ათონის წმიდა მთის ვატოპედის სტავროპიგიალურ და საპატრიარქო მონასტერში კორონავირუსული პანდემიის დასრულებისათვის ლიტანიობა აღესრულა. ლიტანიობას უძღვებოდა ვატოპედის მონატრის წინამძღვარი, არქიმანდრი ეფრემი და მონაწილეობდნენ მონასტრის მღვდელმონაზვნები, იეროდიაკვნები, მონაზვნები და საძმოს სხვა წევრები. უფლის მიმართ არქიმანდრიტმა ეფრემმა პანდემიის დასრულებისთვის სპეციალური სავედრებელი ლოცვა აღავლინა. wenews.ge
2020 წლის 20 დეკემბერს უნეტარესმა სრულიად რუმინეთის პატრიარქმა დანიელმა რუმინეთის საპატრიარქო რეზიდენციაში მიიღო რუმინეთის ქრისტიან მართლმადიდებელ სტუდენტთა ასოციაციის (ASCOR) წარმომადგენლები. აღნიშნულის შესახებ Basilica.ro იუწყება. სტუდენტები მოვიდნენ პატრიარქ დანიელის გასახარებლად და რუმინეთის საპატრიარქოსთვის იმედის გაზავნილისთვის. მისმა უნეტარებამ დააფასა ახალგაზრდების ეს ჟესტი, გულწრფელი მადლობა გადაუხადა მათ და მიულოცა იმედის გზავნილის გავრცელების მისია. ”მოხარული ვარ, რომ პანდემიის დროს…
ალბანეთის მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესიის მეთაურმა, უნეტარესმა სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოსმა ანასტასიომა ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე, გაიკეთებს თუ არა კორონავირუსული ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინას, როდესაც ეს შესაძლებელი იქნება, განაცხადა: “რა თქმა უნდა, ჩემი გამორჩეული ექიმების მითითებით”. შეგახსენებთ, რომ უნეტარესი ანასტასიოსი კორონავირუსული ინფექციით დაინფიცირებული იყო და მკურნალობას გადიოდა საბერძნეთის დედაქალაქ ათენში, საიდანაც, თვენახევრიანი მკურნალობის შემდეგ, განკურნებული, მიმდინარე წლის 20…
კრეტის სამთავარეპისკოპოსოში შობის, ახალი წლისა და ნათლისღების დღესასწაულებზე ყველა ტაძარში აღსრულდება ორი საღვთო ლიტურგია, რათა მორწმუნეთა რაოდენობა წირვაზე დასწრებისთვის შეზღუდულია და ყველას მიეცეს ლიტურგიაზე დასწრების საშუალება. “მრევლის გადანაწილებაზე ორგანიზება ეკისრება სამრევლო ტაძრების სამღვდელოებას”, – ვკითხულობთ კრეტის სამთავარეპისკოპოსოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. wenewsge
2020 წლის 19 დეკემბერს, წმიდა ნიკოლოზის ხსენების დღეს, სრულიად ბელარუსის საპატრიარქო ეგზარქოსმა, მინსკისა და ზასლავის მიტროპოლიტმა ბენიამინმა სადღესასწაულო საღვთო ლიტურგია აღავლინა მინსკის რაიონის სოფელ პრივოლნის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში. ლიტურგიაზე მიტროპოლიტმა ბენიამინმა დიაკონ ნიკოლოზ ბონდარის ხელი დაასხა მღვდლად. წირვის განსრულების შემდეგ ეგზარქოსმა წარმოთქვა ქადაგება და ტაძარს უსახსოვრა წმიდა ნიკოლოზის ხატი. wenewsge
პოლონეთის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა, ვარშავისა და სრულიად პოლონეთის უნეტარესმა მიტროპოლიტმა საბამ, უკანასკნელად, საღვთო ლიტურგია აღასრულა ორ თვეზე მეტი ხნის წინ, 2020 წლის 18 ოქტომბერს. აღნიშნული თარიღის შემდეგ კი ვარშავის საკათედრო ტაძარში ღვთისმსახურებას მორიგეობით აღასრულებენ პოლონეთის ავტოკეფალური ეკლესიის მღვდელმთავრები. მისი უნეტარესობა მკაცრ კარანტინში იმყოფება. იგი 82 წლისაა და რამდენიმე დაავადებით არის დაავადებული. უნეტარესი ვარშავისა და…
2020 წლის 19 დეკემბერს, ნიუ-ჯერსიში, მსოფლიო საპატრიარქოს ამერიკის მთავარეპისკოპოსმა ელპიდოფოროსმა მღვდელმთავრებთან ერთად აღასრულა ფოკეას ეპისკოპოსის ხელდასხმა. ახალხელდასხმული ეპისკოპოსი იოანე დადგენილია სან-ფრანცისკოს მიტროპოლიტ გერასიმეს ქორეპისკოპოსად (დამხმარე ეპისკოპოსად). wenewsge
ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის უნეტარესი პაპი და პატრიარქი თეოდორე II საბერძნეთის დედაქალაქ ათენს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში მის უნეტარესობას საბერძნეთის სახელმწიფოს წარმომადგენლებთან ჰქონდა შეხვედრა. wenewsge
ა.წ. 19 დეკემბერს, წმიდა მღვდელმთავარ ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის დღესასწაულთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მღვდელმთავრებთან ერთად წირვას აღავლენს ყოვლადწმიდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში. ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ გაავრცელა საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალურმა ვებ-გვერდმა. wenews.ge