ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
31.12.2018 | 18:22
გინახავთ, რომ პატრიარქს ვინმე განეკითხოს? არასოდეს!

თქვენ გინახავთ, რომ პატრიარქს ვინმე განეკითხოს? არასოდეს! ამ დროს მის მიმართ არაერთხელ გამოთქმულა თავშეუკავებელი მოსაზრებები, შეხედულებები, რაც რასაკვირველია, არის შეცდომა, რასაკვირველია, ეს არის ცდუნება ბოროტი ძალის, – ამის შესახებ ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა, მეუფე დანიელმა სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას განაცხადა. როგორც მეუფე დანიელმა აღნიშნა, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უფსკრულის ფსკერიდან დაიწყო ქვეყნის ამოყვანა, რომელშიც ერი უნდა…

31.12.2018 | 18:09
მეუფე დოსითეოსი – პირადად მე, ყოველთვის მხარს ვუჭერდი უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას, აღმოჩნდა, რომ ძალიან ბევრი მღვდელმთავარიც

პიროვნულად ყოველთვის მხარს ვუჭერდი უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას, აღმოჩნდა, რომ ძალიან ბევრი მღვდელმთავარიც, – ამის შესახებ ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსმა მეუფე დოსითეოსმა უკრაინის ავტოკეფალიის საკითხთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, იგი როგორც ერთი რიგითი ეპისკოპოსი კმაყოფილია ამ საკითხზე მსჯელობით. “რა თქმა უნდა, ყველა ელოდებოდა უკრაინის საკითხს. ეს საკითხი სხდომაზე მისმა უწმინდესობამ დააყენა. საინტერესო მსჯელობები იყო წმინდა სინოდის…

29.12.2018 | 18:37
მეუფე საბა: ჩემი ხმა ეკუთვნის უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის აღიარებას

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის მმართველი ეპისკოპოსი საბა 27 დეკემბრისთვის დაგეგმილ წმინდა სინოდის სხდომას ეხმაურება და “ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე წერს, რომ მხარს უჭერს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის აღიარებას. “ქრისტესმიერ საყვარელნო სულიერო შვილებო! შეუძლებელია არ ხარობდეს შენი გული მილიონობით ადამიანთან ერთად, რომელებიც მოუთმენლად ელოდებიან 6 იანვრის დადგომას, როდესაც საზეიმო ვითარებაში მსოფლიო პატრიარქი-ბართლომეოსი, ახლად არჩეულ უკრაინის მართლმადიდებელი…

29.12.2018 | 18:30
12 მაისი საქართველოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღედ დადგინდა და ეროვნულ დღესასწაულად გამოცხადდა

12 მაისი საქართველოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღედ დადგინდა და ეროვნულ დღესასწაულად გამოცხადდა, – ამის შესახებ აღნიშნულია წმინდა სინოდის განჩინებაში. განჩინების ტექსტი ალავერდელმა მიტროპოლიტმა, დავით მახარაძემ წაიკითხა. ამასთან, წმინდა სინოდის განჩინებაში ასევე აღნიშნულია, რომ მომავალ წელს წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლიდან 1700 წელი სრულდება. წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის 17 საუკუნოვანი თარიღის ღირსეული აღნიშვნისთვის, სინდომა დაადგინა, რომ კარგი…

29.12.2018 | 18:27
ავსტრიაში, ტაძარზე თავდასხმის შედეგად ხუთი სასულიერო პირი დაშავდა

ავსტრიის დედაქალაქში მდებარე ერთ-ერთ ტაძარს შეიარაღებული პირები დაესხნენ თავს. შემთხვევის შედეგად ხუთი სასულიერო პირი დაშავდა. მათ შორის ერთის მდგომარეობა მძიმეა. ადგილზე მობილიზებული სამართალდამცველები ვარაუდობენ, რომ საქმე ძარცვას ეხება და ტერორიზმთან კავშირი არ აქვს. Maria Immaculata-ს ტაძარში, გავრცელებული ცნობით, ორი პირი შეიჭრა, რომელთაც იარაღის მუქარით სასულიერო პირებს ძვირფასეულობა მოსთხოვეს. თვითმხილველთა განცხადებით, მათ ცეცხლი არ გაუხსნიათ. პოლიციამ…

28.12.2018 | 1:49
წმინდა სინოდის განჩინების მიხედვით, უკრაინაში მიმდინარე პროცესების შესახებ მსჯელობა სინოდის შემდეგ სხდომაზე გაგრძელდება

​მართლმადიდებელ ეკლესიაში შექმნილი დაძაბული ვითარებისა და უკრაინაში მიმდინარე პროცესების შესახებ მსჯელობა გაგრძელდეს წმინდა სინოდის შემდგომ სხდომაზე, – ამის შესახებ წმინდა სინოდის განჩინებაშია ნათქვამი. განჩინების ტექსტი ალავერდელმა მიტროპოლიტმა, დავით მახარაძემ წაიკითხა: „დღეს საქართველოს საპატრიარქოს რეზიდენციაში შედგა წმინდა სინოდის კრება. თბილისი, 27 დეკემბერი, 2018 წელი; მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვა კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ. მან თქვა: მართლმადიდებელი…

28.12.2018 | 1:43
მეუფე დოსითეოსი – უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხზე მოვლენების წინ გასწრება არ გამოვიდოდა, სინოდმა ოპტიმალური გადაწყვეტილება მიიღო

ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსი, მეუფე დოსითეოსი აცხადებს, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდი უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხზე მოვლენებს წინ ვერ გაუსწრებდა და დღეს ოპტიმალური გადაწყვეტილება მიიღო. „უბრალოდ, მოვლენების წინ გასწრება არ გამოვიდოდა ამჯერად სინოდზე, რადგან კიდევ არის წინ რაღაც ეტაპები, რომლებიც უნდა მოხდეს და საფრთხილო საკითხია საერთოდ, რომ რაღაც კონკრეტული და კერძო გადაწყვეტილება ახლა გამოტანილიყო….

28.12.2018 | 1:40
მეუფე ზოსიმე – უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას მხარს ვუჭერთ, თუმცა გადაწყვეტილებას მსოფლიო პატრიარქის დადგენილების შემდეგ მივიღებთ

საქართველოს საპატრიარქოში მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა დასრულდა. როგორც სხდომიდან გამოსვლის შემდეგ წილკნისა და დუშეთის მთავარეპისკოპოსმა, მეუფე ზოსიმემ განაცხადა, დღევანდელ სხდომაზე უკრაინის საკითხზე იმსჯელეს, თუმცა წმინდა სინოდმა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებისგან თავი შეიკავა, სანამ მსოფლიო პატრიარქის დადგენილება გამოქვეყნდება. მისივე თქმით, საქართველოს ეკლესია უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას სავარაუდოდ მხარს დაუჭერს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება მოგვიანებით გახდება ცნობილი. „იანვარში მსოფლიო…

28.12.2018 | 1:36
საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს

საპატრიარქოში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს. სხდომის დღის წესრიგი წინასწარ ცნობილი არ არის. სხდომაზე სავარაუდოდ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის მხარდაჭერის საკითხს განიხილავენ. როგორც საპატრიარქოში შესვლამდე მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა, მელქისედეკმა უკრაინის ეკლესიის საკითხზე დასმულ კითხვაზე განაცხადა, ის უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას მხარს უჭერს. „ჩემი პოზიცია უკრაინაზე ცნობილია. მე მხარს ვუჭერ უკრაინის ავტოკეფალიას. თუ დადგება სინოდზე…

Τα σημαντικότερα νέα