ძალიან გთხოვთ, უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხიდან სეირის საყურებელ მასალას და ამბავს ნუ ქმნით, – ასე მიმართა დეპუტატმა, ზაზა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს, რომლებმაც უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით თავისი პოზიციის შესახებ ჰკითხეს. დეპუტატის თქმით, ეს ძალიან ფაქიზი და რთული თემაა. „გავანებოთ ამ ფსევდო ვაჟკაცობას და ფსევდო პატრიოტიზმს თავი. აღიარების თუ არ აღიარების საკითხი უნდა გადაწყდეს ისე, როგორც ქვეყნისთვის…
პოლიტიკური ლიდერების მხრიდან უკრაინელი კოლეგებისა და ხალხის მიმართ მილოცვაზე თავის შეკავება ნამდვილად გულდასაწყვეტია და არ წარმოადგენს განსაკუთრებულ შორსმჭვრეტელურ გადაწყვეტილებას, – ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა საკვირაო ქადაგებისას ბრძანა. ქადაგების ტექსტს ფოთისა და ხობის ეპარქია ავრცელებს. „თქვენ იცით, დღეს როგორი როლი აქვს ეკლესიას ქვეყნის ცხოვრებაში. თითქმის უკანასკნელი 30 წელი მზარდი ტემპით გვიჩვენებს ამას…
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო აცხადებს, რომ უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების საკითხზე პირველი სიტყვა საქართველოს ეკლესიამ უნდა თქვას. „მართლა გამიჭირდება ღრმა კომპეტენტური პასუხის გაცემა. მეც იგივე აზრის ვარ, როგორც ერთ-ერთი მოქალაქე, რომ ამაზე პირველი სიტყვა ეკლესიამ უნდა თქვას“, – განაცხადა სერგეენკომ. მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურ…
15 იანვარს 18.00 საათზე სიონის საკათედრო ტაძარში, მცხეთა-თბილისის სამღვდელოება მრევლთან ერთად იკრიბება, რომ საქართველოს პატრიარქს, რომელსაც უდიდესი დამსახურება მიუძღვის ეკლესიის და ერის წინაშე, სამადლობელო პარაკლისი გადაუხადონ. ყველას, ვისაც საშუალება გექნებათ შევიკრიბოთ სიონის ტაძარში. (karibche.ambebi.ge)
დღეს უწინდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის სამღვდელოება დააჯილდოვა: მამა ალექსანდრე (წერეთლის ტაძრის წინამძღვარი); მამა გიორგი ჩიქოვანი(საიმერლოს ტაძრის წინამძღვარი); მამა ექვთიმე(თამარისის ტაძრის წინამძღვარი) და მამა აკაკი(საკათედრო ტაძრის წინამძღვარი) – დაჯილდოვდნენ ოქროს ჯვრებით და აყვანილები არიან დეკანოზის ხარისხში. აქსიოს. ხოლო წერაქვის მონასტრის წინამძღვარი მამა ზენონი დაჯილდებულ იქნა გამშვენებული ჯვრით. აქსიოს ასევე…
საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, მცხეთის ჯვრის მონასტრის ჩაკეტვისა და მასში მლოცველებისა და ტურისტების არშეშვების მიზეზი, ტაძრის ტერიტორიაზე გარემოვაჭრეების მიერ შექმნილი ვითარება გახდა. როგორც დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ “ინტერპრესნიუსს” განუცხადა, აღნიშნული გადწყვეტილება ტაძრის წინამძღვარმა კონსტანტინე ჯინჭარაულმა მიიღო. მისივე თქმით, მცხეთის ჯვრის მონასტრის ტერიტორიაზე გარემოვაჭრეები, სავარაუდოდ, აღარ დაიშვებიან. “მე ვიცი, რომ მონასტერი დროებით დაიკეტა და…
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით მიმდინარე სრულმასშტაბიანი რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, ალევის ოქროსკარიანი სამების მონასტრის კარიბჭის სარესტავრაციო სამუშაოები დასრულდა. სააგენტოს ინფორმაციით, შესრულებული სამუშაოების შედეგად, კარიბჭის მცირე კელიაზე აშენდა ღიობებიანი კედლები. ხის მასალით რესტავრირდა არქიტექტურული ნაგებობის სართულშუა კონსტრუქციები. ფიქალის ქვით დაიხურა სენაკის სახურავი. ხით მოეწყო მისი ინტერიერის…
უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით, თავისი მოსაზრების გამოთქმა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისათვის დღეს, უბრალოდ, ნაადრევია. ამ საკითხზე თავიანთი მოსაზრება ჯერ იერარქიულად ჩვენ წინ მდგომმა სხვა ეკლესიებმა უნდა დააფიქსირონ, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა განუცხადა. მიტროპოლიტის განცხადებით, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მიერ მიღებული აღნიშნული გადაწყვეტილება შესწავლას მოითხოვს. მისივე თქმით, საქართველოს ეკლესია ზოგადად მხარს უჭერს უკრაინის…
ქვის ტაძრები ვაშენეთ, სულის ტაძარი კი უკიდურესად ვძარცვეთ, – ამის შესახებ დმანისისა და აგარაკ-ტაშირის, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მთავარეპისკოპოსი ზენონი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე წერს. მეუფე ზენონი მრევლს ქრისტეს შობის დღესასწაულს ულოცავს და ადამიანურ სისუსტეებსა და იმ მანკიერ თვისებებზე ამახვილებს ყურადღებას, რაც მისი თქმით დღეს ქვეყანაშია. “ქრისტე იშვა ბეთლემში. ღარიბებო, ქრისტე იშვა სიღარიბეში! მდიდრებო, ქრისტე იშვა…