ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
26.11.2018 | 0:01
ილია II საპრეზიდენტო კანდიდატებს მიმართავს

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ დღეს გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით თბილისის სამების საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვა-ლოცვის დროს, საპრეზიდენტო კანდიდატებს მიმართა და აღნიშნა: „მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ ღირსეულად შეხვდებით გამარჯვებასაც და დამარცხებასაც“. „ბედნიერები ვართ, რომ ჩვენთან ერთად დღეს წმინდა სამების ტაძარში ბრძანდებიან ჩვენი მინისტრები, ჩვენი კანდიდატები პრეზიდენტის – ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი და ბატონი გრიგოლ ვაშაძე. მე დარწმუნებული…

25.11.2018 | 22:02
სულთმოფენობიდან XXVI კვირიაკეს საკითხავი სახარებისა და სამოციქულოს განმარტება

12 (25) ნოემბერი, 2018 სულთმოფენობიდან 26-ე კვირიაკე წირვაზე – ეფეს. 5:9-19; ლკ. 10:25-37. წმინდა პავლე მოციქულის ეპისტოლე ეფესელთა მიმართ – 5:9-19 ვინაიდან ნათლის ნაყოფი ყოველგვარ სიკეთეშია, სამართლიანობასა და ჭეშმარიტებაში. ამ მოწმობას ჩვენ მარკიონის წინააღმდეგ ვიყენებთ, რომელიც სამართლიანობის ღმერთს გამოყოფს სიკეთის ღმერთისგან და ამბობს, რომ შემოქმედი სამართლიანია, ხოლო მეორე, რომლის ძეც არის განხორციელებული ქრისტე, ჩემთვის უცნობია,…

23.11.2018 | 19:24
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2018)

ჩვენთან არს ღმერთი! ყველას გილოცავთ წმინდა გიორგის დღესასწაულს, გიორგობის თვეა. წმინდა გიორგის მადლი შეგეწიოთ თქვენ და საქართველოს. წმინდა გიორგი განსაკუთრებული მფარველია საქართველოსი. ძველ დროს არ იყო ისეთი სოფელი, ისეთი ქალაქი, რომ წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი არ ყოფილიყო. წმინდა გიორგი არის მფარველი საქართველოსი და საქართველო გრძნობს ამას. ჩვენ ვიგალობოთ წმინდა გიორგის ტროპარი: ,,ტყვეთა განმათავისუფლებელო და გლახაკთა…

22.11.2018 | 13:56
პრეს-ცენტრის განმარტება (20.11.2018)
22.11.2018 | 13:49
ინფორმაცია გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით

გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) სამღვდელოებასთან ერთად წირვა-ლოცვას აღავლენენ ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში. ლოცვა დაიწყება 17:00 საათზე, ხოლო წირვა, – 10:00 საათზე. წირვაზე ტაძარში გამობრძანებული იქნება წმინდა გიორგის წმინდა ნაწილი და მადლის ქვა. ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი 14 წლის წინ გიორგობის დღესასწაულზე გაიხსნა.

20.11.2018 | 19:11
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ლიეტუვას (ლიტვის) მმართველი პარტიის თავმჯდომარეს შეხვდა

ა.წ. 19 ნოემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ლიეტუვას სეიმის კულტურის კომიტეტისა და მმართველი პარტიის (,,მწვანეთა და ფერმერთა კავშირის“) თავმჯდომარეს, ბ-ნ რამუნას კარბაუსკისის და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ლიეტუვაში, ქ-ნ ხათუნა სალუქვაძეს შეხვდა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ბ-ნ რამუნას კარბაუსკისს საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო საქართველოსა და…

19.11.2018 | 17:33
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება

სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა ჩვენთან არს ღმერთი! უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს: ,,კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესია ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდენ მას“. ჩვენ ვცხოვრობთ ურთულეს დროს, როცა ბოროტი ძალები ებრძვიან ეკლესიას. მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ იგი ადამიანის მიერ შექმნილი დაწესებულება რომ იყოს, ვერ გაუძლებდა ამ ბრძოლას. ეკლესია არის სხეული იესო…

19.11.2018 | 17:25
საქართველოს საპატრიარქოს განმარტება

ა.წ. 16 ნოემბერს სახალხო დამცველთან არსებულმა ტოლერანტობის ცენტრმა დაჯილდოებულთა შორის დაასახელა დედა სიდონიაც (ყაჭიაშვილი), რომელსაც ჩვენი საზოგადოება მედიის საშუალებით ასე თუ ისე იცნობს და საქართველოს ეკლესიის წევრად მიიჩნევს, რაც არასწორია; თუმცა აქამდე, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩვენი პოზიცია არასდროს დაგვიფიქსირებია; ახლა კი, როდესაც იგი მონოზვნის სახედ წარმოგვიდგინეს, ვალდებულნი ვართ, ხალხს მცირე ინფორმაცია მაინც მივაწოდოთ. დედა…

19.11.2018 | 17:04
სამების საკათედრო ტაძარში 56-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა

ა.წ. 18 ნოემბერს წმ. სამების საკათედრო ტაძარში ჩვილთა 56-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა. ამჯერად მისი უწმინდესობის ნათლული 700-ზე მეტი ბავშვი გახდა. დღეისთვის სრულიად საქართველოს-კათოლიკოს პატრიარქს 37200-ზე მეტი ნათლული ჰყავს.

Τα σημαντικότερα νέα