ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
02.04.2021 | 13:08
საეკლესიო კალენდარი: 2 აპრილი

ეკლესია აღნიშნავს ხსენებას ღირსთა: იოანესი, სერგისა, პატრიკიოსისა, წმიდისა საბას; მოწამისა ფოტინესი და ძეთა მისთა: ბიქტორისა და იოსიასი; მოწამეთა: ანატოლიასი, ფოტოსი, ფოტიდასი, პარასკევასი, კვირიაკიასი, დომნინასი და სებასტიანესი; ნიკიტა აპოლონიადელ მთავარეპისკოპოსისა.   ღირსი მამანი, წმიდა საბას მონასტერში სარკინოზთაგან მოწყვეტილნი VIII საუკუნეში იერუსალიმის შემოგარენს ხშირად ესხმოდნენ თავს სარკინოზები. მუდმივი თარეშის შემდეგ დაინგრა და გაუდაბურდა წმიდა ხარიტონის მონასტერი. უსჯულოები…

01.04.2021 | 15:39
საპატრიარქო: ანზორ ერქომაიშვილის მსგავსი პიროვნებები ქმნიან ეპოქას და იწოდებიან ჭეშმარიტ მოღვაწეებად

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ანზორ ერქომაიშვილის გარდაცვალების გამო საპატრიარქოს სამძიმრის წერილს ავრცელებს. მათი თქმით, სწორედ ბატონი ანზორის მსგავსი პიროვნებები ქმნიან ეპოქას და იწოდებიან ჭეშმარიტ მოღვაწეებად. „დღეს საქართველომ ქართული კულტურის უდიდესი მოამაგე და ეპოქალური ადამიანი, ანზორ ერქომაიშვილი დაკარგა. ბატონმა ანზორმა მთელი თავისი ცხოვრება ქართულ ხალხურ სიმღერა-გალობას მიუძღვნა, მან მოიძია, გადაარჩინა და მსოფლიოს გააცნო ტრადიციული ქართული…

01.04.2021 | 15:30
„არაფერი ისე არ ამსგავსებს ადამიანს ღმერთს, როგორც ქველმოქმედება“

2021 წლის 26 მარტს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის სიკეთის ქმნის მოწოდების საფუძველზე, ქ. ჭიათურის მე-5 საჯარო სკოლის ხელმძღვანელის, ქალბატონი ირინა პაპიძის, პედაგოგებისა და მოსწავლეთა ერთობლიობით შეგროვდა პროდუქტი, სამოსი და სათამაშოები. შეგროვებული ნობათი კი ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიაში მცხოვრებ მრავალშვილიან ოჯახებს გადაეცათ.   — წყარო: ჭიათურისა და საჩხერის ეპარქია / facebook.com/sap.uwyebaNews

01.04.2021 | 14:50
მეუფე მელქისედეკი – დამოუკიდებლობის რეფერენდუმის და ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეს, საქართველოში პუტინის იდეოლოგები არ უნდა ზეიმობდნენ

მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი, მეუფე მელქისედეკ ხაჩიძე რუსი ჟურნალისტის ვლადიმერ პოზნერის საქართველოში ვიზიტს ეხმაურება. “დამოუკიდებლობის რეფერენდუმის და ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეს, საქართველოში პუტინის იდეოლოგები არ უნდა ზეიმობდნენ…”, – წერს ეპისკოპოსი „ფეუისბუქზე“. შეგახსენებთ, ვლადიმერ პოზნერი საქართველოში 31 მარტს ჩამოვიდა. მის ვიზიტს საქართველოში სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი მოჰყვა, რომლებსაც მოგვიანებით, პოლიტიკოსებიც შეუერთდნენ. პოზნერს სასტუმრო “ვინოტელის” დატოვება, სადაც ის…

01.04.2021 | 14:31
ათონის წმიდა მთაზე კორონავირუსის ოცი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ათონის მთაზე კორონავირუსის ოცი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ათონის ოლქის გუბერნატორის მოადგილე არისტო კასმიროღლუ აცხადებს, რომ კოვიდინფექციის შემთხვევები დაფიქსირდა ნეა სკიტში, პანტოკრატორში, კარიესისა და წმიდა ანას საძმოებში. ინფიცირებული ბერების ნაწილი ადგილზე იზოლაციაში გაივლიან მკურნალობას, გარდა 62 წლის ასაკის ბერისა, რომელიც სალონიკშის ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული. შეგახსენებთ Covid-19– ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ათონის მთაზე 2021 წლის 20 მარტს დაიწყო….

