ჩვენთან არს ღმერთი ყველას გილოცავთ ნათლისღების დღესასწაულს. დღეს წმინდა სამება განცხადდა _ ძე ღვთისა ჩავიდა იორდანეში, ნათლისღება ინება და სული წმინდა სახითა ტრედისათა გარდამოვიდა მაცხოვარსა ზედა და ამასთან მოისმა მამის ხმა: ,,შენ ხარ ძე ჩემი საყვარელი, შენ სათნო გიყავ“. დღეს არის განსაკუთრებული დღე, განიწმინდება ცა და ქვეყანა. დღეს ხარობს ზეცა და მიწა და ჩვენ შევთხოვთ…
„აღვავლენთ ლოცვებს ნიკოლოზის, ნათიას, ნინოს და ლევანის უკვდავ სულთათვის, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს ისინი“, – ამის შესახებ ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის, ილია მეორის სამძიმრის წერილში, რომელსაც საპატრიარქო ავრცელებს. „გამოვთქვამთ ჩვენს ღრმა მწუხარებას დიდ დიღომში გაზის აფეთქებით გამოწვეული ტრაგედიის გამო, რომელიც ყველას ტკივილად იქცა და მთელი ქვეყნის გულითადი თანაგრძნობა გამოიწვია. მეტად ძნელია მომხდართან შეგუება, მაგრამ…
ერთად გავწმინდოთ ეკლესიაზე არსებული შავი ლაქა, რომელიც მათი ცხოვრების მუდმივ შავ ლაქად იქცევა, თუ არ შეინანებენ 2019 წლის 16 იანვარს, ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძარის გარე ფასადზე, რომელიც რუსთაველის გამზირის მხარესაა ვანდალური ქმედება დაფიქსირდა! თუ შეიძლება ამას უწოდოთ ვანდალიზმი!? ვფიქრობ უფრო მეტია, ვიდრე ვანდალობა, რადგანაც ტაძრის გარე კედელი, შავი საღებავით არის შეღებილი. ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი…
მცხეთის ჯვრის მონასტერი გაიხსნა. როგორც პირველ არხს მცხეთის მერმა გოგიტა კაპანაძემ განუცხადა, საპატრიარქოსთან შეთანხმება მიღწეულია. მიმდებარე ტერიტორიაზე გარევაჭრობის მოწესრიგებას მერია უზრუნველყოფს. მისი განცხადებით, დაიდგმება სპეციალური დახლები და მოვაჭრეების საქმიანობა უფრო ცივილურ ფორმებს მიიღებს. მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგების იმედი აქვთ თავად მონასტრის სასულიერო პირებს. როგორც მამა დანიელმა პირველ არხს განუცხადა, ისტორიულ მონასტერში ღვთისმსახურება დილიდან ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს…
როგორც ცნობილია, ჯვრის მონასტერთან დაკავშირებით ამჟამად შექმნილი ვითარება გარე-მოვაჭრეების საქმიანობის მოწესრიგებისათვის გადადგმული ნაბიჯია. სამწუხაროდ, არასახარბიელო მდგომარეობაა სულიერ-კულტურული მნიშვნელობის სხვა ძეგლებთანაც. ჩვენ გვესმის, რომ ხალხს უჭირს და ლუკმა-პურის საშოვნელად სხვადასხვა საშუალებას მიმართავს, მაგრამ როდესაც ამდენი ტურისტი და მომლოცველი ჰყავს ქვეყანას უხერხულია, ეს ტაძრები თავისი დიდებულებით გვიყურებდნენ წარსულიდან და XXI საუკუნის საქართველო კი მათ გვერდით მიუღებელი და…
ჯვრის მონასტრის დაკეტვის მიზეზების განსამარტად ჯვრის მონასტრის საძმო განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მონასტრის დაკეტვა მიზნად ისახავდა ფართო საზოგადოების ყურადღების მიპყრობას, რათა მომხდარიყო პრობლემის გარშემო საზოგადოების კონსოლიდაცია და საკითხის ერთობლივი ძალისხმევით გადაწყვეტა. განცხადებაში არ არის მითითებული როდის აპირებს ჯვრის მონასტრის წინამძღვარი მონასტრის გახსნას. “მოგეხსენებათ, მცხეთის ჯვრის მონასტერი მსოფლიო მართლმადიდებელი სამყაროსთვის და განსაკუთრებით ყოველი ქართველისთვის, წარმოადგენს…
კიევ-პეჩერის ლავრის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე ხანძარია. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი სამონასტრო კომპლექსის მეზობლად მდებარე ერთ-ერთი შენობის სახურავზე განჩნდა. ხანძარი ამ ეტაპზე დაახლოებით 200 კვადრატულ მეტრ ფართობზეა გაჩენილი. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო და სამაშველო ბრიგადა. ხანძრის გამო გადაკეტილია მონასტრის მიმდებარე ტერიტორია. ამ დროისათვის ცნობილი ხდება, რომ ხანძარი გაჩნდა ერთ-ერთ უმოქმედო, სარეკონსტრუქციო ნაგებობაში, მეორე სართულის ერთ-ერთ ოთახში, საიდანაც ცეცხლი…
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი დავით მათიკაშვილი აცხადებს, რომ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების საკითხზე გადაწყვეტილება ჯერ საქართველოს ეკლესიამ უნდა მიიღოს, რის შემდეგაც ამ გადაწყვეტილებას სახელმწიფოც გაითვალისწინებს. „უკრაინასთან ჩვენს სახელმწიფოს უაღრესად ახლო ურთიერთობა გააჩნია. ეს არ არის მხოლოდ პარტნიორობა, ძალიან დიდი მეგობრობაა. უკრაინას რაც აწუხებს, ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია. იმისათვის, რომ არც ერთი მხარის ინტერესების…
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ ეკლესიის ავტოკეფალია ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია უკრაინისთვის. მისივე თქმით, საქართველოს ეკლესიას საუბარი ექნება უკრაინის ეკლესიასთან, ისევე, როგორც საქართველოს სახელმწიფოს – უკრაინის სახელმწიფოსთან. „დარწმუნებული ვარ, ამ საკითხზე ეკლესიას ექნება საუბარი და დისკუსია უკრაინის ეკლესიასთან, ხოლო ხელისუფლებას ექნება საუბარი და დისკუსია ხელისუფლებასთან. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია უკრაინისთვის. შესაბამისად, იმედს გამოვთქვამთ, რომ…