დღეს საღამოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II მიიღო საქართველოს პარლამენტის ახლადარჩეული თავჯდომარე ბატონი კახაბერ კუჭავა, რომლიც გაცნობის მიზნით ეწვია მის უწმინდესობას. შეხვედრას ესწრებოდნენ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე და საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე. მიღება გულთბილ ატმოსფეროში წარიმართა. კათოლიკოს-პატრიარქმა დალოცა ბატონი კახაბერი…
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური წმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში ვნების შვიდეულის მსახურების განრიგს აქვეყნებს: ▪️ ორშაბათს, სამშაბათსა და ოთხშაბათს შესრულდება პირველშეწირულის ლიტურგიები; პირველშეწირულის ლიტურგიებამდე, ჟამნის დროს, წაიკითხება წმინდა ოთხთავი – ორშაბათს, სამშაბათს და ოთხშაბათს. ეს მსახურებები დაიწყება 8:00 საათზე. ▪️ სამშაბათს, საღამოს, 16:00 საათზე, შესრულდება ზეთის კურთხევა – 7-ჯერ ზეთისცხება. ▪️ ხუთშაბათს, დილით, 10:00 საათზე,…
დამასკოს საკათედრო ტაძარში საზეიმო საღმრთო ლიტურგია აღავლინა მისმა ღვთაებრივმა უნეტარესობამ ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის პატრიარქმა იოანე მეათემ. მსოფლიო საეკლესიო სიახლენი
მიმდინარეობს მოლაპარაკება ხელისუფლებასთან, რომ აღდგომის ღამეს მაქსიმალურად იქნას გათვალისწინებული პანდემიის გამო ჯანდაცვის მოთხოვნები, საუბარია იმაზე, რომ არც მწვადი დავწვათ, არც შამფური, – ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმორდოს მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილი) განაცხადა. „მიმდინარეობს მოლაპარაკება ხელისუფლებასთან, რომ მაქსიმალურად იქნას გათვალისწინებული პანდემიის გამო ჯანდაცვის მოთხოვნები. მეორეს მხრივ, მაქსიმალურად უნდა იყოს გათვალისწინებული ხალხის ინტერესი. ბევრი ადამიანია, ვისაც სურვილი აქვს…
ჩვენთან არს ღმერთი! კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა! გილოცავთ ბზობის ბრწყინვალე დღესასწაულს! ბზობა, – ეს არის დიდი ზეიმის, სიხარულის, სიყვარულის დღესასწაული, მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ მწუხარება ხშირად ცვლის სიხარულს, სიხარული, სიყვარული და მწუხარება ცვალებადია. უნდა გვახსოვდეს ისიც, რომ ყოველი დღე გვაახლოებს მეორედ მოსვლასთან; ადამიანმა უნდა იფიქროს, რა ელოდება წინ და როგორ შევხვდებით ამ დღეს….
კვიპროსის მთავრობამ კვიპროსის სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას მოუწოდა აღდგომის ღამეს ტაძრებში საღმრთო ლიტურგიაზე მხოლოდ ის ადამიანები დაუშვას, ვინც კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინითაა აცრილი კვიპროსის ეკლესიის მეთაურმა, უნეტარესმა სრულიად კვიპროსის მთავარეპისკოპოსმა ქრიზოსტომოს მეორემ კვიპროსის მთავრობას ერთი წინადადებით მიმართა: “თქვენ არ შეწუხდეთ! თქვენ არა, მაგრამ მე ნამდვილად გადავწყვეტ, ვინ შეუშვა და ვინ არა ეკლესიაში”. შეგახსენებთ, უნეტარესი ქრიზოსტომოსი ფაიზერის…
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი და “კაზანტიპის” დამფუძნებელი გიორგი სიგუა იმ სკანდალს იხსენებს, რომელიც რამდენიმე წლის წინ “კაზანტიპს” ახლდა. “მივედი საპატრიარქოში და იმ მეუფეებს, რომლებიც მდევნიდნენ კაზანტიპის გამო, ანაკლიაში, ვუთხარი, მეგობრებო, ხომ ნახეთ, ცეცხლის წვიმა არ წამოვიდა, ხომ ნახეთ, ცეცხლის სვეტი არ შემოვიდა და ზღვა არ დაიწვა. ძმებო, ვეუბნები, კარგი, მოდი, მე და თქვენ…
2013 წლის 22 აპრილს, კვირა დღეს, საღმრთო ლიტურგიის აღსავლენად დამასკოდან ალეპოში ჩასული ანტიოქიის საპატრიარქოს მღვდელმთავარი, ალეპოს მიტროპოლიტი პავლე და მასთან ერთად მყოფი კოპტი ეპისკოპოსი იოანე, ისლამური სამყაროს ტერორისტულმა ძალებმა შეიპყრეს და დღემდე მათი კვალი გამქრალია. მათ შესახებ ამ დრომდე არაფერია ცნობილი, ცოცხლები არიან თუ გარდაცვლილები. შეგახსენებთ, ალეპოს მიტროპოლიტი პავლე არის მისი ღვთაებრივი უნეტარესობის ანტიოქიისა და…
თქვენო მეუფებავ, დაუვიწყარო მღვდელმთავარო კირიონ! მოგილოცავთ ძმური სიყვარულით ბრწყინვალე აღდგომას და ვთხოვთ მაცხოვარს თქვენი სახელოვანი და გმირული სიცოცხლის მრავალჟამიერობას! ყოვლადსამღვდელო! თუ თქვენი აქ არყოფნა ვისმეს მოაკლდა,-ეს გახლავართ პირველად მე: აღარა მყამს მომხრე, ყველას ენა მუცელში ჩაუვარდა, ყველა თავის სოროში იმალება, კრინტს ვეღარავინა სძრავს, ყველა კურდღლათ და დედალ ქათმად გადაიქცა. მარტო ერთი ვერაფერს ვხდები და ტყუილუბრალოთ…