ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
20.01.2021 | 13:07
ნათლისღების საუფლო დღესასწაული ვანისა და ბაღდათის ეპარქიაში [ფოტო]

  2021 წლის 19 იანვარს, იულიუსის კალენდრის ძველი სტილით, ღმრთის განცხადების – უფლის ნათლისღების დღესასწაული იზეიმეს ვანისა და ბაღდათის ეპარქიაში. საღმრთო ლიტურგიის განსრულების შემდგომ, ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა ანტონმა, სამღვდელო დასთან ერთად, საზეიმო ლიტანიობით, აიაზმის სხურებით აკურთხა ვანის ქუჩები. მიტროპოლიტმა ანტონმა ასევე აკურთხა მდინარე სულორი, რომელშიც ტრადიციული განბანვა შესრულდა. wenews.ge

20.01.2021 | 13:00
პუტინმა განბანვის ტრადიციაში მონაწილეობა მიიღო

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მრავალწლოვანი ტრადიცია არც წელს დაარღვია და მოსკოვის მახლობლად ერთ-ერთ მონასტერში მოწყობილ ხელოვნურ ემბაზში ჩავიდა და განიბანა. wenews.ge

19.01.2021 | 18:21
კორონავირუსმა მოგვიკლა პატრიარქი” – სერბეთის საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე

სათაური: “კორონავირუსმა მოგვიკლა პატრიარქი” – სერბეთის საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე “სერბეთის ეკლესიამ სათანადოდ ვერ შეაფასა კორონავირუსის საშიშროება და შეცდომა დაუშვა ამ მხრივ”, – განაცხადა სრულიად სერბეთის საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, დაბრო-ბოსნიის მიტროპოლიტმა ქრიზოსტომოსმა. სერბეთის პატრიარქი ირინეოსი უფალში განისვენებს ვირუსის გამო, აგრეთვე მონტენეგროს ნეტარხსენებული მიტროპოლიტი ამფილოქე ამ ვირუსმა იმსხვერპლა, ასევე სერბეთის ეკლესიის კიდევ ერთი მღვდელმთავარი, ეპისკოპოსი მილუტინი გარდაიცვალა…

19.01.2021 | 18:19
კიევის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში ნათლისღების დღესასწაული აღნიშნეს [ფოტო]

დღეს, 2021 წლის 19 იანვარს, იულიუსის კალენდრის ძველი სტილით, ღმრთის განცხადების – უფლის ნათლისღების დიდი და წმიდა დღესასწაული აღნიშნეს რუსეთის ეკლესიის კიევის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში (კიევ-პეჩორის ლავრა). ღვთისმსახურებას წარუძღვა აკადემიისა და სემინარიის ერთ-ერთი ლექტორი, არქიმანდრიტი დოსითეოსი, რომელთან ერთადაც თანამსახურობდნენ ხსენებული უმაღლესი სასულიერო სასწავლებლის პედაგოგები და სტუდენტები. wenews.ge

19.01.2021 | 18:13
ნათლისღების საუფლო დღესასწაული ქუთაის-გაენათის ეპარქიაში [ფოტო]

  2021 წლის 19 იანვარს, იულიუსის კალენდრის ძველი სტილით ღმრთის განცხადების – უფლის ნათლისღების დღესასწაულზე, გაერთიანებული საქართველოს სიმბოლოში – ქუთაისის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის მიძინების სახელობის სიონის (ბაგრატის) საკათედრო ტაძარში საზეიმო საღმრთო ლიტურგია და დიდი აიაზმის კურთხევა აღასრულა ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ. მიტროპოლიტმა იოანემ დღესვე ქუთაისში აკურთხა მდინარე რიონი. აღსანიშნავია, რომ საბჭოთა ეპოქის შემდგომ, ნათლისღების საუფლო დღესასწაულზე, ქ….

19.01.2021 | 18:11
გარდაიცვალა სტავროვუნის მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ათანასე

ოთხმოცდათხუთმეტი წლის ასაკში ღმრთივგანისვენა კვიპროსის ავტოკეფალური სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ-ერთმა უხუცესმა სასულიერო პირმა, სტავროვუნის წმიდა მონასტრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა ათანასემ. უფალმა შეიწყალოს და სასუფეველში დაამკვიდროს მისი უკვდავი სული. wenews.ge

19.01.2021 | 18:09
მსოფლიო საპატრიარქოში ნათლისღება ძველი სტილითაც აღნიშნეს [ვიდეო]

დღეს, 19 იანვარს, იულიუსის კალენდრის ძველი სტილით ნათლისღების საუფლო დღესასწაული აღნიშნეს მსოფლიო საპატრიარქოში (ვიდეო იხილეთ აქ). მოგეხსენებათ მსოფლიო საპატრიარქო იულიუსის კალენდრის შესწორებული (ე.წ. ახალი) სტილით 6 იანვარს აღნიშნავს ნათლისღების საუფლო დღესასწაულს, მაგრამ რადგან მსოფლიო საყდარს გააჩნია სამრევლოები, რომლის წევრები ძირითადად უცხოეთში მცხოვრები ქართველების, რუსებისა და უკრაინელების გარკვეული ნაწილი არის, მისმა ყოვლადუწმინდესობამ, მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოსმა ძველი…

19.01.2021 | 18:07
მსოფლიო საპატრიარქოში წმიდა გრიგოლ ღმრთისმეტყველის ხსენება აღნიშნეს

დღეს, 18 იანვარს შესწორებული კალენდრის თანახმად კონსტანტინეპოლის მთავარეპისკოპოს წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველის ხსენებასთან დაკავშირებით სტამბულის წმინდა გიროგის საპატრიარქო ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღესრულა. მსახურებას დაესწრო მისი ყოვლადუწმინდესობა მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსის და სასულიერო დადის წევრნი. მომდევნო ორშაბათს, 25 იანვარს ამავე ტაძარში აღესრულება ესპანეთისა და პორტუგალიის ახლადგამორჩეული მიტროპოლიტ ბესარიონის ხელდასხმა. wenews.ge

19.01.2021 | 18:02
დათოვლილი ათონის მთა – იხილეთ ფოტოები

  wenews.ge

Τα σημαντικότερα νέα