კუნძულ მალტაზე არსებული რუმინული სამრევლო, რომელიც რუმინეთის საპატრიარქოს ეკუთვნის ვანდალებმა დაარბიეს. ვანდალებმა წმინდა როკის ეკლესიის კარზე ნავთი და ბენზინი შეასხეს. პოლიცია აგროვებს CCTV-ს ვიდეო კადრებს ახლომდებარე დაწესებულებებიდან, რათა შეეცადოს დამნაშავეების იდენტიფიცირებას. ადგილობრივი სამრევლოს წინამძღვარი ამბობს, რომ ეს იყო პირველი შემთხვევა და მას ეჭვმიტანილი არ ჰყავს მხედველობაში. ადგილობრივმა კათოლიკურმა საზოგადოებამ დიდი მხარდაჭერა გამოუცხადა მართლმადიდებლურ საზოგადოებას და…
კვიპროსში სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კვიპროსის მთავარეპისკოპოსს, მის უწმინდესობა ქრიზოსტომოს II-ს შეხვდა და ქართველი ხალხის, ქართული დიასპორისა და საქართველოს საპატრიარქოს სახელით მადლობა გადაუხადა საჩუქრად მიწის ნაკვეთის გადმოცემისთვის, რომელზეც ქართული მონასტერი აშენდება. „ეს არის დიდი სულიერი საჩუქარი და მნიშვნელოვანი ჟესტი, რომელიც ჩვენი ისტორიისთვის უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. როგორც მისმა უწმინდესობამ,…
საბერძნეთში ახლად გამორჩეული მღვდელმთავარი ეკლესიისა და სახელმწიფოს მეთაურების წინაშე ფიცის სიტყვას წარმოთქვამს და სპეციალურ ხელშეკრულებას ხელს აწერს. მღვდელმთავარი პირობას დებს და ხელს აწერს რომ იქნება სახელმწიფო ინტერესების გამტარებელი, მშვიდობისა და კეთილდღეობის გარანტი თავის რწმუნებულ ეპარქიაში, არასდროს წავა კანონის წინააღმდეგ და იზრუნებს საბერძნეთის სახელმწიფოს აღორძინების საქმეში. ხუთმა მღვდელმთავარმა ფიცი უნეტარეს მთავარეპისკოპოს იერონიმესა და საბერძნეთის პრეზიდენტ ეკატერინე…
2021 წლის 5 ნოემბერს წმ მოციქულ იაკობის, უფლის ხორციელი ძმის ხსენების დღე იზეიმეს იერუსალიმის საპატრიარქოში. საზეიმო ღმრთისმსახურებას უძღვებოდა უნეტარესი იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქი თეოფილე მესამე. შეგახსენებთ, იერუსალიმის საპატრიარქო მსგავსად მოსკოვის, საქართველოსა და სერბეთის საპატრიარქოებისა იულიუსის კალენდრის ძველი სტილით ხელმძღვანელობს. wenews.ge
უწმიდესმა სრულიად სერბეთის პატრიარქმა უწმიდესმა პორფირემ ბელგრადის ერთ-ერთ ტაძარში აღავლინა საღმრთო ლიტურგია, რომელზეც დიაკვნად ხელდასხმა აღასრულა. პატრიარქს თანამსახურებდნენ სერბეთის საპატრიარქოს მღვდელმთავრები და სამღვდელო დასი. wenews.ge
სანქტ-პეტერბურგის სასულიერო აკადემიის ლიტურგიულ ცხოვრებაში არსებობს პრაქტიკა, რომ ყოველწლიურად აღესრულება იაკობ მოციქულის ხსენების დღისადმი მიძღვნილი ლიტურგია. ,,პეტერბურგის სასულიერო აკადემიის სტუდენტები დილით ადრე იკრიბებიან ეკლესიაში ლიტურგიაზე, რომლის დროსაც ხედავენ უჩვეულო ღვთისმსახურებას და ისმენენ სრულიად მათთვის უცხო ლიტურგკულ მსახურებას რომელსაც სწავლობენ და იმეცნებენ” – წერს სანქტ-პეტერბურგის ეპარქიის ოფიციალური გვერდი. წირვა აღავლინა სასულიერო აკადემიის რექტორმა – პეტერჰოფელმა ეპისკოპოსმა…
საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი, პირეის მიტროპოლიტი სერაფიმე, რომელიც მისი რადიკალური განცხადებების გამოირჩევა ამ ჯერად ვაქცინაციის საკითხს შეეხო და განაცხადა, რომ ისინი ვინც ვაქცინას ეწინააღმდეგებიან ძმათა მკვლელები არიან, შემდეგად მათი ადგილი ეკლესიაში არ არის. კითხვაზე თუ რას ეტყვის ათონის მთის ზოგიერთი მონასტრის წინამძღვარს, რომლებიც ვაქცინაციის წინააღმდეგ გამოდიან აღნიშნა: „ისინი თავიანთ ძმებს კლავენ, მათ კი ეს არ…
გარეგნულადაც ეტყობა მას 40 დღის შიმშილი და ძალიან დასუსტებულია, – ამის შესახებ მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან ჟურნალისტებს განუცხადა. „რაც შეეხება ჯანმრთელობას, მე ვიყავი მასთან სულ თავიდან, როდესაც რამდენიმე დღის შემოსული იყო. მე ვნახე ის, სრულიად ჯანმრთელი. ახლა გარეგნულადაც ეტყობა 40 დღის შიმშილი და ძალიან დასუსტებულია. აბსოლუტურად საღად აზროვნებს, ოღონდ ძალიან დასუსტებულია“, –…
2021 წლის 3 ნოემბერს, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ ხიბულაში მდებარე სახლში, სადაც საქართველოს პირველი პრეზიდენტი და თანამედროვე ქართული სახელმწიფოს მესაძირკვლე ზვიად გამსახურდია მოკლეს, მაღალყოვლადუსამღვდელოესმა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა სამღვდელო დასსთან ერთად აღავლინა ქვეყნის პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდის სულის საოხი პანაშვიდი. მიტროპოლიტმა გრიგოლმა დღესვე მოილოცა ხსენებული სახლის გვერდით მდებარე წმიდა მართალი ლაზარეს აღდგინების სახელობის ახალაგებული…