ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
10.04.2021 | 19:00
საეკლესიო კალენდარი: 10 აპრილი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 10 აპრილს  წმ. იოანე მანგლელი ეპისკოპოსის ღირსი სტეფანე აღმსარებელის, მოწამეთა: იონას, ბარაქისეს და სხვათა, ასევე მოწამე ბოიანის, ბულგარელი მთავრის ხსენების დღეს აღნიშნავს.   იოანე მანგლელი საეკლესიო კალენდრის მიხედვით 10 აპრილი წმინდა იოანე მანგლელის ხსენების დღეა იოანე მანგლელი , ერობაში იოსებ სააკაძე, ბავშვობიდანვე გარეჯის უდაბნოში აღიზარდა, აქ ისწავლა მან მონაზვნური ცხოვრება. ძმებისაგან სათნოებით გამორჩეული …

09.04.2021 | 16:51
მეუფე შიომ 9 აპრილს დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა

საქართველოს პატრიარქის თანამოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, მეუფე შიომ ქაშვეთის ტაძარში 9 აპრილს დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა. მეუფე შიომ ტაძარში შეკრებილ მრევლს სიტყვით მიმართა. „მამებო, ძმებო და დებო, დღეს ჩვენ აღვასრულებთ პანაშვიდს 9 აპრილს დაღუპულთა სულების მოსახსენიებლად. იმავე წელს, კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ, როდესაც იხდიდა პანაშვიდს მათი სულების მოსახსენიებლად, მან თქვა, რომ ეს დღე არის…

09.04.2021 | 16:48
საქართველოს საპატრიარქო – მღვდელმთავრებმა ჭყონდიდელ მიტროპოლიტ სტეფანეს სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს და მისი ყველა გადაწყვეტილება ლეგიტიმურად შეაფასეს

საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, გუშინდელ შეხვედრაზე მღვდელმთავრებმა ჭყონდიდელ მიტროპოლიტ სტეფანეს სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს და მისი ყველა გადაწყვეტილება ლეგიტიმურად შეაფასეს. მათივე ცნობით, მღვდელმთავრებმა ჭყონდიდის ეპარქიაში გარკვეული სასულიერო პირების ქმედებებს დესტრუქციული უწოდეს და შეაფასეს, როგორც საეკლესიო კანონიკის უხეში დარღვევა და ეკლესიის წინააღმდეგ ამბოხი. „8 აპრილს საქართველოს საპატრიარქოში მღვდელმთავართა შეხვედრა გაიმართა. მღვდელმთავრებმა, სხვა საკითხებთან ერთად, ჭყონდიდის ეპარქიაში მიმდინარე მოვლენებზე…

09.04.2021 | 16:16
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე – რატომ ატყდა ასეთი დიდი ამბავი, საპატრიარქომ მადლობა გადაუხადა ხალხსო? ეს ადამიანები პატრიარქისადმი სიყვარულს გამოხატავდნენ დაუფარავად

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე განმარტავს, რატომ გადაუხადა მადლობა საპატრიარქომ „საქართველოს მარადისობის დღის“ დაფუძნების ინიციატორებსა და შეკრების მონაწილეებს. როგორც დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში წერს, ეს ადამიანები პატრიარქისადმი სიყვარულს დაუფარავად გამოხატავდნენ. „რატომ ატყდა ასეთი დიდი ამბავი, საპატრიარქომ მადლობა გადაუხადა ხალხსო? ეს ადამიანები პატრიარქისადმი სიყვარულს გამოხატავდნენ დაუფარავად. ეს ადამიანები არ იღებენ პატრიარქისადმი გამოხატულ…

09.04.2021 | 13:35
“ის მოვლენები, რაც ვითარდება ჭყონდიდის ეპარქიაში ეკლესიის წინააღმდეგ ამბოხია”

