სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მწერალ გურამ დოჩანაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. „გურამ დოჩანაშვილი, – სიმბოლო სულიერი სიდიადის, უბრალოების, სათნოების, თავმდაბლობის, ბავშვური გულუბრყვილობის, სიყვარულის, ეროვნულობის, ღვთისმოსაობის, – ამიერიდან ზესთასოფელში გადასახლდა. ბედნიერებაა, რომ ასეთი პიროვნება არის უდიდესი მწერალი და ამ სიკეთეთ სხვათაც უნაწილებს, – მკითხველს თავისი აზროვნების გულითად თანაზიარად ხდის და, ამასთან, ცხოვრების ჭეშმარიტი გზისა და სიცოცხლის არსის…
5 აპრილს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ხსენებას: ღირსისა მოწამისა ნიკონ ეპისკოპოსისა და 199-თა მოწაფეთა მისთა; მოწამეთა: ფილიტისა და მეუღლისა მისისა ლიდიასი და ძეთა მათთა: მაკედონისა და თეოპრეპესი, კრონიდესი და ამფილოქესი; მართლისა ბასილი მანგაზელისა. Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში. წმიდა მღვდელმოწამე ნიკონ ეპისკოპოსი და მისი 199 მოწაფე მღვდელმოწამე…
სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ გუშინ, 2021 წლის 4 აპრილს, საკვირაო ქადაგებისას, კომენდანტის საათისა და შეზღუდვების გაუქმების შესახებ ისაუბრა, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, ილია მეორე 4 აპრილის საკვირაო მსახურებაზე საერთოდ არ იმყოფებოდა. „შეგახსენებთ, რომ კოვიდპანდემიის გამო, სახელმწიფოს მიერ…
გამოკითხულთა უმრავლესობას, 89%-ს, კათოლიკოს-პატრიარქი მოსწონს. მეორე ადგილზეა ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, რომელიც გამოკითხულთა 65%-ს მოსწონს, მესამეზე – კახა კალაძე 54%-ით. ამასთან, გამოკითხულთა 52%-მა დავით ბაქრაძე დაასახელა, 42%-მა – ნიკა მელია, 40%-მა – ბიძინა ივანიშვილი, 39%-მა – „სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე, 36%-მა – დავით უსუფაშვილი, 33-33%-მა – არჩილ თალაკვაძე და ირაკლი კობახიძე, 31%-მა – სალომე…
წმინდა ჯვარს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქრისტიანულ რწმენასა და ეკლესიის მართლმადიდებლურ მსახურებაში. იგი წარმოადგენს სიყვარულსა და მსხვერპლის სიმბოლოს და აღდგომის მოლოდინს. მან ყველაზე მეტად, ვიდრე სხვა რამემ, იქონია გავლენა ქრისტიანულ ხელოვნებასა, არქიტექტურასა, მხატვრობისა, პოეზიასა და მუსიკაზე. ადრეული წლებიდან უდიდესი ეკლესიები შენდებოდა ჯვრის ფორმით, თითოეული მადგანი ზევითკენ აღიმართებოდა. კანკელი და სხვა ნივთები, გამოყენებული საყოველთაო ღვთისმსახურების დროს, დამშვენებულია…
მე ნამდვილად არ შევეხებოდი ახლა ამ თემას, ეს რომ იყოს უშუალოდ ვიწრო, ეპარქიის პრობლემა, რადგან ჩემი გამოხმაურებით არ ჩავერეოდი სხვა ეპარქიის შიდა საქმეებში, იმ იმედით, რომ ადგილობრივი პრობლემაა და ადგილზე მოგვარდება ეს, მაგრამ ჩვენ, ყველა ვხვდებით, რომ ეს პრობლემა და მისი ფესვები ბევრად უფრო ფართომასშტაბიანია, ასე გამოეხმაურა ფოთისა ხობის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი ჭყონდიდის ეპარქიაში განვითარებულ…
სიწმინდე დღესაც შეურაცხყოფილია, დღესაც გრძელდება ჯვარცმა, დღესაც გრძელდება ბრძოლა სიწმინდესთან, ბრძოლა სულიერებასთან და, როგორც წესი, ეს ყოველთვის შეფუთულია სიკეთის, ადამიანებზე ზრუნვის სარჩულით , – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ქადაგებისას განაცხადა. მან ჯვრის თაყვანისცემის კვირის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ყველგან, ტაძრებში, გამობრძანებულია წმინდა ჯვარი, როგორც შეხსენება ჩვენთვის სულიერი…
ჭყონდიდის მიტროპოლიტის, მეუფე სტეფანეს განცხადებით, დღეიდან არქიმანდრიტ ათინოგენს მონაზონი ეწოდება. გარდა ამისა, რამდენიმე სასულიერო პირს მღვდელმსახურება აეკრძალება. მეუფის თქმით, აღნიშნული სასულიერო პირები მრავალი გაფრთხილების მიუხედავად, ეკლესიის საწინააღმდეგო ქმედებებს ახორციელებდნენ. “ბრძანება N 6, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ მოწყობილ ამბოხში მონაწილებისათვის და სასულიერო პირთათვის შეუფერებელი საქციელისთვის, განიკვეთოს სამღვდელო ხარისხიდან არქიმანდრიტი ათინოგენი (მდივანი), რომელსაც აკრძალული ჰქონდა მღვდელმსახურება, მაგრამ…
4 აპრილს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშავს ხსენებას: მღვდელმოწამისა ბასილისა, ანკვირელი ხუცისა (362-363); მოწამისა დროსიდასი, ტრაიანე მეფის ასულისა (104-117); ღირსისა ისააკ დალმატიელისა (IV). წმიდა მღვდელმოწამე ბასილი ანკვირიელი პრესვიტერი იყო და გალატეის ქალაქ ანკვირიაში მოღვაწეობდა. არიოზის ერესის გავრცელების დროს მართლმადიდებლობის მტკიცედ დაცვისათვის ადგილობრივმა არიანულმა კრებამ წმიდა ბასილის ხარისხი აჰყარა, მაგრამ პალესტინის კრებაზე 230 ეპისკოპოსის თანხლებით დაუბრუნდა…