როგორც ფართო საზოგადოებისთვის არის ცნობილი, ,,თბილისი-პრაიდის” ორგანიზატორები ა.წ. 1-5 ივლისს გეგმავენ აქტივობებს; ამასთან დაკავშირებით ვაცხადებთ: 1. დაგეგმილი „პრაიდის“ ორგანიზატორების მიერ ადამიანის უფებათა დაცვის საფარქვეშ ხდება არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდა; იგი შეიცავს პროვოცირების ნიშნებს და კონფლიქტში შედის საზოგადოებაში აღიარებულ ზნეობრივ ნორმებთან და მიზნად ისახავს მძიმე ცოდვის ლეგალიზებას. 2. ჩვენ პატივს ვცემთ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებას, რაც…
ა.წ. 25 ივნისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ჭყონდიდელი მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) და ამავე ეპარქიის სამღვდელო და სამონოზვნო დასი მიიღო. სასულიერო პირებმა მის უწმინდესობას გაწეული ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადეს და შენდობა სთხოვეს ბოლო პერიოდში ჭყონდიდის ეპარქიაში განვითარებული მოვლენებისთვის. მისმა უწმინდესობამ დალოცა ისინი და დასძინა: ,,თქვენ ყველანი ჩემს ხელში აღზრდილები ბრძანდებით, შვილებივით გაგზარდეთ, მამა-შვილური სიყვარულით და ეს სიყვარული უნდა…
კიდევ ერთი გამორჩეული ადამიანის მიწიერი ცხოვრების წიგნი დაიხურა. მარადიული ყოფის თანაზიარი გახდა დიდი მხატვარი, ქართული კულტურის უსაჩინოესი წარმომადგენელი, ბატონი ზურაბ ნიჟარაძე. მისი ნამუშევრების ფერთა ჰარმონია და სიმსუბუქე იმდენად სხვა და მხოლოდ პიკოსეულია, რომ ავტორის მითითებას არც კი საჭიროებს. ხელოვნების მოყვარულნი მას დიდ პატივს სცემენ და ფრიად აფასებენ. ამიტომაც მისმა წასვლამ ყველა დაამწუხრა. გამოვთქვამთ ჩვენს გულისტკივილსაც…
საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში იმყოფება. ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, 2018 წლის შემდეგ, ეს სახალხო დამცველის პირველი ვიზიტია ნინოწმინდის პანსიონში. ნინო ლომჯარიას განცხადებით, მონიტორინგი დაგვიანებულია, თუმცა ახლა უნდა შეფასდეს ბავშვების საჭიროებები. ომბუდსმენი ამბობს, რომ მისი რეკომენდაციაა, ალტერნატიულ ზრუნვაში ყველა ბავშვის გადაყვანა. „მაქვს მოლოდინი, რომ სრულყოფილად გავეცნოთ პროცესებს და ინფრასტრუქტურულ მდგომარეობას. ჩამოვედი აპარატის რამდენიმე…
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ჭყონდიდელი მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) და ამავე ეპარქიის სამღვდელო და სამონაზვნო დასი მიიღო. საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, სასულიერო პირებმა ილია მეორეს გაწეული ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადეს და შენდობა სთხოვეს ბოლო პერიოდში ჭყონდიდის ეპარქიაში განვითარებული მოვლენებისთვის. „თქვენ ყველანი ჩემს ხელში აღზრდილები ბრძანდებით, შვილებივით გაგზარდეთ, მამა-შვილური სიყვარულით და ეს სიყვარული უნდა დარჩეს“, – მიმართა…
საბერძნეთში მღვდელმა შვიდ მიტროპოლიტს მჟავა შეასხა. შემთხვევა პეტრაკის მონასტერში მოხდა, სადაც ელადის მართლმადიდებლური ეკლესიის სინოდი იკრიბება. როგორც მედია იუწყება, შეკრებაზე თავდამსხმელი სასულიერო პირისთვის მღვდლობის შეჩერების საკითხი უნდა განეხილათ. დაშავებული მღვდელმსახურები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. ადგილობრივი მედიის ცნობით, სასულიერო პირების გარდა, დაშავდა ერთი სამართალდამცველი და კიდევ ერთი პირი, რომელიც მიტროპოლიტების დახმარებას ცდილობდა. სასულიერო პირები ჯანდაცვის მინისტრმა მოინახულა….
კულტურის მინისტრის მოადგილე კახა სიხარულიძე აცხადებს, რომ იუნესკო-ს უცხოელ ექსპერტთა ჯგუფი გელათში არსებულ მდგომარეობას შეისწავლის, რის შემდეგაც დაიგეგმება შემდგომი ნაბიჯები პრობლემის მოსაგვარებლად. მისივე თქმით, ექსპერტთა ჯგუფი უკვე ადგილზე იმყოფება. „კულტურის სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ძალიან დიდი ძალისხმევის შედეგად, პანდემიის პირობებში უსწრაფეს ვადებში მოხერხდა ევროპელი ექსპერტების ჩამოყვანა გელათის პრობლემებთან დაკავშირებით. ჩამოსული არიან ფერწერის, სახურავის ექსპერტები, ისინი…
მის უწმინდესობას, კირილეს, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქს თქვენო უწმიდესობავ, მოგესალმებით პატივისცემით და გაწუხებთ შემდეგი საკითხის გამო: ჩვენ დახმარებისათვის მოგვმართეს ზაზა გახელაძის ოჯახის წევრებმა. კასპის რაიონის სოფელ ქვემო ჭალაში მცხოვრები გახელაძე ზ.მ. გასული წლის ზაფხულში სანადიროდ იმყოფებოდა თავისი სოფლის ახლოს, სხვილოს ისტორიული ციხის და ცხინვალის რეგიონთან არსებული დროებითი საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე და დაკავებული იქნა რუსეთის…
საქართველოს საპატრიარქომ N5-ე პენიტენციურ დაწესებულებაში გამწვანების ღონისძიება განახორციელა ა.წ. 18 ივნისს საქართველოს საპატრიარქოს ფონდ ,,გაამწვანე საქართველოს” და ბოდბის წმინდა ნინოს მონასტრის მხარდაჭერით N5-ე ქალთა პენიტენციური დაწესებულების ეზოში გამწვანების ღონისძიება განხორციელდა. ამ დღესვე საქართველოს საპატრიარქოს სასწავლებლის პროფესორმა, ქ-ნმა ლალი გოგინავამ დაწესებულებაში მყოფთათვის ჩაატარა ტრენინგი მცენარეების მოვლის შესახებ. patriarchate.ge