის მკვიდრის ხსენების დღეს აღნიშნავს. Sputnik-საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში. მღვდელმოწამე დოროთე წმიდა მღვდელმოწამე დოროთე (+დაახლ. 362) ტვირის ეპისკოპოსი იყო იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) დროს. მან დატოვა…
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში ნინოწმინდის პანსიონის ხელმძღვანელ, მეუფე იაკობთან შეხვედრის შემდეგ აცხადებს, რომ ბავშვების ინტერესებთან მიმართებით, ბევრ საკითხთან დაკავშირებით სრული თანხმობა აქვთ. „ძალიან პოზიტიური, კეთილგანწყობილი საუბრები იყო, არანაირი დაძაბულობა არ ყოფილა. ბევრ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს სრული თანხმობა ბავშვების ინტერესებთან მიმართებით. კითხვა-პასუხი არ ყოფილა, უფრო მეტად იყო…
ბოდბელი მთავარეპისკოპოსი, მეუფე იაკობი (იაკობიშვილი) აცხადებს, რომ სახალხო დამცველთან, ნინო ლომჯარიასთან ძალიან გულღია საუბარი ჰქონდა და განიხილეს ყველა ის პრობლემა, რაც ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით არსებობს. „გვქონდა ძალიან გულღია, აბსოლუტურად გულითადი საუბარი. მიმოვიხილეთ ის პრობლემები, რაზეც იყო საუბარი და ზოგადად, სიტუაცია. შევთანხმდით, სახალხო დამცველი და მე, რომ ალბათ შემდეგი კვირის ბოლოს ერთად ჩავალთ პანსიონში და…
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში ნინოწმინდის პანსიონის ხელმძღვანელ, მეუფე იაკობსა და სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას შორის შეხვედრა დასრულდა. ნინო ლომჯარიას განცხადებით, კონსტრუქციული შეხვედრა შედგა, რა დროსაც შეთანხმდნენ, რომ სოციალური მუშაკები გააგრძელებენ პანსიონში დარჩენილი ბავშვების საჭიროებების შეფასებას და მოვლენები განვითარდება ისე, როგორც ბავშვების საუკეთესო ინტერესებისთვის იქნება საჭირო. გარდა ამისა, ნინო ლომჯარიას თქმით,აპირებენ, შემდეგ…
ნინოწმინდის პანსიონის ხელმძღვანელ, მეუფე იაკობის განცხადებით, არასდროს უთქვამს, რომ სახალხო დამცველს პანსიონში არ შეუშვებდა. მეუფე იაკობის თქმით, თავად პანსიონში ვინმეს შეშვების პრობლემა არ აქვს, უბრალოდ, იქ მყოფ ბავშვებს უფრთხილდება. მეუფე იაკობი ამბობს, რომ მზადაა, სახალხო დამცველს შეხვდეს თბილისში, საპატრიარქოს უნივერსიტეტში. „მე არასდროს მითქვამს, რომ არ შემოვუშვებ სახალხო დამცველს. ვამბობ, რომ შევხვდები თბილისში, აუცილებლად, თუნდაც ხვალვე…
ბოდბელ მთავარეპისკოპოს იაკობისა (იაკობიშვილი) და სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას შეხვედრა ხვალ გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე ნინოწმინდის ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით ისაუბრებენ. „საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტში ნინოწმინდის ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით შედგება შეხვედრა ბოდბელ მთავარეპისკოპოს იაკობსა (იაკობიშვილი) და სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას შორის“,…
ა.წ.11 ივნისს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი), სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, ახალლციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე), საქართველოს საპატრიარქოს საგარეო განყოფილების თავმჯდომარემ, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ (შარაშენიძე) და სიონის საპატრიარქო ტაძრის წინამძღვარმა, პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ლიეტუვის პრეზიდენტს, ბ-ნ გიტანას ნაუსედას, მის მეუღლეს და დელეგაციის სხვა წევრებს უმასპინძლეს….
ა.წ. 11 ივნისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი, ბ-ნი ფილიპ რიკერი, აშშ-ს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ქ-ნი კელი დეგნანი და დელეგაციის სხვა წევრები მიიღო. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს, ასევე განხილულ იქნა მსოფლიოში მიმდინარე მნიშვნელოვანი პროცესები. მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ ბ-ნ ფილიპ…