ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
20.12.2021 | 17:52
ამერიკაში ერთ-ერთ მართლმადიდებლურ სამრევლოს “წმიდა ნიკოლოზი” ეწვია [ფოტო]

ამერიკაში მსოფლიო საპატრიარქოს მღვდელმთავრის, მთავარეპისკოპოს დანიელის ლოცვა-კურთხევით ერთ-ერთ მართლმადიდებლურ სამრევლო ტაძარს “წმიდა ნიკოლოზი” ეწვია. სამღვდელმთავრო სამოსში გამოწყობილმა იპოდიაკონმა ბავშვებს ნიკოლოზობა გაუბედნიერა და ტკბილეული დაურიგა. wenews.ge  

20.12.2021 | 17:48
ბუქარესტის ტაძრებისთვის 1500 ახალი წმიდა ოდიკი აკურთხეს [ფოტო]

უნეტარესმა სრულიად რუმინეთის პატრიარქმა დანიელმა, რომელიც ასევე არის ბუქარესტის მთავარეპისკოპოსი, თავისი ეპარქიის ტაძრებს ახალი ოდიკები გადასცა. ოდიკი არის ლიტურგიკული მოხმარების საგანი, რომელზეც აღესრულება საღმრთო ლიტურგია. მასში ჩაბრძანებულია ქრისტიანი მოწამის წმიდა ნაწილი. ოდიკი დაბრძანებულია საკურთხეველში წმიდა ტრაპეზზე და მასზე დატანილია მაკურთხეველი მღვდელმთავრის ხელმოწერა.     wenews.ge

20.12.2021 | 17:45
რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესია ტრეფიკინგის წინააღმდეგ

გაიმართა რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის სხდომა, რომელსაც თავმჯდომარეობდა უნეტარესი სრულიად რუმინეთის პატრიარქი დანიელი. რუმინეთის ეკლესიის წმიდა სინოდმა რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე იმსჯელა: 2023 წელი რუმინეთის საპატრიარქოში გამოცხადდა მოხუცთა, ჰიმნოგრაფთა და საეკლესიო მგალობელთა (ფსალტების) წლად; დამტკიცდა წმიდა სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველის (ხს. 12 მარტი) ღვთისმსახურების ლიტურგიკული ტექსტები და სავედრებელი კანონი; დამტკიცდა წმინდა მოწამისა და ფილოსოფოსის იუსტინეს (ხს….

17.12.2021 | 16:48
ნახეთ რას ამბობს ვატოპედის გერონდა ეფრემი კორონავისურსზე

ათონის წმინდა მთის ვატოპედის მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ეფრემი ბერძნულ ტელევიზიაში კორონავისრუსზე და მისი ჯანმრთელობის საკითხზე ისაუბრა. ΣΚΑΙ-ს ჟურნალისტები თან საუბრისას გერონდა ეფრემი აცხადებს, რომ კორონავირუსის პანდემია ეს სამედიცინო საკითხია, ამიტომაც მრევლს მოუწოდებს ამ საკითხში ექიმების მოუსმინონ. შეგახსენებთ გერონდა ეფრემი გასულ თვეებში კორონავირუსით დაინფიცირდა და თვე-ნახევარი რეანიმაციაში მართვით სუნთქვაზს იყო. ერთ მომენტში მისი ჯანმრთელობა იმდენად დამძიმდა,…

17.12.2021 | 16:46
კრეტის ეკლესია ახალი მეთაურის გამორჩევისთვის მზადებას იწყებს

კრეტის ეკლესია ახალი მეთაურის გამორჩევისთვის მზადებას იწყებს. კრეტის ეპარქიული კრება, რომელიც 8 მიტროპოლიტისგან შედგება, 2021 წლის 28 დეკემბერს 3 კანდიდატს დაასახელებს. 2022 წლის 11 იანვარს კი მსოფლიო საპატრიარქოს წმინდა სინოდი კრეტის ეკლესიის ეპარქიული კრების მიერ შეთავაზებული 3 კანდიდატიდან ერთს ახალ მეთაურად გამოირჩევს. კრეტის ეკლესიის მღვდელმთავრები არიან: 1. ლამბის, სივრიტისა და სფაკიის მიტროპოლიტი ირინეოსი (მოსაყდრე) 2….

16.12.2021 | 18:22
გარდაიცვალა ელევთერუპოლისის მიტროპოლიტი ქრისტოდულოსი

78 წლის ასაკში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, ღვთივმიიცვალა იერუსალიმის საპატრიარქოს მღვდელმთავარი, ელევთერუპოლისის მიტროპოლიტი ქრისტოდულოსი. მეუფე ქრისტოდულოსი 1988 წელს იქნა ხელდასხმული მღვდელმთავრად. მრავალმოწყალე უფალმა შეიწყალოს და აცხოვნოს მისი უკვდავი სული. გთხოვთ, თქვენს წმიდა ლოცვებში მოიხსენეთ ახალშესვენებული მიტროპოლიტი ქრისტოდულოსი. wenews.ge

16.12.2021 | 18:19
ღირსე ისე წილკნელი ეპისკოპოსის ხსენების დღე აღინიშნა წილკანში [ფოტო]

2021 წლის 15 დეკემბერს (ახ.სტ.) მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს ხსენებას წმიდისა ღირსესი ისესი, წილკნელი ეპისკოპოსისა, რომელიც არის ცამეტ ასურელ მამათაგან ერთ-ერთი და მოღვაწეობდა მე-6 საუკუნეში. დღესასწაულთან დაკავშირებით წილკნის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში, სადაც წმიდა ისე განისვენებს, საზეიმო საღმრთო ლიტურგია აღავლინეს წილკნისა და დუშეთის მიტროპოლიტმა ზოსიმემ და წალკელმა ეპისკოპოსმა გრიგოლმა. წილკანში ასევე ჩავიდა ცხინვალისა და…

15.12.2021 | 16:57
გარდაიცვალა გორტინისა და მეგალოპოლის მიტროპოლიტი იერემია

2021 წლის 15 დეკემბერს, გულზე არსებული პრობლემების დიაგნოზით, ღვთივმიიცვალა საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი, გორტინისა და მეგალოპოლის მიტროპოლიტი იერემია. მღვდელმთავარი 2003 წლიდან გახლდათ ათენის სახელმწიფო უნივერსიტეტის თეოლოგიური ფაკულტეტის პროფესორი ძველი აღთქმის მიმართულებით. მრავალმოწყალე უფალმა შეიწყალოს და აცხოვნოს მისი უკვდავი სული. გთხოვთ, თქვენს წმიდა ლოცვებში მოიხსენეთ ახალშესვენებული მიტროპოლიტი იერემია. wenews.ge

15.12.2021 | 16:55
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საქართველოს პრეზიდენტს შეხვდა

ა.წ. 15 დეკემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა საქართველოს პრეზიდენტი, ქ-ნი სალომე ზურაბიშვილი მიიღო. პრეზიდენტმა პატრიარქს წარუდგინა თავისი ხედვა, რაც დაკავშირებულია ჩვენს საზოგადოებაში შერიგების პროცესთან. მისი უწმინდესობაც და, ბუნებრივია, ეკლესიაც, ამჟამადაც, როგორც ყოველთვის, დაუჭერს მხარს ნებისმიერ ინიციატივას და ქმედებას მიმართულს ერთსულოვნებისკენ, რომელიც დაფუძნებული იქნება ქრისტიანულ და სამართლიან საფუძვლებზე. patriarchate.ge

Τα σημαντικότερα νέα