თქვენო უწმინდესობავ, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, სამეცნიერო საბჭო, პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები უდიდესი მოწიწებით, პატივისცემითა და მადლიერებით გილოცავთ თქვენი აღსაყდრების ორმოცდამეოთხე წელს. განუზომელია თქვენი ღვაწლი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და მთელი ქართველი ერის წინაშე. აღსაყდრების დღიდან თქვენ მიზნად დაისახეთ სულიერების, საეკლესიო განათლებისა და მეცნიერების აღორძინება, რაც შეუძლებელი იქნებოდა უმაღლესი საღვთისმეტყველო სკოლების გარეშე. სწორედ თქვენი განსაკუთრებული ძალისხმევისა…
ბუქარესტისა და სრულიად რუმინეთის უნეტარესმა პატრიარქმა დანიელმა საპატრიარქო რეზიდენციაში რუმინელი მომღერლები მიიღო, რომელთაც რუმინეთის ეკლესიის მეთაურისთვის საშობაო სიმღერები შეასრულეს. პატრიარქმა დანიელმა სტუმრები დალოცა და ბედნიერი შობა-ახალი წელი უსურვა. wenews.ge
დღეს, 23 დეკემბერს ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის პაპსა და პატრაირქ უნეტარეს თეოდორეს რეზიდენციაში ახალგაზდრები ესტუმრნენ, სადაც მათ ალექსანდრიის ეკლესიის მეთურისთვის საშობაო საგალობლები და სიმღერები შეასრულეს. wenews.ge
✠ ბართლომეოსი წყალობითა ღმრთისათა მთავარეპისკოპოსი კონსტანტინოპოლისა – ახლისა რომისა და მსოფლიო პატრიარქი ეკლესიის სისავსეს მადლი, წყალობა და მშვიდობა ბეთლემში შობილი ქრისტე მაცხოვრისაგან * * * თანამწირველნო ძმანო და კურთხეულნო შვილნო, ისევ მივიწიეთ ჩვენდამი მაღლით გარდამომხილველი ქრისტე მაცხოვრის ხორციელად შობის ბრწყინვალე დღესასწაულთან, და განვადიდებთ მის ზეციურ სახელს ფსალმუნებითა და საგალობლებით. ღმრთის პირველსაუკუნეთა სიტყვის განკაცება ჩვენი ცხონების…
დიდად ვწუხვართ დეკანოზ ელგუჯა ლოსაბერიძის გარდაცვალების გამო. იგი იმ იშვიათ სასულიერო პირთაგანია, რომელიც 70-იანი წლებიდან დაუახლოვდა ეკლესიას და აღარც განშორებია მას. ის გამოირჩეოდა აქტიური ცხოვრებით, გულწრფელობით, თავისი სამწყსოსადმი სიყვარულითა და ერთგულებით. აღვავლენთ ლოცვებს დეკანოზ ელგუჯას უკვდავი სულისათვის, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს იგი, ხოლო მის ახლობლებსა და მრევლს მოანიჭოს მშვიდობა. patriarchate.ge
ამა წლის 21 დეკემბერს უნეტარესმა ახალი იუსტინიანესა და სრულიად კვიპროსის მთავარეპისკოპოსმა ქრიზოსტომოს მეორემ ადგილობრივი ონკოლოგიური საავადმყოფო მოინახულა და პაციენტებს დამდეგი შობა-ახალი წელი მოულოცა. პაციენტებთან შეხვედრისას მისმა უნეტარესობამ სანუგეშო სიტყვა წარმოსთქვა და აღნიშნა: “ეს დაავადება ოდესღაც განუკურნებელი იყო, ახლა კი – არა. სამედიცინო მეცნიერება მუდმივად პროგრესირებს და ვითარდება და სთავაზობს განკურნებას ამ დაავადებით დასნეულებულ ბევრ ჩვენს…
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ჯემალ ჭკუასელის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილს ავრცელებს. „ჩვენთვის ფრიად სამწუხაროა, რომ არაერთი გამორჩეული პიროვნება გამოგვაკლდა წელს და მარადიულობის წევრი გახდა. ამჟამადაც დიდი გულისტკივილით ვემშვიდობებით გამორჩეულ ქართველს, ქართული კულტურის უერთგულეს მსახურს, ბატონ ჯემალ ჭკუასელს. მისი ხელმძღვანელობით ანსამბლმა „ერისიონმა“ „სუხიშვილებთან“ და „რუსთავთან“ ერთად მსოფლიო დიდება მოუტანა ქართულ ხელოვნებას, – ქართულ მუსიკალურ და…
2021 წლის 15 დეკემბერს გაიმართა არგენტინისა და სამხრეთ ამერიკის ეპისკოპოს ლეონიდეს შეხვედრა ბუენოს-აირესისა და სრულიად არგენტინის მიტროპოლოტ იაკობთან (ანტიოქიის საპატრიარქო). მეუფე ლეონიდეს თანხლებით მიტროპოლიტი იაკობი კეთილმორწმუნე მთავრის ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარს ეწვია და მლოცველები დალოცა. შემდეგ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის არგენტინის ეპარქიის ეპარქიალური მმართველობის შენობაში იერარქთა ძმური შეხვედრა შედგა. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ეპარქიის მდივანმა − მღვდელმა…
2021 წლის 17 დეკემბერს თბილისის საპატრიარქო მგალობელთა გუნდმა ნოვოსიბირსკის ფილარმონიაში საშობაო ხელოვნების XIV საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში მსოფლიო პრემიერა წარადგინა. თბილისის საპატრიარქოს წმიდა სამების საკათედრო ტაძრის გუნდმა სამხატვრო ხელმძღვანელის, სვიმონ ჯანგულაშვილის ხელმძღვანელობით, ლეგენდარულმა კოლექტივმა, რომელიც იუნესკოს მიერ კაცობრიობის არამატერიალური მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი, საშობაო ხელოვნების ფესტივალში პირველად მიიღო მონაწილეობა. კონცერტის პირველ ნაწილში კოლექტივმა ცნობილი თანამემამულეების – გია…