01.04.2021 | 13:54
საეკლესიო კალენდარი: 1 აპრილი

1 აპრილს მართლმადიდებლური ეკლესია აღინიშნავს ხსენებას: მოწამეთა ქრისანთესი და დარიასი და მათთანა მოწამეთა: კლავდი ტრიბუნისა, მეუღლისა მისისა ილარიასი, და ძეთა მათთა იასონისა და მავრისა, დიოდორე ხუცისა და მარიანე დიაკონისა; მოწამისა პანქარესი.   წმიდა ქრისანთო წარმართული ოჯახიდან იყო. მან კარგი განათლება მიიღო, ქრისტეს შესახებ კი პირველად ქრისტიანობისადმი მტრულად განწყობილი წარმართი ავტორებისაგან შეიტყო. ახალგაზრდა ქრისანთოს გაუჩნდა სურვილი,…

31.03.2021 | 16:58
სერბეთის პატრიარქმა კოსოვოს ომი გაიხსენა

“მინდა დავსვა კითხვა, რამ გვიშველა იმ უპრეცედენტო ბოროტების დროს, რომელიც თავს დაესხა ჩვენს ხალხს დაბომბვის დროს და შემდეგ პირველ მსოფლიო ომში, მეორე მსოფლიო ომში არნახული ტანჯვის შემდეგ? რა დაგვიცავს ამ ეპიდემიაში? ჩვენ შევიკრიბეთ, რომ ერთად გავიხსენოთ, ქვეყნის მასშტაბით, რომ გავიხსენოთ ის სამწუხარო დღეები ოცდაორი წლის წინ, რასაც ერთხმად ამბობს ჩვენი ეკლესია. უპირველეს ყოვლისა, გავიხსენოთ და…

31.03.2021 | 16:48
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილემ ოფიციალური გამამხნევებელი წერილი მიწერა კვიპროსის ეკლესიის მღვდელმთავარს, ლემესოს მიტროპოლიტ ათანასეს

ლემესოს მიტროპოლიტი ათანასე კორონავირუსული ინფექციის დიაგნოზით მკურნალობის კურსს გადის კლინიკაში. შეგახსენებთ, რომ რუსეთის ეკლესიასა და პატრიარქ კირილეს კვიპროსის ეკლესიასა და მის მეთაურთან, უნეტარეს მთავარეპისკოპოს ქრიზოსტომოს მეორესთან გაწყვეტილი აქვს ევქარესტიული კავშირი. რუსეთის ეკლესიამ ევქარისტიული კავშირი შეინარჩუნა კვიპროსის ეკლესიის მხოლოდ იმ მღვდელმთავრებთან, რომლებმაც კვიპროსის ეკლესიის წმიდა სინოდის სხდომაზე უკრაინის ავტოკეფალური ეკლესიის აღიარების საკითხს მხარი არ დაუჭირე. ასეთი…

31.03.2021 | 16:30
არგენტინაში გაიმართა სამხრეთ ამერიკაში მოსკოვისა და სერბეთის საპატრიარქოების მღვდელმთავართა შეხვედრა

შეხვედრა შედგა მოსკოვის საპატრიარქოს მღვდელმთავრის, არგენტინისა და სამხრეთ ამერიკის ეპისკოპოს ლეონიდეს მიწვევით მოსკოვის საპატრიარქოს არგენტინის საეპარქიო სამმართველოში. შეხვედრაში მონაწილეობდნენ მოსკოვის საპატრიარქოს რუსეთის საზღვარგარეთული ეკლესიის (ROCOR) მღვდელმთავარი, კარაკასისა და სამხრეთ ამერიკის ეპისკოპოსი იოანე და სერბეთის საპატრიარქოს მღვდელმთავარი, ბუენოს-აირესისა და სამხრეთ ცენტრალური ამერიკის ეპისკოპოსი კირილე. შეხვედრას ასევე ესწრებოდა მოსკოვის საპატრიარქოს არგენტინის ეპარქიის მდივანი, დეკანოზი სერგი იურინი.  …

Τα σημαντικότερα νέα