ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
30.12.2020 | 21:11
ხორვატიაში მაშველებმა ეკლესიის ნანგრევებში ადამიანის ცხედარი იპოვეს

ხორვატიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად სოფელ ზაზინას წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესია დაინგრა, მაშველებმა ტაძრის ნანგრევებში ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს.   — wenews.ge

30.12.2020 | 21:03
ათონის მთის ვატოპედის მონასტერმა 2021 წლის კალენდარი გამოსცა [ფოტო]

ათონის წმიდა მთის ვატოპედის საპატრიარქო და სტავროპიგიალურმა მონასტერმა 2021 წლის ორი ახალი კალენდარი გამოსცა, მაგიდისა და ჯიბის. მაგიდის კალენდარი განსაკუთრებით საინტერესო გახლავთ, რადგან აქ შეგიძლიათ იხილოთ უნიკალური ფოტომასალა, საინტერესო ნაშრომები და ცნობები მართლმადიდებელი ეკლესიის შესახებ.          — wenews.ge

29.12.2020 | 22:19
ორმოცი დღე გავიდა სერბეთის პატრიარქ ირინეოსის გარდაცვალებიდან

დღეს, 2020 წლის 29 დეკემბერს, ორმოცი დღე გავიდა უწმიდესი სრულიად სერბეთის პატრიარქის ირინეოსის გარდაცვალებიდან. მისი უწმიდესობა მიმდინარე წლის 20 ნოემბერს, კორონავირუსული ინფექციის შედეგად, 90 წლის ასაკში გარდაიცვალა. უწმიდესი ირინეოსი 2010-2020 წლებში მწყემსმთავრობდა სერბეთის მართლმადიდებელ ეკლესიას. უფალმა სასუფევლის მკვიდრობა მიანიჭოს პატრიარქ ირინეოსს და მისცეს საუკუნო ხსენება. შეგახსენებთ, რომ 2021 წლის 18 თებერვალს გაიმართება სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის…

29.12.2020 | 22:17
კორონავირუსით გარდაიცვალა კასტორიის მიტროპოლიტი სერაფიმე

დღეს, 2020 წლის 29 დეკემბერს, დილით, კორონავირუსული ინფექციის შედეგად, 61 წლის ასაკში ღვთივმიიცვალა ელადის (საბერძნეთი) მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი, ზემო მაკედონიის ეგზარქოსი, კასტორიის მიტროპოლიტი სერაფიმე. მღვდელმთავარი კლინიკაში გადიოდა მკურნალობის კურსს, ხოლო უკანასკნელი ათი დღის განმავლობაში იმყოფებოდა მართვით სუთქვაზე. მას თანმდევ დაავადებად ჰქონდა გულის მწვავე უკმარისობა. სამწუხაროდ, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. მიტროპოლიტი სერაფიმე 1996 წლიდან გარდაცვალებამდე…

29.12.2020 | 22:13
კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა კორონავირუსზე ვაქცინა გაიკეთა

დღეს, 2020 წლის 29 დეკემბერს, კვიპროსის ავტოკეფალური სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა, უნეტარესმა სრულიად კვიპროსის მთავარეპისკოპოსმა ქრიზოსტომოს მეორემ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა. მისმა უნეტარესობამ განაცხადა: “ვაქცინა დაეხმარება ადამიანებს კორონავირუსის ანტისხეულები მიიღონ. უნდა გავიგოთ, რომ, როგორც სხვა დაავადებებთან ერთად ვცხოვრობთ, ასე უნდა ვიცხოვროთ მასთან (კორონავირუსთან) ერთადაც. უნდა ვიყოთ მკაცრი და დავიცვათ ის ზომები, რომლებიც სახელმწიფომ გამოაცხადა, რადგან…

29.12.2020 | 22:11
რუსეთის ეკლესიის წმიდა სინოდის 2020 წლის უკანასკნელი სხდომა დისტანციურად გაიმართა

2020 წლის 29 დეკემბერს, დისტანციურ რეჟიმში გაიმართა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის 2020 წლის უკანასკნელი სხდომა, რომელსაც თავმჯდომარეობდა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილე. რუსეთის ეკლესიის მეთაური წმიდა სინოდის სხდომას ხელმძღვანელობდა პერედელკინოს საპატრიარქო რეზიდენციის ისტორიული დარბაზიდან. რუსეთის ეკლესიის წმიდა სინოდის დღევანდელი სხდომის განჩინებები ოცდაერთი ჟურნალის სახით გამოქვეყნდა. რუსეთის ეკლესიის წმიდა სინოდის მუდმივი წევრები არიან: უკრაინაში…

29.12.2020 | 22:10
მიტროპოლიტი იობი კორონავირუსისგან განიკურნა და კლინიკიდან გაწერეს

მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი კორონავირუსისგან განიკურნა და დღეს, 2020 წლის 29 დეკემბერს, იგი გაწერეს თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკიდან, სადაც მკურნალობის კურსს გადიოდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებს რუისისა და ურბნისის ეპარქიის პრეს-ცენტრის ხელმძღვანელი, მღვდელმონაზონი იერონიმე (ქათამაძე), რომელიც წერს: “დაინტერესებულ პირებს გაცნობებთ, რომ მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი კორონავირუსული ინფექციისგან სრულიად განიკურნა, საავადმყოფოდან დღეს გაწერეს და თავს კარგად…

29.12.2020 | 22:05
საეკლესიო კალენდარი: 29 დეკემბერი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 29 დეკემბერს წინასწარმეტყველ ანგეას (500 წ. ქრისტეს შობამდე); მოწამე მარინის, ნეტარი თეოფანია დედოფლის ხსენების დღეს აღნიშნავს.   ანგეა წინასწარმეტყველი ანგეა წინასწარმეტყველი გახლდათ თორმეტ მცირე წინასწარმეტყველთაგან ერთ-ერთი. ის მოღვაწეობდა ქრისტეს შობამდე VI-V საუკუნეებში. მას დაუწყის წინასწარმეტყველება აქემენიდთა უმცროსი შტოს წარმომადგენლის, სპარსეთის მეფის, დარიოს I-ის პირველის ზეობის მეორე წელს. დარიოს პირველი ირანის სახელმწიფოს მართავდა…

28.12.2020 | 20:46
მონასტერი, სადაც ფსიქიკურად დაავადებულები იკურნებიან

საბერძნეთში, კერძოდ ქალკიდიკში არსებობს წმიდა დიდმოწამე ანასტასიას სახელობის საპატრიარქო და სტავროპიგიალური მონასტერი, რომელიც IX საუკუნეში აიგო. მონასტერი ცნობილია, რომ აქ გულწრფელი რწმენით მოსული მრევლი, რომელთაც ფსიქიური დაავადებები აქვთ ან კიდევ მაგია და ჯადო სტანჯავთ, იკურნებიან. ეს სწორედ სასწაულმომქმედი წმიდა ანასტასიას მადლით აღესრულება. აღსანიშნავია, რომ ამ მონასტერში გარკვეული პერიოდის განმავლობაში ორი ქართველი სასულიერო პირი მსახურობდა. მონასტერი…

Τα σημαντικότερα νέα