ცნობილია, რომ საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიის გამოჩენილი მაღალიერარქი, ნავპაქტოს მიტროპოლიტი იეროთეოსი (ვლახოსი) არის პირველი მართლმადიდებელი მღვდელმთავარი, რომელმაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა. ვაქცინაციიდან რამდენიმე დღის შემდეგ მიტროპოლიტი იეროთეოსი აცხადებს: „შემთხვევით არ ამირჩიეს. ამ საკითხებით ვარ დაკავებული, წიგნიც მაქვს დაწერილი და უცხოურ უნივერსიტეტებში მაქვს ჩატარებული ლექციები მოლეკულური ბიოლოგიისა და გენეტიკის შესახებ. პანდემიის პირველი ტალღის დაწყებისას, აპრილში, ეკლესიიდან ერთადერთ…
2021 წლის 1 იანვარს მისმა ღვთაებრივმა უნეტარესობამ ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის პაპმა და პატრიარქმა თეოდორე მეორემ სამადლობელი ღვთისმსახურება აღავლინა ახალი წლის დადგომასთან დაკავშირებით. სამადლობელ მსახურებაში მონაწილეობდნენ ალექსანდრიის საპატრიარქოს მღვდელმთავრები და სხვა სასულიერო პირები. სპეციალურად ბერძნული ენიდან თარგმნა “მსოფლიო საეკლესიო სიახლენმა”. — wenews.ge
2021 წლის 1 იანვარს მისი ღვთაებრივი ყოვლადუწმიდესობა მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი დაესწრო ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს წინადაცვეთის (შესწორებული კალენდრის თანახმად) დღესასწაულზე აღსრულებულ საღმრთო ლიტურგიას ღვთისმსახურებას ასევე დაესწრნენ მსოფლიო საპატრიარქოს მღვდელმთავრები: დერკის მიტროპოლიტი აპოსტოლოსი, ფილადელფიის მიტროპოლიტი მელიტონი, მირონ-ლუკიის მიტროპოლიტი ქრიზოსტომოსი, კალიუპოლის მიტროპოლიტი სტეფანე, კიდონიის მიტროპოლიტი ათინაგორა. ტაძარში ღვთისმსახურებაზე ასევე იმყოფებოდა უკრაინის გენერალური კონსული სტამბულში ალექსანდრე გამანი თავის…
“მე არ დავუშვებ მღვდელებმა შეითავსონ ექიმების მოვალეობა”, – განაცხადა საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარმა, ტრიკალის მიტროპოლიტმა ქრიზოსტომოსმა საახალწლო საღმრთო ლიტურგიის დასრულების შემდგომ სიტყვით გამოსვლისას და ამავე დროს სამიტროპოლიტოს მღვდლებს სთხოვა, რომ ფრთხილად იყვნენ ამიერიდან ყველა განცხადების დროს. “არ გამოხვიდეთ და არ უთხრათ ხალხს ვაქცინა გაიკეთეთ ან არ გაიკეთოთ, ეს თქვენი საქმე არ არის”, – მიმართა მღვდლებს…
კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი, კორფუს მიტროპოლიტი ნეოფიტე: “ყველა ღვთისმსახურება, რომელიც ახლა ტარდება, ეს იქნება საზეიმო, როგორც დღეს, თუ სადაგი მსახურება, ძალზედ მნიშვნელოვანია, თუნდაც ტაძარში მხოლოდ მღვდელი და მგალობელი იდგნენ. როგორც აღმოჩნდა, ავადმყოფობისა და ეპიდემიის დაწესებული გადაჭარბებული ზომების გამო, თქვენი ყველა მსახურება და ყველა დასწრება, ტაძრის შიგნით თუ მის გარეთ, სარწმუნოების აღმსარებლობაა. ჩვენ ვცხოვრობთ არა მხოლოდ…
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა მის ღვთაებრივ ყოვლადუწმიდესობას მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსს სამადლობელი წერილი გაუგზავნა. „თქვენო ყოვლადუწმიდესობავ, გმადლობთ კეთილი სიტყვებისა და საუკეთესო სურვილებისთვის. ვწუხვარ, რომ არ გვქონდა სატელეფონო კავშირი. ჩემთვის დიდი პატივია შეერთებული შტატების მომავალ პრეზიდენტად ჩემი არჩევა და მე ვხვდები, თუ რამდენი სამუშაო გველოდება. არჩეული ვიცე-პრეზიდენტი ჰარისი და მე ვიღებთ ამოცანებს დიდი გლობალური…
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია მეორე ყველას ულოცავს შობა-ახალ წელს. „სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა. ყველას მოგესალმებით, სრულიად საქართველოს, უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს და ყოველ ადამიანს. ახალი წლის წინაშე ვდგევართ. დღეს ჩვენ ვიხსენებთ დავით წინასწარმეტყველის სიტყვებს. „მაუწყე მე უფალო გზაი, რომელსაცა ვიდოდე. ითხოვდეთ და მოგეცეთ თქვენ, ეძიებდეთ და…
ახალი წლის დადგომასთან ერთად თურქეთის მთავრობა კვლავ აგრძელებს კონსტანტინეპოლის ისტორიული საკათედრო ტაძარ აია სოფიათი სპეკულაციებს. ტაძარში მუსლიმური ლოცვის შემდეგ თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ აია სოფიას მეჩეთად გადაკეთება იყო “2020 წლის გვირგვინი”. შეგახსენებთ, აია სოფია, როგორც მსოფლიო საპატრიარქოს საკათედრო ტაძარი აიგო 537 წელს, ხოლო ისლამი, როგორც რელიგია დაახლოებით ასი წლის შემდეგ, VII საუკუნის დასაწყისში ჩამოყალიბდა….
2021 წლის 1 იანვარს სოფიის წმიდა კვირიკეს სახელობის საკათედრო ტაძარში აღესრულა წმიდა ბასილის დიდის საღმრთო ლიტურგია. ღვთისმსახურება უწმიდესი სრულიად ბულგარეთის პატრიარქის ნეოფიტეს ლოცვა-კურთხევით აღავლინა პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, ბელოგრანდის ეპისკოპოსმა პოლიკარპემ. საღმრთო ლიტურგიის დასასრულს მეუფე პოლიკარპემ წაიკითხა სრულიად ბულგარეთის უწმიდესი პატრიარქის ნეოფიტეს საახალწლო გზავნილი მორწმუნე მრევლისადმი. — wenews.ge