ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
14.04.2021 | 17:31
საპატრიარქო – შემაშფოთებელია დაძაბულობა რიონის ხეობაში, პატივისცემით ვთხოვთ ყველა მხარეს, ხელი შეუწყონ პროცესების მშვიდობიანად და სამართლიანად წარმართვას

შემაშფოთებელია დაძაბულობა, რაც რიონის ხეობაში პროცესებს ახლავს, პატივისცემით ვთხოვთ ყველა მხარეს, ხელი შეუწყონ პროცესების მშვიდობიანად და სამართლიანად წარმართვას, – ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაშია აღნიშნული. „შემაშფოთებელია ის დაძაბულობა, რაც უკანასკნელ დღეებში რიონის ხეობაში მიმდინარე პროცესებს ახლავს. მიგვაჩნია, რომ აუცილებელია შედგეს დიალოგი, სადაც დაინტერესებულ მხარეებს, პასუხისმგებელ პირებსა და სპეციალისტებს მიეცემათ საშუალება მათთვის მნიშვნელოვანი კითხვების დასმისა და…

13.04.2021 | 17:29
საეკლესიო კალენდარი: 13 აპრილი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 13 აპრილს მღვდელმოწამე იპატიოსის, ღანგრის ეპისკოპოსის, ღირსი აპოლონ ეგვიპტელის, მღვდელმოწამეების: აბდია ეპისკოპოსის და ბენიამენ დიაკონის, ღირსი იპატიოსისა, რუფიანელი იღუმენისა ხსენების დღეს აღნიშნავს „Sputnik საქართველო” მოგითხრობთ ვინ იყვნენ ეს წმინდანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში. მღვდელმოწამე იპატიოსი საეკლესიო კალენდრის მიხედვით 13 აპრილი მღვდელმოწამე იპატიოსის, ღანგრის ეპისკოპოსის (დაახ.+326) ხსენების დღეა. მღვდელმოწამე იპატიოსი პაფლაგონიაში…

12.04.2021 | 17:39
საეკლესიო კალენდარი: 12 აპრილი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 12 აპრილს ღირსი იოანე კლემაქსის, იოადი წინასწარმეტყველის, მოციქულების: სოსთენის, აპოლოსის, კეფას, კესარიოსის და ეპაფროდიტეს; დიდმოწამე პანტელეიმონის დედის წმიდა ევბულას, ხსენების დღეს აღნიშნავს „Sputnik საქართველო“ მოგითხრობთ ვინ იყვნენ ეს წმინდანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში. იოანე კლემაქი საეკლეიო კალენდრის მიხედვით 2019 წლის 12 აპრილი ღირსი იოანე კლემაქის (+649) ხსენების დღეა. იოანე კლემაქი…

12.04.2021 | 17:24
საპატრიარქო – ასეულობით ყალბი პროფილის მეშვეობით, საპატრიარქოს ფეისბუქგვერდზე მორიგი ინფორმაციული შეტევა განხორციელდა

ასეულობით ყალბი პროფილის მეშვეობით საპატრიარქოს ფეისბუქგვერდზე მორიგი ინფორმაციული შეტევა განხორციელდა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. „დანანებით აღვნიშნავთ, რომ ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული მედიაკამპანიის ფარგლებში დიდი ხანია გამოიკვეთა ოპონენტთა მეტად აშკარა და თვალშისაცემი მეთოდით – ე.წ. „ბოტებითა“ და „ტროლებით“, ანუ არარსებული ფეისბუქპროფილებით მანიპულირება. ვფიქრობთ, ინფორმაციულ სამყაროში ეს მოძველებული ხერხია, თუმცა საქართველოსთვის, მისი…

