ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
24.01.2021 | 19:15
დეკანოზი დიმიტრი აბაიშვილი კორონავირუსით გარდაიცვალა

მცხეთა-თბილისის ეპარქიის გ. ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკასთან არსებული წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი დიმიტრი აბაიშვილი კორონავირუსით გარდაიცვალა. „საპატრიარქოს უწყებანის“ ინფორმაციით, დეკანოზ დიმიტრი აბაიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმება ვირუსით დაინფიცირებამ გამოიწვია. „22 იანვარს ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციით (COVID-19) გარდაიცვალა მცხეთა-თბილისის ეპარქიის გ. ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკასთან არსებული წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის (სამლოცველო) მღვდელმსახური, დეკანოზი…

24.01.2021 | 19:09
გელათის მონასტრის დაზიანებული დროებითი გადახურვა ისევ აღადგინეს

გელათის დროებითი გადახურვის დაზიანებული ნაწილი აღდგენილია. დასავლეთ მკლავის სამხრეთ ფერდზე გადახურვის სამუშაოები 2018-19 წლებში ჩატარდა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, უხარისხოდ. თუნუქის სახურავზე ხარვეზებით ჩატარებული სამუშაოები სფეროს სპეციალისტთა შორის დისკუსიას გასცდა და პოლიტიკურ ჭრილში განხილვის თემადაც იქცა. იმ კომპანიების გარდა, რომლებიც შესაბამისი სამუშაოების ჩატარებაზე იყვნენ პასუხისმგებლები, კრიტიკის თემაა თავად დროებითი გადახურვის პროექტიც. მომავალი გართულებების და კომპლექსის დაზიანების…

24.01.2021 | 19:01
მეუფე შიოს ქადაგება სახარებისეული სინანულის შესახებ

ჩვენი გულის კარი იხსნება მხოლოდ სინანულით , – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) საკვირაო ქადაგებისას განაცხადა. მიტროპოლიტმა მრევლს ნათლისღების შემდგომი კვირა მიულოცა. „სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა! ჩვენთან არს ღმერთი! ქრისტესმიერ საყვარელო ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ დღეს! დღეს არის ნათლისღების შემდგომი კვირა. ჩვენ წავიკითხეთ სახარებიდან უფალ…

24.01.2021 | 18:56
საეკლესიო კალენდარი: 24 იანვარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 24 იანვარს წმიდა თეოდოს დიდს და ღირს თეოდოს ანტიოქიელის იხენიებს.   წმიდა თეოდოსი დიდი წმიდა თეოდოსი დიდი 424 წელს დაიბადა კაბადოკიაში, ღვთისმოშიშ ქრისტიანთა ოჯახში. თეოდოსიმ რამდენიმე ხანი სიწმიდით განთქმული ერთი განდეგილი ბერის მორჩილებაში დაჰყო, შემდეგ კათისმას მონასტერში ცხოვრობდა, ბოლოს კი განმარტოება ისურვა და პალესტინის უდაბნოს იმ გამოქვაბულში დაეყუდა, სადაც, გადმოცემით, იესოს თაყვანისცემის…

23.01.2021 | 20:42
გელათის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის დასავლეთ მკლავზე დაზიანებული დროებითი გადახურვის ფრაგმენტის აღდგენა დასრულდა

გელათის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის დასავლეთ მკლავზე დაზიანებული დროებითი გადახურვის ფრაგმენტის აღდგენა დასრულდა. როგორც კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოში განაცხადეს, სპეციალური ტექნიკის გამოყენებით, მკლავის სამხრეთ ფერდზე 15 კვ. მეტრი ფართობის მქონე არეალზე სპეციალისტების მიერ მოწყობილ ხის კონსტრუქციულ ბაზისზე თუნუქის ფენილი სათანადო წესით დაეფინა. მათივე ცნობით, სამუშაო პროცესის უსაფრთხოებას კლუბ თეთნულდის მეკლდეურეები და სააგენტოს შრომითი უსაფრთხოების სამსახური უზრუნველყოფდნენ….

23.01.2021 | 20:34
ჩვენ გვაშფოთებს ვაქცინის დანერგვის მეთოდები, – უმე-ს იერარქი

COVID ვაქცინის წინააღმდეგი არ ვართ , მორწმუნეები შეშფოთებულნი არიან მისი ორგანიზმში შეყვანის სავარაუდო გზებზე, აღნიშნა ეპისკოპოსმა ვიქტორმა (კოცაბა). ეკლესია არ ეწინააღმდეგება ვაქცინაციას, მაგრამ მორწმუნეებში აღშფოთებას იწვევს  ვაქცინის სავარაუდო დანერგვა, COVID- პასპორტი და ეთიკის ნორმების დარღვევა ზიგიერთი ვაქცინის მიღების დროს,  განაცხადა ეპისკოპოსმა ვიქტორ ბარიშევსკიმ (კოცაბა) თავის ბლოგში საიტზე   korrespondent.net. უმე-ს იერარქმა აღნიშნა, რომ საყოველთაო ვაქცინაციის გადაწყვეტილება არ უნდა მიიღოს მთავრობის წევრმა,არც მღვდელმსახურმა ,…

23.01.2021 | 19:46
გელათი – იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ისტორიული ძეგლის რესტავრაციის პრობლემები

გუშინ დასრულდა გელათის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის დასავლეთის ნაწილზე დაზიანებული დროებითი გადახურვის ფრაგმენტის აღდგენა – განაცხადა „ღია სტუდიაში“ ბექა ბარამიძემ, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, რომელიც გელათში იმყოფება. მისივე ცნობით, გარეგანი დათვალიერებით, ტაძრის ფრესკებს დაზიანების კვალი არ ეტყობათ, თუმცა სპეციალისტები ამ საკითხზე საკუთარ აზრს უახლოეს დღეებში გამოაქვეყნებენ. ბექა ბარამიძის განცხადებით, გელათის…

23.01.2021 | 19:35
ბავშვები რომელი ასაკიდან უნდა იყვნენ უზმოზე ზიარებისას?

ეკლესიას ამ შემთხვევისთვის განსაზღვრული ასაკი არ აქვს დადგენილი. ეს ბავშვის ხასიათზეა დამოკიდებული. თუ ბავშვს შეუძლია არ ჭამოს ზიარებამდე კარგია, თუ იძაბება და პრობლემები ექმნება, უმჯობესია მივცეთ საკვები (იგულისხმება 6-7 წლამდე ასაკის ბავშვები). ბავშვებისთვის ეკლესია უმოწყალო ორგანიზაციად არ უნდა გადავაქციოთ. დისციპლინარული წესები მხოლოდ მოზრდილებზე ვრცელდება, ბავშვებისთვის ისინი ზედმეტი ტვირთია. წყარო: მღვდელი ლევან მექოშვილი წიგნი „მოძღვრისა და…

23.01.2021 | 19:25
საეკლესიო კალენდარი: 23 იანვარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 23 იანვარს წმინდა გრიგოლ ნოსელის, ღირსი დომენტიანეს, ღირსი მარკიანე ხუცის, ნეტარი თეოზვა დიაკონისას, და თეოფანე დაყუდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.   წმიდა გრიგოლ ნოსელი წმიდა გრიგოლ ნოსელი ბასილის კესარიელის ძმა იყო. გრიგოლ ნოსელმა, საოჯახო ტრადიციის მიხედვით, მიიღო როგორც ანტიკური, ისე ქრისტიანული განათლება. 370 წელს ბასილი დიდი კესარიის ეპისკოპოსად აკურთხეს, 372 წელს კი მან…

Τα σημαντικότερα νέα