ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
30.11.2021 | 17:07
პატრიარქმა კირილემ დანიელ მოსკოველის ორდენით დააჯილდოვა ვლადიმერ ჟირინოვსკი

2021 წლის 30 ნოემბერს მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილემ წმიდა მთავარ დანიელ მოსკოველის პირველი ხარისხის ორდენით დააჯილდოვა რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე, რუსეთის სახელმწიფო დუმის ხსენებული პარტიის ფრაქციის ხელმძღვანელი ვლადიმერ ჟირინოვსკი. რუსეთის პატრიარქის ბრძანებაში ნათქვამია, რომ ვლადიმერ ჟირინოვსკის აღნიშული მაღალი ჯილდო გადაეცა “ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობების განმტკიცებაში შეტანილი წვლილისა და დაბადებიდან 75 წლის იუბილის…

29.11.2021 | 18:26
საქართველოს საპატრიარქოს განცხადება

საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებთ კორონავირუსის აცრასთან დაკავშირებით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ოფიციალურ პოზიციას, რომელიც სინოდის დადგენილებაშია ასახული. მიუხედავად იმისა, რომ რამდენჯერმე მოხდა მისი განმარტება, უკანასკნელ პერიოდში ზოგიერთი სასულიერო პირის მხრიდან დაფიქსირებული რადიკალური პოზიციის გამო, კვლავ გავიმეორებთ, რომ აცრას არა აქვს რელიგიური დატვირთვა. და ამდენად დაუშვებელია, სასულიერო პირმა რელიგიური მოტივით მორწმუნეებს აუკრძალოს ამ პროცედურის ჩატარება ან შეუზღუდოს…

29.11.2021 | 18:24
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი

დიდია ჩვენი გულისტკივილი არქიმანდრიტ მიქაელის (მურმან მეგენეიშვილი) გარდაცვალების გამო. იგი იყო საქართველოს ეკლესიის გამორჩეული მოძღვარი და ღვთის საყვარელი შვილი. ღმერთმა აცხოვნოს მისი უკვდავი სული და სავანესა მართალთასა განუსვენოს, ხოლო არქიმანდრიტ მიქაელის მრევლს და ახლობლებს მოანიჭოს მშვიდობა, შინაგანი მხნეობა და ლოცვის ძალა. patriarchate.ge

26.11.2021 | 17:46
წიგნი “საუბრები ბიზნესზე” – ავტორი: მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი)

სოციალურ ქსელში აქტიურად გამოჩნდა წიგნი “საუბრები ბიზნესზე”. წიგნის ავტორი გახლავთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის წევრი, ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი). გამოცემის გარეკანს ამშვენებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის სიტყვები: “არ შეეჩვიოთ სიღარიბეს”. წიგნში განხილულია მართლმადიდებლური შეხედულებები ბიზნესზე, სიმდიდრეზე, ფულზე. wenews.ge

26.11.2021 | 17:45
ანტიოქიის პატრიარქი არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს ეწვია [ფოტო]

მისი ღვთაებრივი უნეტარესობა ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის პატრიარქი იოანე მეათე ოფიციალური ვიზიტით არაბეთს სტუმრობს. პატრიარქი იოანე ოფიციალურ შეხვედრებს გამართავს სამეფო ოჯახის წევრებსა და რელიგიურ ლიდერებთან. wenews.ge

26.11.2021 | 17:43
პირდაპირი ტრანსლაცია: საპატრიარქო წირვა დუბაიში

დღეს, 26 ნოემბერს მისი ღვთაებრივი უნეტარესობა ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის პატრიარქი იოანე X საზეიმო საღმრთო ლიტურგიას აღავლენს ქალაქ დუბაიში. შეგახსენებთ, ანტიოქიის პატრიარქი ოფიციალური ვიზიტით დუბაიში იმყოფება. ლიტურგიის სანახავად დააჭირეთ აქ wenews.ge

26.11.2021 | 17:41
რუმინეთის პატრიარქი სამწყსოს – თქვენი სულიერი მამა აცრილია, ახლა თქვენი რიგია!

კორონავირუსული ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა უნეტარესი სრულიად რუმინეთის პატრიარქი დანიელი. რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის დადგენილება სრულ თანხვედრაშია მედიცინის მუშაკთა შემოთავაზებასთან, რომლის მიხედვით კოვიდთან ბრძოლის ერთადერთ გზას წარმოადგენს ვაქცინაცია და რეგულაციების დაცვა. სრულიად რუმინეთის პატრიარქი დანიელი კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის ორივე დოზით აიცრა, რაზეც რამდენიმე დღის წინ ჟურნალისტებთან განაცხადა და რუმინეთის მთელ მოსახლეობას აცრისკენ მოუწოდა. wenews.ge

25.11.2021 | 18:25
საეკლესიო კალენდარი: 25 ნოემბერი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 25 ნოემბერს წმიდა იოანე მოწყალის, ღირსი ნილოს მმარხველის და აქია წინასწარმეტყველის ხსენების დღეს აღნიშნავს. Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში. წმიდა იოანე მოწყალე – ალექსანდრიელი პატრიარქი წმიდა იოანე მოწყალე – ალექსანდრიელი პატრიარქი დაიბადა კვიპროსზე, მთავარ ეპიფანეს ოჯახში. იგი თხუთმეტი წლისა იყო, როცა სიზმრისეულ ჩვენებაში იხილა…

25.11.2021 | 15:53
პისიდიის მიტროპოლიტი სოტირიოსი – საღვთო ლიტურღიის პირველი ნაწილი: ღვთის სიტყვის მოქმედების წმინდა ძალა

კვირა დღე. ტრადიციულ მართმადიდებლურ ქვეყნებში (და ყველგან სადაც მოქმედი კანონმდებლობა ამას არ კრძალავს) ტაძრის ზარები სადღესასწაულოდ მოუწოდებენ მორწმუნეებს შეიკრიბნონ ერთ ოჯახში-ღვთის ოჯახში-მათი მამის წმინდა სახლში. ყველა მიდის ღვთის ტაძარში მნიშვნელოვან შეხვედრაზე. გულები, ჩვენი შეცდომებისა და ცოდვითი დაცემების გამო უფლის მიერ გაღებული მოწყალებით განცვიფრებულები, მზად არიან მოუტევონ ძმებსა და დებს, რომლებმაც ისინი გაანაწყენეს. რადგან მათ იციან,…

Τα σημαντικότερα νέα