წმიდა მღვდელმოწამე, არქიმანდრიტ გრიგოლის (ფერაძე) 2021 წლის ხსენების დღესასწაულს პოლონეთში ორი ღონისძიება მიეძღვნა. პირველი ღონისძიება იყო გამოფენის გახსნა ხატთა მუზეუმში, ხოლო მეორე – კავკასიის მე-18 კონფერენციის გახსნა “გრიგოლ ფერაძე (2021 წლის 6-8 დეკემბერი)”, რომელიც გაიხსნა 2021 წლის 6 დეკემბერს საღამოს ვარშავის უნივერსიტეტში. კონფერენციის გახსნის ცერემონიაზე დაბადებიდან 75 წლის იუბილე მიულოცეს ვარშავის წმიდა გრიგოლ არქიმანდრიტის სახელობის…
2021 წლის 10 დეკემბერს, კურსკი-კორენის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის დღესასწაულზე, მოსკოვის საპატრიარქოს რუსეთის საზღვარგარეთული ეკლესიის ნიუ-იორკის საკათედრო ტაძარში, საღმრთო ლიტურგიისას აღესრულა არქიმანდრიტ იობის (ბანდმანნი) ქიროტონია ეპისკოპოსად. მეუფე იობი დადგინდა შტუტგარტის ეპისკოპოსად, ბერლინისა და გერმანიის ეპარქიის ქორეპისკოპოსად. საეპისკოპოსო ქიროტონია შეასრულეს: რუსეთის საზღვარგარეთის ეკლესიის პირველიერარქმა, ჩრდილოეთ ამერიკისა და ნიუ-იორკის მიტროპოლიტმა ილარიონმა; ბერლინისა და გერმანიის მიტროპოლიტმა მარკოზმა; ლონდონისა…
2021 წლის 6 დეკემბერს (ახ.სტ.) პოლონეთის ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიაში აღნიშნეს წმიდა მღვდელმოწამის, არქიმანდრიტ გრიგოლის (ფერაძე) ხსენება. ვარშავის წმიდა გრიგოლ არქიმანდრიტის სახელობის ტაძარში საზეიმო ღმრთისმსახურება (წირვა-ლოცვა) ღამისთევით აღავლინა პოლონეთის ეკლესიის მღვდელმთავარმა, ბიელსკის მთავარეპისკოპოსმა გრიგოლმა, რომელსაც მსახურებდნენ ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი ჰენრიკ პაპროცკი და სხვა სასულიერო პირები. wenews.ge
საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი, თეოლოგიის დოქტორი, სიდიროკასტრუს მიტროპოლიტი მაკარი ანტივაქსერთა აქციებს გამოეხმაურა. მიტროპოლიტი ფიქრობს, რომ ადამიანი,რომელიც ღვთისგან ბოძებულ და მონიჭებულ სამედიცინო საშუალებას (წამალს) არ იყენებს, პასუხისმგებელია სამყაროს წინაშე. მიტროპოლიტმა მაკარმა განაცხადა: “მთელი წელი ვლოცულობდით, რომ მეცნიერებს კოვიდასწინააღმდეგო წამალი გამოეგონათ. ასეც მოხდა! უფალმა შთააგონა ჩვენ მეცნიერებს წამალი, რომლის გაკეთების შემთხვევაში ნაკლებია შანსი კორონას ემსხვერპლო და ამ…
უნეტარესი სრულიად რუმინეთის პატრიარქის დანიელის ლოცვა-კურთხევით რუმინეთის საპატრიარქოს ყველა ეპარქია საშობაოდ მოამზადებს საკვებსა და ტანსაცმელს უპოვართათვის გადასაცემად. გთავაზობთ ფოტომასალას, თუ როგორ ემზადება რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სამღვდელოება და მრევლი ქრისტეს შობის დღესასწაულისთვის უპოვართა გასახარებლად. wenews.ge
2021 წლის 8 დეკემბერს, საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ხალკიდოს ეპარქიის მღვდელმსახური, არქიმანდრიტი ნიკოლოზი (ვერნეზუ) 46 წლის ასაკში კორონავირუსული ინფექციის გართულებით ერთ-ერთ კლინიკაში გარდაიცვალა. უფალმა შეიწყალოს და ცათა სასუფეველში დაამკვიდროს მისი უკვდავი სული. გთხოვთ, თქვენს წმიდა ლოცვებში მოიხსენეთ ახალშესვენებული არქიმანდრიტი ნიკოლოზი. wenews.ge
ბატონ თამაზ ტყემალაძის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს ბატონი თამაზის გარდაცვალებამ დიდი გულისტკივილი გამოიწვია ჩვენს საზოგადოებაში. მას ყველა იცნობდა და პატივს სცემდა, პირველ რიგში, როგორც პატრიოტ პიროვნებას, რომელიც თავის თავში ქართველი კაცის საუკეთესო თვისებებს აერთიანებდა. იგი მუდამ ცდილობდა თავისი მრავალრიცხოვანი მსმენელი ეროვნული სულისკვეთების თანაზიარი გაეხადა, და მიუხედავად ჩვენი მძიმე დროისა, ამას აღწევდა კიდეც. აღვავლენთ ლოცვებს ბატონი…
ა.წ. 9 დეკემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად საქართველოში აშშ-ს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ქ-ნი კელი დეგნანი და მისი თანმხლები პირები მიიღო. ქალბატონმა ელჩმა მის უწმინდესობას აღსაყდრებიდან 44-ე წლის იუბილე მიულოცა და ხაზი გაუსვა კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის როლს ქართველი ერის ცხოვრებაში, ერისა, რომელიც ისტორიულად მრავალრელიგიური და მრავალეთნიკური ქვეყანაა. ბედნიერია ერი, როდესაც ეკლესიას ჰყავს…
2021 წლის 7 დეკემბერს, გამთენიისას, კორონავირუსული ინფექციის გართულების შედეგად, 68 წლის ასაკში ღვთივმიიცვალა ფოთისა და ხობის ეპარქიის ქიროტონიითა და ასაკით უპირატესი მღვდელმსახური, ქ. ფოთის ივერიის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი თეიმურაზ გოგიაშვილი. ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ ფოთისა და ხობის ეპარქიის ოფიციალურმა ფეისბუქგვერდმა გაავრცელა. დეკანოზი თეიმურაზი საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ქიროტონიით ერთ-ერთი უხუცესი სასულიერო პირი…