ნათლისღების დღეს ყველა წყალი განსაკუთრებული მადლით არის აღვსილი – ნაკურთხ წყალს შეუძლია ადამიანს მოუტანოს როგორც სულიერი, ასევე ხორციელი კურნება, – ამის თაობაზე ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა დანიელმა სამებაში, ღვითისმსახურებაზე ბრძანა. მიტროპოლიტმა ქადაგებისას განაცხადა, რომ ნათლისღებით კაცობრიობის წინაშე უფლის ძალა გაცხადდა. მისი თქმით, ნათლისღება არის დასაწყისი, კაცთა გამოხსნის საიდუმლოს აღსრულებისა. „დღევანდელ დღეს იკურთხება წყალი. დღევანდელ დღეს…
დღეს კაცობრიობა დგას ისტორიაში ერთ-ერთი მართლაც რომ არნახული განსაცდელის წინაშე, რომელიც მსოფლიოს ერთბაშად მოედო – სწორედ დღევანდელი დღე, ნათლისღების საიდუმლო იქნება ერთ-ერთი უმთავრესი, რომელიც შეიტანას გარდატეხას პანდემიის დამარცხებაში, ჩვენი ერის, ჩვენი ხალხისა და მსოფლიოს ამ სნეულებისგან გათავისუფლებაში, – ამის თაობაზე ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა დანიელმა სამებაში, ღვითისმსახურებაზე ბრძანა. მან მრევლს მიმართა, რომ იყვნენ მხნედ და…
მეუფემ ქადაგებისას აღნიშნა, რომ ვაქცინაცია რელიგიური ცხოვრებისთვის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს. „ჩვენ ყველას გვახსოვს მოზრდილ ასაკში, რომ სკოლაში, საბავშვო ბაღში ყველგან გვცრიდნენ და ეს იყო არა შემთხვევით, არამედ წინა, ძალიან მკაცრი პანდემიებით გამოწვეული. მე მინდა გითხრათ, რომ საუკუნეების გამოცდილებით, ყველაზე ეფექტური საშუალება არის ვაქცინაცია, ამაზე უკეთესი შესაძლებლობა არ არსებობს. ბიბლია გვასწავლის, გამოიძიეთ, გამოიკვლიეთ და სცანით…
19 იანვარს, იულიუსის კალენდრის ძველი სტილით ნათლისღების საუფლო დღესასწაული აღნიშნეს იერუსალიმის საპატრიარქოში. სადღესასწაულო ღვთისმსახურება აღასრულა წმიდა ქალაქ იერუსალიმისა და სრულიად პალენსტინის პატრიარქმა უნეტარესმა თეოფილე მესამემ. — wenews.ge
ერთხელ ერთი მორწმუნე წმიდა მოწამეების ბორის და გლების ნაწილებისა და წმინდა ნიკოლოზის სასწაულმოქმედი ხატების თაყვანსაცემად ვიშგოროდში გაემგზავრა, თან წაიყვანა ცოლი და ძუძუმწოვარა ბავშვი. ისინი დინების საწინააღმდეგოდ მიცურავდნენ. ცოლს ჩაეძინა და მძინარეს ხელიდან გაუვარდა ბავშვი, წყალში ჩაიძირა და მათი თვალთახედვიდან გაქრა. სასოწარკვეთილი მშობლები საშველად წმინდა ნიკოლოზს კარგა ხანს უხმობდნენ, მაგრამ საშველი რომ არ გამოჩნდა, სასოწარკვეთილნი შინ…
ადამიანი შექმნილია განღმრთობისთვის. წმ. ათანასე დიდი ამბობს: “ღმერთი განკაცდა, რათა ადამიანი ღმერთი გამხდარიყო”. მიწიერი ცხოვრება მოგვეცა, რათა ჩვენი პიროვნება მიუახლოვდეს და შეუერთდეს ქრისტეს პიროვნებას. ქრისტესთან შერწყმული ადამიანი არ კარგავს თავის თავს, ღმერთიც იგივე რჩება. ეს შეერთება უპიროვნო ნირვანაში გადასვლა არაა. არც აღებ-მიცემობით მიიღწევა (ღმერთო მე ვილოცებ შენ წინაშე, შენ კი სასუფეველი მომმადლე) სამოთხე. ღმერთისკენ სწრაფვა…
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 22 იანვარს მოწამე პოლიევქტეს, წინასწარმეტყველ სამეს, წმიდა პეტრეს, სებასტიელ ეპისკოპოსის, ღირსი ევსტრატი სასწაულთმოქმედის, წმიდა ფილიპეს, მოსკოველი მიტროპოლიტის ხსენების დღეს აღნიშნავს წმიდა მოწამე პოლიევქტო მხედარი წმიდა პოლიევქტო იმპერატორ დეკიუსის (249-251) ლაშქარში მსახურობდა, ქრისტესთვის კი ვალერიანს (253-259) ზეობისას ივნო. წმიდანი მტკიცე ქრისტიან, მხედარ ნეარქთან მეგობრობდა, ღვთისმოშიშებითაც გამოირჩეოდა, მაგრამ მაინც წარმართად რჩებოდა. როცა ქრისტიანების…
მინდა მოგიწოდოთ ყველას, ნუ აყვებით ჭორებს. დავიცადოთ, სანამ გამოჩნდება ვაქცინა, – ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზმა ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, როცა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა საქართველომდე მოვა და დადგება საკითხი გავიკეთოთ თუ არა, ეს კითხვები ექიმებს შემდეგ უნდა დავუსვათ. „თუ ადევნებთ თვალ-ყურს, ყოველ წუთს რაღაც იცვლება კოვიდის დაავადებასთან დაკავშირებით, ვაქცინასთან დაკავშირებით. სულ…
ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტის მეუფე ნიკოლოზის (ფაჩუაშვილი) განცხადებით, საყოველთაო ნათლობა პანდემიის გამო არ ტარდება. როგორც მეუფე ნიკოლოზმა სამების საკათედრო ტაძარში ჟურნალისტებს განუცხადა, ხალხის თავშეყრა სახიფათოა. „სავარაუდოდ, ხალხის თავშეყრა სახიფათოა და საყოველთაო ნათლობაზე ზოგი რწმენით მოდის, ზოგს ნაკლები რწმენა აქვს, ზოგი განგვიკითხავს და ნერვიულობს საზოგადოება. როგორც კი რეგულაცია იქნება, ალბათ, მაშინ გაგრძელდება“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა….