“ძვირფასო ძმებო და დებო ამით, მე მინდა არა მხოლოდ მორფუს წმიდა სამიტროპოლიტოს, არამედ კვიპროსის ეკლესიის ღვთისმოსავ მრევლს ვუთხრა, რომ კვიპროსის ეკლესიის წმინდა სინოდის განჩინება (1/20/2020) კორონავირუსის პანდემიის შესახებ,რომელშიც ვაქცინის რეკომენდაციაზეა საუბარი არ წარმოადგენს წმინდა სინოდის წევრების ერთსულოვან გადაწყვეტილებას! როგორც ეს გამოცხადდა. დღევანდელი სინოდის დროს ჩვენ შევხვდით ამის შესახებ სპეციალისტ ექიმებსა და ეპიდემიოლოგებს, მაგრამ რაიმე საკითხის…
“არავის და მათ შორის არც ევროკავშირს არ შეუძლია გვითხრას, გავაღებთ თუ დავკეტავთ წმინდა ტაძრებს. ჩვენ ვიცავთ ყველა ზომას, (ნიღბები, ანტისეპტიკები, სიცხის მაკონტროლებელი საშუალებები, დეზინფექცია და ა.შ.), ყველამ იცოდეს რუმინეთის წმინდა ტაძრები აღარ დაიხურება არანაირად.” – განაცხადა პატრიარქ დანიელის სპიკერმა. ,,იმ ფონზე როცა უზარმაზარი უნივერმაგები, სუპერმარკეტები, სადაც ათასობით თანამშრომელია და მომხმარებელი, აგრძელებენ მუშაობას, მაშინ რატომ არ…
სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდი სულ მალე გამმოაცხადებს დეტალებს ახალი პატრიარქის არჩევნებთან დაკავშირებით. ძირითად პრობლემად ამ შემთხვევაში ისახება პანდემია, რომელიც აბრკოლებს გადაადგილებებს, რადგან, როგორც საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე აღნიშნავს, მღვდელმთავრები მთელი ევროპისა და სხვა კონტინენტების მაშტაბით არიან, რომლებიც აუცულებლად უნდა წარსდგნენ არჩევნებზე. ცნობილი ხდება, რომ 20 თებერვლამდე უნდა მოხდეს სერბეთის ახალი პატრიარქის არჩევა, როგორც ტახტის მოსაყდრე…
გვესაუბრება შემოქმედის ეპარქიაში მდებარე სოფელ შრომის წმინდა ანდრია პირველწოდებულისა და სოფელ ჩიბათის წმინდა სვიმონ კანანელის სახელობის ტაძრების წინამძღვარი, დეკანოზი პავლე ქინქლაძე: – ადამიანსა და ღმერთს შორის კავშირისთვის აუცილებელი პირობაა ურყევი რწმენა და თავდადებული სიყვარული, ეს ის მყარი საფუძველია, რომელზეც უნდა ავაშენოთ ჩვენი სულიერი შენობა. წმინდა წინასწარმეტყველმა, იოანე ნათლისმცემელმა თავისი ქადაგება შემდეგი სიტყვებით დაიწყო: “შეინანეთ რამეთუ მოახლოებულ…
წმინდა იოაკიმემ და წმინდა ანამ ორმოცდაათი წელი იცხოვრეს ერთად, მაგრამ შვილი არ მიეცათ, რის გამოც კაცთაგან უამრავ შეურაცხყოფას ითმენდნენ. ერთხელ მღვდელმთავარმა იოაკიმეს მსხვერპლიც კი არ მიიღო – უთხრა, ეტყობა ბევრი დაფარული ცოდვა გაქვს, რაკი ღმერთი შვილს არ გაძლევსო. დიდმა მწუხარებამ მოიცვა მართალი ცოლ-ქმარი. წმინდა ანამ გოდებით აღუთქვა უფალს, რომ თუ წყალობას მოიღებდა და შვილს აჩუქებდა,…
ახლა შობის მარხვა დგას. მთელი მარხვის განმავლობაში ადამიანი განსაკუთრებით უნდა ცდილობდეს, დააგროვოს სულიერი საუნჯე. ამისათვის მხოლოდ საჭმლის მიღებისაგან თავის შეკავება საკმარისი არ არის. ყოველმა ჩვენგანმა, უპირველეს ყოვლისა, სიკეთე უნდა ვთესოთ, სიკეთე ვაკეთოთ, ვიყოთ ურთიერთის მიმართ კეთილისმყოფელნი, რათა მშვიდობა სუფევდეს ჩვენ გარშემო. ყველაფერი ეს, რა თქმა უნდა, რწმენასთან, სიყვარულსა და სასოებასთან ერთად, სულიერი საუნჯეა. უფალი ბრძანებს:…
მართლმადიდებელი ეკლესია 3 დეკემბერს ღირსი გრიგოლ დეკაპოლელის, წმიდა პროკლეს, მოწამე დასის, მოწამეთა: ევსტათის, თესპესის და ანატოლის,, სპარსელ ეპისკოპოსთა; მოწამეთა: აზატი საჭურისისა, სასონისა, თეკლასი, ანასი და სხვათა დედათა, სპარსეთს წამებულთა ხსენების დღეს აღნიშნავს. ღირსი გრიგოლ დეკაპოლელი ღირსი გრიგოლ დეკაპოლელი დაიბადა ისავრიის ქალაქ ირინოპოლში, რომელიც ათქალაქის ანუ დეკაპოლის შემადგენლობაში შედიოდა. მან სიყრმიდანვე შეიყვარა საეკლესიო მსახურება. როცა…
ვებ-გვერდ “მსოფლიო საეკლესიო სიახლენის” ადმინისტრაცია პატივისცემითა და საუკეთესო სურვილებით დაბადებიდან 65 წლის იუბილეს ულოცავს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორს, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ სერგო ვარდოსანიძეს. ბატონი სერგოს ღვაწლი და დამსახურება გამორჩეულია ჩვენი სამშობლოსა და საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე. მის მიერ განისწავლა და აღიზარდა სასულიერო და საერო პირთა თაობები (მათ შორის…
სამოცდათოთხმეტი წლის ასაკში, მძიმე ავადმყოფობის შედეგად (ინსულტი), ღვთივმიიცვალა წილკნისა და დუშეთის ეპარქიის სასულიერო პირი, დუშეთის წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის წინამძღვარი და წმიდა ნიკოლოზის სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური, არქიმანდრიტი ამბროსი (დათოშვილი). უფალმა მართალთა თანა განუსვენოს მის უკვდავ სულს. — wenews.ge