წმინდა ექვთიმე 1325 წელს დაიბადა ტირნოვოში, დიდებულთა ოჯახში. 1350 წელს მონაზვნად აღიკვეცა კელიფერევოს მონსტერში, რომელიც ახალი დაარსებული ჰქონდა ღირს თეოდოსის, რომელმაც ბულგარეთში ისიხასტთა სწავლება შემოიტანა. აქ წმინდა ექვთიმე დამოძღვრეს ღირსი გრიგოლ სინელის სულიერი ცხოვრების პრინციპების მიხედვით. ამ მონასტერში დაუმეგობრდა ის წმინდა კვიპრიანეს, ქალაქ კიევის მომავალ მიტროპოლიტს. ექვთიმე იმდენად გამოირჩეოდა სათნოებებით, რომ მას მონასტრის სალარო ჩააბარეს….
ეგვიპტეში მოსანგრე ანტონი დიდის მსგავსად, წმინდა ექვთიმეს მოღვაწეობა იმდენად ნაყოფიერი იყო, რომ მოგვიანებით შთამაგონებელი და ფუძემდებელი გახდა ფართო მონაზვნური მოძრაობისა, რომელიც მიმოიფინა პალესტინის ყველა უდაბნოში. ღირსი ექვთიმე მდინარე ევფრატის პირას ქალაქ მელიტინაში დაიბადა 378 წელს, ღვთისმოშიშ ქრისტიანების პავლესა და დიონისიას ოჯახში. დიდი ხნის მანძილზე მათ შვილი არ უჩნდებოდათ და მხურვალედ ევედრებოდნენ უფალს, მოწყალება მოეღო მათზე….
თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია გულითადად ულოცავს ბატონ ენრიკოს დაბადების 90-ე წლისთავს და ჯანმრთელობასა და მხნეობას უსურვებს შემოქმედებით გზაზე! ძველი ქართული ფილოლოგიის ცნობილ მკვლევარს, ლიტერატურის ისტორიკოსს, არქეოგრაფს – ენრიკო გაბიძაშვილს – დაბადებიდან 90 წელი შეუსრულდა. ბატონი ენრიკო მის მიერ განვლილი არცთუ ხანმოკლე ცხოვრების მანძილზე ისეთივე რუდუნებით ემსახურებოდა ქართულ ფილოლოგიურ სკოლას, როგორც ამას დიდი ათონელი…
ერთი კი წინასწარ განზრახულად იძახის, რომ ეს მიწა სხვისია, ვის ანდობ ასეთ საქმეებს?! -გარეჯასთან სამივე ხელისუფლება უსუსური იყო,- ამის შესახებ მეუფე იაკობმა ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვაზე საუბრისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, თუ ხელისუფლება ვერ ახერხებს დავით-გარეჯის საკითხის მოგვარებას, ამას ეკლესია მოაგვრებს. „როცა ადამიანს ციხიდან უშვებენ სასიხარულო მოვლენაა, თვითონ მას უხარია, ოჯახის წევრებს, ბევრ მის…
თუ ჩვენ გვექნება იმედი მხოლოდ ღვთის სიყვარულისა და წყალობისა, თუ გავთავისუფლდებით ჩვენი მოჩვენებითი სიმართლისა და სიკეთისგან, მაშინ მიგვიღებს უფალი , – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) საკვირაო ქადაგებისას განაცხადა. როგორც მიტროპოლიტმა აღნიშნა, ადამიანისთვის, რომელსაც აქვს წარმოდგენა, რომ ის არის მართალი, ყველაფერს იცავს, ეკუთვნის რაღაც, უფლებები აქვს ღვთის წინაშე, უფალი ამბობს,…
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 31 იანვარს აღნიშნავს მიცვალებას ქართველთა კეთილმორწმუნე მეფისა თამარისა და ასევე იხსენიებს ღირს ეფრემ მცირეს, ღირს ალექსი მღვდელმონოზონს, ათანასე და კირილეს ალექსანდრიელ მთავარეპისკოპოსებს და ღირს მარკიანე კერკირელის. თამარ მეფე საქართველოს ისტორიაში ერთადერთი მეფე ქალი მე-12 საუკუნის ბოლოს და მე -13 საუკუნის დასაწყისში მეფობდა. მის დროს საქართველო კავკასიის უძლიერეს სახელმწიფოდ იქცა. თამარი ატარებდა…
ეკლესიების განადგურება, მღვდელმსახურთა წინააღმდეგ სისხლის სამართლის დევნა, ხელისუფლებასთან შეუთანხმებელი შეკრებები და ქრისტიანობის ხისტი “ჩინეთიზაცია” – ასეთია ჩინეთის ხელისუფლების სამოქმედო ელემენტები ეკლესიასთან მიმართებაში, მიიჩნევს “Open Doors” -ი. ორგანიზაციის ქრისტიანული ქველმოქმედების სტრატეგიული მკვლევარის, დოქტორ რონ ბოიდ-მაკმილანის განცხადებით, ჩინეთის კომუნისტურ პარტიას, პრეზიდენტ სი ძინპინის მეთაურობით, უფრო და უფრო აღელვებს ქვეყანაში ქრისტიანთა რაოდენობის მატება. სწორედ ეს გახლავთ ეკლესიებთან მიმართებით…
ოთხშაბათს გაკეთებულ განცხადებაში, რუმინეთის საპატრიარქომ მხარი დაუჭირა ყველა უმაღლეს სასწავლებელში, ტექნოლოგიური თუ თეორიული პროფილის მიუხედავად, კვირაში ერთი საათი დაეთმოს რელიგიურ განათლებას. პლოიეშტის ეპისკოპოსმა ვარლაამა გააჟღერა გზავნილი პარლამენტის სასახლეში გამართულ დებატებისას, რომელიც განათლების, მეცნიერების, ახალგაზრდობისა და სპორტის კომიტეტის მიერ იყო ორგანიზებული. „ჩვენ მივიჩნევთ, რომ ჩვენი მოთხოვნა ერთი საათი დაეთმოს კვირაში რელიგიურ განათლებას მხარი უნდა დაეჭიროს სამივე…
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე უარყოფს სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქი ილია მეორე კოვიდ-19 ვირუსით დაინფიცირდა. ამის შესახებ სასულიერო პირი “ფეისბუკის” პირად გვერდზე წერს: “ბევრი ზარებია ჟურნალისტების მხრიდან. გაცნობებთ, რომ ინფორმაცია პატრიარქის ჯანმრთელობის გაუარესებასთან დაკავშირებით, არ შეესაბამება სინამდვილეს. არც კორონით დაავადებულა” – წერს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე. …