ვანისა და ბაღდათის ეპარქიის მიტროპოლიტ ანტონის (ბულუხია) განცხადებით, ის მოვლენები, რაც ვითარდება ჭყონდიდის ეპარქიაში ეკლესიის წინააღმდეგ ამბოხია. როგორც მეუფე ანტონმა ჟურნალისტებს საპატრიარქოში მღვდელმთავრების შეკრების დასრულების შემდეგ განუცხადა, დღევანდელ შეხვედრა ანალიტიკური ხასიათის იყო, სადაც უმაღლესი იერარქიის სასულიერო პირებმა ერთმანეთის მოსაზრებები შეაჯერეს. მისვე განმარტებით, ჭყონდიდის ეპარქიაში ამბოხებული სასულიერო პირები ცხადია, რომ მეუფე პეტრეს ემორჩილებიან, თუმცა მისთვის გაუგებარია,…

09.04.2021 | 13:30
“ვალდებულნი არიან მეუფე სტეფანეს მითითებებს, განკარგულებებს, კურთხევებს დაემორჩილონ”

ძალიან მკაფიოდ და ერთმნიშვნელოვნად უნდა ითქვას, რომ მეუფე სტეფანეს ყველა გადაწყვეტილება და მოქმედება, რაც მან ეპარქიაში განახორციელა არის სრულად მხარდაჭერილი, არის ლეგიტიმური და აბსოლუტურად კანონიერი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს მღვდელმთავრების შეხვედრის დასრულების შემდეგ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განუცხადა. მისივე თქმით, საპატრიარქო მეუფე სტეფანეს მიერ გატარებულ ყველა ზომას მხარდაჭერას უცხადებს და ეს…

09.04.2021 | 13:20
საეკლესიო კალენდარი: 9 აპრილი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 9 აპრილს მოწამეების მატრონა თესალონიკელის (III-IV), მანუელის და თეოდოსის (304),  ასევე  წმინდა იოანე წინამხედველის  (დაახ. 395) ხსენების დღეს აღნიშნავს   საეკლესიო კალენდრის მიხედვით 9 აპრილი მოწამე მატრონა თესალონიკელის ხსენების დღეა. მატრონა თესალონიკში მცხოვრები ერთი დიდგვაროვანი ებრაელი ქალბატონის მხევალი იყო. ქალბატონს სურდა, იუდაიზმზე მოექცია იგი და ხშირად სცემდა, ბოლოს კი, გააფთრებისგან გონდაკარგულმა, დილეგში გამოამწყვდია…

08.04.2021 | 13:59
ჭყონდიდის ეპარქიაში გუშინ განვითარებულ მოვლენებზე საპატრიარქოში მღვდელმთავრები იმსჯელებენ

ჭყონდიდის ეპარქიაში განვითარებულ მოვლენებზე საპატრიარქოში მღვდელმთავრები იმსჯელებენ, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებს საპატრიარქოსთან განუცხადა. „საპატრიარქოში დღეს მღვდელმთავრები იკრიბებიან. ეს არ არის პირველი პრეცენდენტი. ასეთი შეხვედრები იმართებოდა, თუმცა დღეს უფრო გაფართოებული იქება. მღვდელმთავრები იმსჯელებენ მიმდინარე მოვლენებზე, მათ შორის ჭყონდიდის ეპარქიაში განვითარებულ მოვლენებზე. იცით, გუშინ მამა გრიგოლი, რომელიც მეუფე სტეფანემ მიავლინა…

08.04.2021 | 13:42
მეუფე იაკობი: “ამდენი კარავი რა არის, რომელ წლებში ვართ ჩარჩენილი. რას ვაკეთებთ?”

მინდა კიდევ ერთხელ შევახსენო პოლიტიკოსებს, ბევრჯერ ვთხოვე მათ, რომ შერიგებულიყვნენ, შევთავაზე ეკლესიაში მხოლოდ და მხოლოდ შერიგებისთვის მოსულიყვნენ, – ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა. მან როგორც ხელისუფლებას, ასევე ოპოზიციას შესთავაზა, ეკლესია შერიგებისთვის გამოიყენონ. მეუფე იაკობის აზრით, სამარცხვინოა, როდესაც მოლაპარაკებების პროცესში უცხოელი მედიატორი ჩაერთო და მხარეებს შორის შეთანხმება ჯერ ვერ მოხდა. „რუსთაველზე გავიარე, თბილისი…

Τα σημαντικότερα νέα