ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
17.11.2021 | 17:40
,,ქრონიკის” კითხვებს პასუხობს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი – დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

დაანონსებული ტერორი…! ,,ქრონიკის” კითხვებს პასუხობს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი – დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე       საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური

17.11.2021 | 17:35
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური აგრძელებს შეხვედრების ციკლს სხვადასხვა აქტუალური საკითხის თაობაზე

დღეს, 16 ნოემბერს, საპატრიარქოში გამართული მორიგი შეხვედრა ჰუმანურ პედაგოგიკას მიეძღვნა. შეხვედრას უძღვებოდა ბატონი შალვა ამონაშვილი – აკადემიკოსი, პედაგოგი და ფსიქოლოგი. შეხვედრას ესწრებოდნენ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომლები, სასულიერო პირები და სხვა სტუმრები. შეხვედრაზე იმსჯელეს ჰუმანიზმის რაობაზე, ჰუმანური პედაგოგიკის არსსა და მნიშვნელობაზე, მის ქრისტიანულ საფუძვლებსა და ქრისტიანული თვალთახედვით გაანალიზებაზე, თავის მხრივ კი, ქრისტიანობის უმთავრესი ღირებულებების პედაგოგიკაში…

16.11.2021 | 17:40
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიაში ახალი ტაძარი გაიხსნა [ფოტო]

ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია სასიხარულო სიახლეს აქვეყნებს ,,ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიას კიდევ ერთი ახალი ტაძარი შეემატა. ზუგდიდში, გამსახურდიას ქუჩაზე, წმინდა მოციქულთა თავთა პეტრეს და პავლეს სახელობის ახალი ტაძარი აკურთხეს. საზეიმო წირვა-ლოცვა ზუგდიდსა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმე და მიტროპოლიტმა სერაფიმემ აღავლინეს. ტაძრის კურთხევას ექწრებოდნენ საქართველოს მართმადიდებლური ეკლესიის სახვადასხვა ეპარქიების სამღვდელოება და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. ტაძრის მშენებლობას…

16.11.2021 | 17:35
მსოფლიო პატრიარქი ათენს ეწვევა

მიმდინარე წლის 20 ნოემბერს, მისი ყოვლადუწმიდესობა მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი ოფიციალური ვიზიტით საბერძნეთის დედაქალაქს ეწვევა, სადაც შეხვედრას გამართავს ათენისა და სრულიად საბერძნეთის უნეტარეს მთავარეპისკოპოს იერონიმესთან და წმინდა სინოდის წევრებთან. ვიზიტი საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მოწვევით დაიგეგმა, რომელიც მისი ყოვლადუწმიდესობის ბართლომეოსის პატრიარქობის 30 წლის იუბილის აღნიშვნას უკავშირდება. 21 ნოემბერს ათენის საკათედრო ტაძარში აღესრულება საზეიმო საღმრთო ლიტურგია,…

15.11.2021 | 18:51
100 000 მოწამის ხსენების დღე

ა.წ. 13 ნოემბერს, 100 000 მოწამის ხსენების დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ (გამრეკელი) და გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ (გვაზამ) სამღვდელოებასთან ერთად მეტეხის ხიდზე პარაკლისი გადაიხადეს და საქართველოსთვის წამებულთ შეავედრეს ჩვენი ხალხი და ქვეყანა. დღესვე წალკელმა ეპისკოპოსმა გრიგოლმა (კაცია) და არქიმანდრიტმა ისააკმა (ფრიდონიშვილი) წირვა აღავლინეს 100 000 მოწამისა და წმ. აბო თბილელის…

15.11.2021 | 18:43
საპატრიარქოს წმ. იოაკიმე და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრის ეზოში გამწვანების ღონისძიება განხორციელდა

ა.წ. 12 ნოემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, ფონდმა ,,გაამწვანე საქართველომ“, პარტნიორებთან ერთად, საპატრიარქოს წმ. იოაკიმე და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრის ეზოში გამწვანების ღონისძიება განახორციელა. patriarchate.ge

12.11.2021 | 18:25
საპატრიარქო ასი ათასი მოწამის ხსენების დღესთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

საპატრიარქო ავრცელებს ინფორმაციას ასი ათასი მოწამის ხსენების დღესთან დაკავშირებით. „13 ნოემბერი, ასი ათასი მოწამის ხსენების დღე, წელს პანდემიის გამო მასშტაბურად არ აღინიშნება. თუმცა დილით, 10:00 საათზე ჩატარდება ორი წირვა 100 000 მოწამის და წმ. აბო თბილელის სახელობის ტაძრებში, ხოლო 13:00 საათზე გადახდილი იქნება პარაკლისი მეტეხის ხიდზე. წმინდა 100 000 მოწამის მეოხებით ღმერთმა მშვიდობა მომადლოს ჩვენს…

12.11.2021 | 18:20
მიტროპოლიტი ანტონი მღვდელმთავრობის 25 წელს აღნიშნავს [ფოტო]

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარმა ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა ანტონიმ (ბლუხია) მღვდელმთავარად აღსაყდრების 25 წლის იუბილე იზეიმა. საზეიმო ღვთისმსახურება აღევლინა ქალაქ ვანის საკათედრო ტაძარში.   wenews.ge

11.11.2021 | 17:35
საქართველოს საპატრიარქოს განცხადება

როგორც ცნობილია, ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილი) საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ბატონი მიხეილ სააკაშვილი, ციხეში ორჯერ მოინახულა და ორივე შემთხვევაში მისგან გაკეთებულმა კომენტარმა ხალხის დიდ ნაწილში ვნებათაღელვა გამოიწვია. თადაპირველად მან განაცხადა, რომ შექმნილ ვითარებაში ერთადერთ გამოსავლად საყოველთაო შერიგება მიაჩნია, რისი მაგალითიც ქვეყანას პირველმა პირებმა უნდა უჩვენონ, ამასთან, ყველამ ერთმანეთს უნდა ვთხოვოთ შენდობა და ვაპატიოთ…

Τα σημαντικότερα νέα