11.04.2021 | 20:04
პატრიარქი ელისაბედ II-ს პრინც ფილიპის გარდაცვალების გამო სამძიმარს უცხადებს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მის უდიდებულესობა ელისაბედ II-ს პრინც ფილიპეს გარდაცვცალების გამო სამძიმარს უცხადებს. სამძიმრის წერილს საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს. “თქვენო უდიდებულესობავ, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის და პირადად ჩემი სახელით მიიღეთ სამძიმარი მეუღლის, მისი სამეფო უმაღლესობის, ედინბურგის ჰერცოგის, პრინც ფილიპეს გარდაცვალების გამო. პრინც ფილიპეს სახით, ათწლეულების მანძილზე თქვენ გყავდათ თქვენი ფრიად საპატიო ჯვრის ღირსეული და ერთგული…

11.04.2021 | 17:59
“ყველა ფრთხილად იყოს. რა გაუკეთებია ცხოვრებაში, რომ პატრიარქს ებრძვიან?!”

უკომპრომისოები ვიქნებით. მერე უკვე ავტორიტეტიც აღარ არსებობს მათ მიმართ ასე რომ იქცევიან და ყველას მიეხედება აბსოლუტურად. ამის შესახებ დღევანდელი ქადაგებისას ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა წმ. სტეფანე ხირსელის მამათა მონასტერში საკვირაო ქადაგებისას განაცხადა. ველოდებით დიდი მარხვის დასრულებამდე, რომ გამოფხიზლდნენ – განაცხადა მეუფე იაკობმა ეკლესიაში განვიტარებულ მოვლენებზე საუბრისას. „შინაური თუ გარეული, ცდილობს, ეკლესიას ჩამოაშოროს ადამიანები. უფალმა ჩვენი…

11.04.2021 | 17:29
მეუფე შიოს ქადაგება: “არასოდეს არ უნდა დავეჭვდეთ უფლის სიყვარულსა და შეწევნაში”

მხოლოდ სიმდაბლესთან მოდის მადლი სულისა წმინდისა – არასოდეს არ უნდა დავეჭვდეთ უფლის სიყვარულსა და შეწევნაში, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ქადაგებისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა მორწმუნე ადამიანისთვის ყველაფერია შესაძლებელი. ამასთან, მეუფე შიოს თქმით, ეშმაკების დამარცხება შეიძლება მხოლოდ მათთან შებრძოლებით, მათთან შეწინააღმდეგებით. როგორც მიტროპოლიტმა აღნიშნა, „არ მივიღოთ ის, რასაც…

11.04.2021 | 15:57
მეუფე გრიგოლი: “შეგვწევს ძალა, ურთულესი საკითხებიც კი ეკლესიის წიაღში გადავჭრათ”

4 აპრილს ქადაგების დროს გაკეთებული განცხადებების შემდეგ, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლ ბერბიჭაშვილი კიდევ ერთ განმარტებას აკეთებს. მიტროპოლიტი ეკლესიაში არსებულ კრიზისზე ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ სწამს, ეკლესიის წიაღში არის რესურსი იმისთვის, რომ დაიწყოს არსებულ აქტუალურ და უაღრესად მწვავე პრობლემებზე სერიოზული დისკუსია. “ბოლო წლებში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრება ჩვენი საზოგადოებისა და მედიის განსაკუთრებული ინტერესის საგანი…

11.04.2021 | 13:00
საეკლესიო კალენდარი: 11 აპრილი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 11 აპრილს  მოწამეების: მარკოზის, არეთუსიელ ეპისკოპოსის, კირილე დიაკონის და სხვების, ღირსი იოანე მეუდაბნოის, წმ. ევსტათი აღმსარებელის, ბითვინიელი ეპისკოპოსის ხსენების დღეს აღნიშნავს.   არეთუსიელ ეპისკოპოსი მარკოზი და  კირილე დიაკონი საეკლესიო კალენდრის მიხედვით 11 აპრილი მოწამეების: მარკოზის, არეთუსიელ ეპისკოპოსის, კირილე დიაკონის და სხვების ხსენების დღეა. წმიდა მღვდელმოწამე მარკოზი, არეთუსიის ეპისკოპოსი (+363) ეწამა იმპერატორ იულიანე…

Τα σημαντικότερα νέα