ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
11.02.2021 | 11:00
დღეს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება

11 თებერვალს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება. როგორც „ინტერპრესნიუს“ საპატრიარქოში განუცხადეს, სინოდის სხდომა 12:00 საათზე დაიწყება. საპატრიარქო არ აკონკრეტებს, რა საკითხები განიხილება სინოდის სხდომაზე. „ მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის მოწვევით გაიმართება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა“, – ნათქვამია საპატრიარქოს ინფორმაციაში.      …

10.02.2021 | 20:14
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ფანტაზიას უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ 11 თებერვალს დანიშნულ სინოდის სხდომაზე პატრიარქის გადაყენებაზე იმსჯელებენ

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ფანტაზიას უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ 11 თებერვალს დანიშნულ სინოდის სხდომაზე პატრიარქის ილია მეორის გადაყენებაზე იმსჯელებენ. ანდრია ჯაღმაიძე რელიგიის ექსპერტთა ასოციაციის განცხადებას „ფეისბუქში“ ეხმაურება. „ჟურნალიტებთან მექნება დიდი თხოვნა, შეკითხვებით ნუ მომმართავთ, იმ ფანტაზიებთან დაკავშირებით, რაც აქ დაუწერიათ”,-წერს ჯაღმაიძე. ცნობისთვის, 11 თებერვალს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება. საპატრიარქო არ…

10.02.2021 | 20:10
აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი – ის, რაც ხდება გელათში, ყველას დანაშაულია, დანაშაული ვრცელდება ერზე, ბერზე, მთავრობის წარმომადგენლებზე

ის, რაც ხდება გელათში, ყველას დანაშაულია, დანაშაული ვრცელდება ერზე, ბერზე, მთავრობის წარმომადგენლებზე, – ამის შესახებ აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა, მეუფე დავითმა გელათში, დავითობის დღესასწაულზე განაცხადა. აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი გელათში წირვა-ლოცვას დაესწრო, რომელიც ქუთაის-გაენათის ეპარქიის მეუფემ, იოანე გამრეკელმა აღავლინა. მათ გელათში არსებულ პრობლემებზე ქადაგების დროსაც ისაუბრეს, მოგვიანებით კი მეუფე დავითმა ჟურნალისტებთან განმარტა, რომ გელათის მონასტერში არსებულ მდგომარეობას…

10.02.2021 | 20:03
მედია – სერბეთის პატრიარქს 18 თებერვალს აირჩევენ

სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის არჩევნები 18 თებერვალს გაიმართება. ადგილობრივი მედია სერბეთის წმინდა სინოდში წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ თარიღთან დაკავშირებით გადაწყვეტილება სინოდის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს. სერბეთის პატრიარქი ირინეოსი გასული წლის 20 ნოემბერს კორონავირუსის შედეგად გარდაიცვალა. აღსანიშნავია, რომ ამავე ვირუსით საავადმყოფოში მკურნალობდა პატრიარქის ტახტის მოსაყდრე მიტროპოლიტი ქრიზოსტომოსი, რომელიც საავადმყოფოდან 10 დეკემბერს გაწერეს. ახალი პატრიარქის არჩევა წმინდა საბას…

10.02.2021 | 19:59
საპატრიარქოში სასულიერო პირები შეიკრიბნენ

საპატრიარქოში სასულიერო პირები შეიკრიბნენ. მათ არ დაუკონკრეტებიათ, რა საკითხებზე იქნება მსჯელობა ხვალინდელ სხდომაზე. როგორც მეუფე მიქაელმა განაცხადა, არცერთი კითხვა არ იქნება პასუხგაუცემელი. „რა მოცემულობაც იქნება, იმაზე ვიმსჯელებთ, არცერთი შეკითხვა არ დარჩება პასუხგაუცემელი, ყველაფერს დაწვრილებით მოგახსენებთ. დღეს, ვარაუდით საუბარი არ შემიძლია, არც იქნება სწორი და სწორ ინფორმაციას ვერ მოგაწოდებთ“, – განაცხადა მეუფე მიქაელმა. წმინდა სინოდის სხდომა…

10.02.2021 | 19:46
საეკლესიო კალენდარი: 10 თებერვალი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 10 თებერვალს ღირსი ეფრემ ასურის, ღირსი პალადი მეუდაბნოის და ღირსის ისააკ ასურის, ნინევიის ეპისკოპოსის ხსენების დღეს აღნიშნავს.   ღირსი ეფრემ ასური ღირსი ეფრემ ასური, სინანულის მოძღვარი, IV საუკუნის დასაწყისში დაიბადა ქალაქ ნიზიბიაში. მშობლები ღარიბი მოწათმოქმედები – კეთილმსახურებით ზრდიდნენ შვილს, მაგრამ ეფრემი ფიცხი ბუნების გამო ხშირად ჩხუბობდა, დაუფიქრებლად იქცეოდა და ღვთის განგებულებაშიც კი…

09.02.2021 | 18:06
გელათში დავითობას აღნიშნავენ

გელათში დავითობის დღესასწაულს აღნიშნავენ. ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში საზეიმო ღვთისმსახურება მიმდინარეობს. წირვის დასრულების შემდეგ, მრევლი დავით აღმაშენებლის საფლავს პატივს მიაგებს. გელათში მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრები იმყოფებიან.    1tv.ge

09.02.2021 | 18:02
სარეაბილიტაციო სამუშაოები გელათში

გელათში ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის დროებით გადახურვაზე ყველა პრობლემა აღმოფხვრილია – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს აღმასრულებელმა დირექტორმა, ნიკოლოზ ანთიძემ განუცხადა. ანთიძის თქმით, ახლა სააგენტოს ამოცანა გადახურვაზე არსებული ხარვეზების გამოკვლევა და ღონისძიებების დაგეგმვაა. მისივე ინფორმაციით, სახურავზე არსებული პრობლემების კვლევაში საერთაშორისო ექსპერტები ჩაერთვებიან. საქართველოში იუნესკო-ს სპეციალისტებს ადრეულ გაზაფხულზე ელოდებიან.    1tv.ge

09.02.2021 | 17:58
ნიკოლოზ ანთიძე აცხადებს, რომ გელათის ღვთისმშობლის სახელობის ტაძართან დაკავშირებით საქართველოში იუნესკო-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის სპეციალისტები ჩამოვლენ

გაზაფხულზე ველოდებით იუნესკო-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის სპეციალისტებს, რომლებიც მოგვცემენ კონკრეტულ მიმართულებას, რა კუთხის კვლევები უნდა ჩატარდეს გელათის ღვთისმშობლის სახელობის ტაძართან დაკავშირებით, – ამის შესახებ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ განაცხადა. მისი თქმით, სააგენტოს ყოველდღიურ რეჟიმში აქვს კომუნიკაცია იუნესკო-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრთან. „როგორც იცით, შევცვალეთ კომპანია, რომელიც უკვე ვეღარ ართმევდა თავს დაკისრებულ…

Τα σημαντικότερα νέα