საშობაო ეპისტოლე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამამულენო: „ღმერთნი სამე ხართ და შვილნი მაღლისანი” (ფს. 81.6) უფალმა ადამიანი შექმნა განღმრთობისათვის, ღვთაებრივ სიკეთეთა მიღებისა და ღვთის წინაშე…
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული ბოდბელი მთავარეპისკოპოსი მეუფე იაკობი, კლინიკას ხვალ დატოვებს. როგორც ლევან რატიანმა „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა, კორონავირუსი დაამარცხა ურბნელმა მიტროპოლიტმა მეუფე იობმაც, რომელიც თავს მხნედ გრძნობს. „ორივე მეუფე თავს მხნედ გრძნობს. მეუფე იობი გაეწერა. გუშინ მასთან ერთად ვიყავი წირვაზე, მხნედ ჩაატარა. ჩათვალეთ,…
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 9 იანვარს პირველმოწამე სტეფანე მთავარდიაკონის, ღირსი თეოდორე აღმსარებელის, წმიდა თეოდორეს, კონსტანტინოპოლელი მთავარეპისკოპოსის ხსენების დღეს აღნიშნავს. წმიდა მოციქული, პირველმოწამე და მთავარდიაკონი სტეფანე. წმიდა სტეფანე მოწამეობრივად აღსრულებული პირველი ქრისტიანი იყო. იგი ოცდაათი წლისა მიიცვალა. იესო ქრისტეს ზეცად ამაღლებისა და მოციქულებზე სულიწმიდის გარდამოსვლის შემდეგ უფლის სიტყვა სწრაფად ვრცელდებოდა და მორწმუნეთა რიცხვიც ყოველდღიურად იზრდებოდა, იერუსალიმში…
გუშინ, შესწორებული კალენდრის მიხედვით 6 იანვარს, საბერძნეთის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღების, ღმრთის განცხადების დღესასწაულს აღნიშნა. დღესასწაულთან დაკავშირებით ნავპაკტოს მიტროპოლიტმა იეროთეოსმა სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია და წყლის დიდი აიაზმის წესით კურთხევა აღასრულა. wenews.ge
შესწორებული კალენდრის მიხედვით 6 იანვარს, ალბანეთის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღების, ღმრთის განცხადების დღესასწაულს აღნიშნა. დღესასწაულთან დაკავშირებით ალვბანეთის ეკლესიის მეთაურმა, უნეტარესმა ანასტასიოსმა სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია და წყლის დიდი აიაზმის წესით კურთხევა აღასრულა. wenews.ge
ქრისტეს შობის დღესასწაულზე მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა საზეიმო საღმრთო ლიტურგია აღავლინა ქარელის ყოვლადწმიდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში, სადაც იმყოფებოდა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი, პროფესორი ლევან რატიანი, რომელიც მღვდელმთავარმა მიიღო და დალოცა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს რუის-ურბნისის ეპარქიის პრეს-ცენტრი, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: ,,დღეს, მაცხოვრის შობის დღესასწაულზე, რუის-ურბნისის ეპარქიაში, ქარელის ყოვლადწმიდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში დილის 10:00 საათზე,…
გილოცავთ შობას უფლისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი! დმანისის სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, იღუმენი დიონისე გვიმრაძე: მორწმუნე ადამიანს გააზრებული უნდა ჰქონდეს ამა თუ იმ ქრისტიანული დღესასწაულის არსი, უამისოდ ის გაუაზრებლად შეეგებება დღესასწაულს და ყოველგვარი სარგებელისა და სიხარულის გარეშე დარჩება. დღევანდელი საუბარი შობის დღესასწაულის მნიშვნელობის ყველა ასპექტს ვერ მოიცავს, რადგან მართლაც უსაზღვროდ ვრცელი და მრავლისმომცველი საკითხია. ამიტომ, მთავარი აქცენტი…
მოლოდინი ცოდვით დაცემამ დაამახინჯა და შეცვალა ადამიანის სულიერი ძალები და ბუნება. კაცობრიობამ, ამოწურა რა თავისი ძალები და შესაძლებლობები, გარკვეულ ტრაგიკულ ზღვართან მივიდა, მან დაინახა, რომ თავის გადარჩენა თვითონ არ შეეძლო. არა მხოლოდ პალესტინა, არამედ წარმართული სამყაროც კი ელოდა მესიას, მათ მხსნელს. ნათელი კაცობრიობის ისტორია, ეს არა მხოლოდ მიწიერი, არამედ კოსმიური ტრაგედიაცაა, ქრისტეს მოსლვა ამქვეყნად…
– რისთვის განკაცდა ღმერთი? ყველაზე დიდი განძი, დიდი ნიჭ რაც დაკარგა ადამიანმა ცოდვის დაცემით ეს არის ღმერთთან ურთიერთობის უნარი. ცოდვა ჩადგა ღმერთსა და ადამიანს შორის, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს ლოცვებში მივმართავთ -“შენგან შობილი დაიხსნა კედელი მტერობისა”. ის კედელი, რომელიც აღმართული იყო ღმერთსა და კაცობრიობას შორის. ცოდვამ ეს კედელი აღმართა და ამ კედლის დანგრევა არ შეეძლო ადამიანს თავისი…