31 მარტს ქართული მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ხსენებას: წმ. კირილესი, იერუსალიმელი მთავარეპისკოპოსისა (386); მოწამეთა: ტროფიმესი და ევკარპიოსისა (დაახ. 300); ღირსისა ანინე მონოზონისა. წმიდა კირილე იერუსალიმელი იერუსალიმში დაიბადა 315 წელს. მკაცრი ქრისტიანული ღვთისმოსაობით აღზრდილი კირილე მონაზვნად აღეკვეცა, ხოლო 346 წელს პრესვიტერად აკურთხეს. 350 წელს გარდაიცვალა არქიეპისკოპოსი მაქსიმე. იერუსალიმის პატრიარქის ხარისხში მყოფი კირილე მხნედ იბრძოდა არიოზისა და…
პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე საპატრიარქოში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრეს, სენაკისა და ჩხოროწყუს, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) შეხვდა. პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ელისო ბოლქვაძემ მიტროპოლიტ შიოს პარლამენტში ახლადშექმნილი კომიტეტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო. მხარეებმა განიხილეს პარლამენტსა და ეკლესიას შორის კულტურის სფეროს სხვადასხვა მიმართულებით მჭიდრო კოორდინაციის საკითხები. შეხვედრას დაესწრო საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის…
უნეტარესმა ვარშავისა და სრულიად პოლონეთის მიტროპოლიტმა საბამ ვარშავაში მშენებარე აია სოფიას ტაძარი მოინახულა. ტაძრის აგება თითქმის დასრულებულია. დარჩენილია მოხატვისა და იატაკის კეთილმოწყობის სამუშაოები. მსოფლიო საეკლესიო სიახლენი
დღეს არსებული საეკლესიო კრიზისის უმთავრესი მიზეზი არის არაკომპეტენტური, ფსევდოსულიერი და მეშჩანიზმით შეპყრობილი ეპისკოპატი, რომელიც ძალაუფლების შენარჩუნების სურვილით აღძრული ყველანაირ მორალურ და სარწუნებრივ კომპრომისზე მიდის. მღვდლების დიდი ნაწილი უუფლებო მასად იქცნენ, მეუფე-ბატონების მონებად, მუხლებზე მოღოღიალე ხელის ბიჭებად და ან სულაც შპიონებად, მათგან ბევრი თავადაა ბიწიერი, შესაბამისად მორალური არჩევანის გაკეთება არ შეუძლათ, მეორე ნაწილი უფრო ზნეობრივნი და…
უწმიდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ამბროსის მიერ წარმოთქმული სიტყვა აღსაყდრების (ინტრონიზაციის) დღეს სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარი; 14.10.1921 საქართველოს ეკლესიის მწყემსმთავარნო, ქართველ ერის მოძღვარნო სამღვდელო და სამონაზნო პირნო და აქ შეკრებილნო მორწმუნენო! უღრმესი გულწრფელობით აღსავსე მადლობას გწირავთ, რომ მიიღეთ შრომა და ამ საღმრთო წირვაზე აღავლინეთ მხურვალე ვედრება ყოვლად მოწყალე ღვთისადმი სული წმიდის მადლის შემწეობის გამოსათხოვათ ჩემი…
მოსკოვის წმიდა ტიხონის მართლმადიდებლური ჰუმანიტარული უნივერსიტეტის დამფუძნებელი და რექტორი, ფიზიკა-მათემატიკის დოქტორი, პროფესორი, დეკანოზი ვლადიმერ ვორობევი 2021 წლის 28 მარტს 80 წლის შესრულდა იუბილარს ოფიციალური მისალოცი წერილი გაუგზავნა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილემ და უსურვა მას დღეგრძელობა და შემდგომი წარმატებული მოღვაწეობა. დეკანოზი ვლადიმერ ვორობევი 1992 წლიდან (დაფუძნებიდან) არის მოსკოვის წმიდა ტიხონის მართლმადიდებლური ჰუმანიტარული უნივერსიტეტის რექტორი….
ამ დღეს ქართული მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ხსენებას ღირსმოწამისა გაბრიელ მცირისა, ლეკთაგან წამებულისა (1802); ღირსისა ალექსი ღმრთისკაცისა (411); მოწამისა მამისა მარინოსი. Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ არიან ეს ადამიანები და რა ღვაწლი მიუძღვით საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის წინაშე. ღირსი მამაჲ ჩვენი გაბრიელ-მცირე, მღვდელმოწამე, ნათლისცემლის უდაბნოში მოღვაწე, ლეკთაგან წამებული ღირსი გაბრიელ მცირე თბილისელი იყო და თავს კერვით ირჩენდა. მაღალი…
ჭყონდიდის ახალმა მიტროპოლიტმა მეუფე სტეფანემ მარტვილის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი დედა სოსანა წინამძღვრობიდან გაათავისუფლა. როგორც დედა სოსანა აცხადებს, ის მეუფე სტეფანემ კითხვების დასმის გამო გაათავისუფლა. „წინამძღვრობიდან გადამაყენეს მხოლოდ იმიტომ, რომ დავსვი კითხვები იმაზე, რა ბრალდებაც მეუფე პეტრემ წაუყენა პატრიარქს – მაინტერესებდა, როდის ჩაინიშნება გაფართოებული კრება. მეორე კითხვა, რაც მქონდა, იყო ის, შეუძლია თუ…
29 მარტს ეკლესია აღნიშნავს ხსენებას წმ. ამბროსი აღმსარებელისა; პიმენ სალოსისა და ანტონი მესხისა; მოწამისა საბინესი; მოწამისა პაპასი; მოციქულისა არისტობულესი; მღვდელმოწამისა ალექსანდრესი; მოწამისა ივლიანესი; მღვდელმოწამეთა: ტროფიმესი და თალასისა, ლაოდიკიელთა ხუცესთა. Spurnik საქართველო მოგითხრობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რა დამსახურება მიუძღვით მართლმადიდებლური ეკლესიის წინაშე. უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი (ერისკაცობაში ბესარიონ ხელაია) დაიბადა 1861…