ბოლო დღეებში ე.წ. “სიცოცხლის სიტყვის” ნეოორმოცდაათიანული სექტის ლიდერის – მამუკა ძებისაშვილის ვიდეო ვრცელდება ფეისბუქში, სადაც მაყურებელს ქრისტიანობის სახელით სთხოვს პროტესტანტული ლოცვა წარმოთქვან მასთან ერთად და სთავაზობს მათთან დაკავშირებას და მეგობრობას კითხვების გაჩენის შემთხვევაში. ვიდეოს რეკლამირებას ამ სექტის რუსულენოვანი ფეისბუქის გვერდი ახდენს (ამასთან ვიდეოში სექტის ლიდერი სპეციალურად არ ასახელებს იმ კონფესიას (სექტას), სადაც მაყურებლებს ეპატიჟება… ეს,…
საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, რელიგიური ჯგუფებიდან ყველაზე მეტი შეურაცხყოფის გამოხატვა მართლმადიდებლური ეკლესიის მიმართ ხდება. დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე დღეს იმ სამუშაო ჯგუფის პირველ სხდომას დაესწრო, რომელიც პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ფარგლებში შეიქმნა და რელიგიურ თემატიკაზე იმუშავებს. ჯაღმაიძის თქმით, მართლმადიდებლური ეკლესია სამუშაო ჯგუფში ჩაერთვება და ხელს შეუწყობს, რომ კონსენსუსი მეტ საკითხთან დაკავშირებით…
გურჯაანის ყველაწმინდა გურჯაანის და ველისციხის ეპარქიაში მდებარეობს. ტაძარი ღვთისმშობლის მიძინების სახელზეა აგებული. ქართული არქიტექტურისთვის ეგზომ უჩვეული ფორმის ტაძარი VIII საუკუნეში აშენდა. იგი ერთადერთი ორგუმბათიანი ბაზილიკაა საქართველოში. სამშენებლო მასალად რიყის ქვა და აგურია გამოყენებული. დეკორატიული ნაწილები კი შირიმის ქვითაა გამოყვანილი. ეკლესიის გეგმა რთული აგებულებისაა, ცალკეულ ნაწილებში იგი ორსართულიანია. ტაძრის შიდა სივრცე სწორკუთხა ბოძების ორი წყვილით სამ…
ა.წ. 15 იანვარს მცხეთა-თბილისის ეპარქიის სამღვდელოებამ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაბადების 86-ე, პატრიარქად აღსაყდრების 41-ე და სასულიერო მოღვაწეობის 61-ე წლისთავთან დაკავშირებით სიონის საპატრიარქო ტაძარში პარაკლისი გადაიხადა და ერის სულიერი მამის ჯანმრთელობა უფალს შეავედრა. მათ შეადგინეს სამადლობელი წერილი, დაურთეს თავისი ხელმოწერები და მოართვეს მის უწმინდესობას. უწმინდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთიისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს,…
ა.წ. 20 იანვარს წმ. სამების საკათედრო ტაძარში ჩვილთა 57-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა. ამჯერად მისი უწმინდესობის ნათლული 600-ზე მეტი ბავშვი გახდა. დღეისთვის სრულიად საქართველოს-კათოლიკოს პატრიარქს 37800-ზე მეტი ნათლული ჰყავს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება ჩვენთან არს ღმერთი! დღეს არის ბედნიერი დღე. მოინათლა 600 ბავშვზე მეტი და ქრისტეს მხედრიონს მიემატა. მე გილოცავთ ამ ბედნიერ დღეს. ღმერთმა დალოცოს ჩემი…
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ თბილისში, ქაშვეთის ეკლესიაში დიდ დიღომში აფეთქების დროს დაღუპულებისთვის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა. დაღუპულების სამოქალაქო პანაშვიდი ამ წუთებში მიმდინარეობს. ტაძარში შეკრებილი არიან დაღუპულების ოჯახის წევრები, ახლობლები და რიგითი მოქალაქეები. ქაშვეთის ეკლესიაში იმყოფება თბილისის მერი, კახა კალაძე. გარდაცვლილები ნათია ციცვიძე, მისი მცირეწლოვანი შვილი ნიკოლოზი და ნინო ციცვიძე ქაშვეთის ტაძარში გუშინ გადაასვენეს. ტრაგედიის შედეგად…
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს. საზეიმო წირვა უწმინდესმა სამების საკათედრო ტაძარში ჩაატარა. ილია მეორემ მრევლს დღესასწაული მიულოცა და ნაკურთხი წყლის სიწმინდეზე ისაუბრა. კათოლიკოს პატრიარქმა დღესვე დიდ დიღომში აფეთქებისას დაღუპულთა სულები მოიხსენია. რაც შეეხება საყოველთაო ნათლობას, ის ხვალ გაიმართება. პატრიარქის ნათლული კიდევ 600-ზე მეტი ბავშვი გახდება. ნათლისღების დღესასწაული თორმეტ საუფლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთია. ის მდინარე…
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სრულიად საქართველოს ნათლისღების დღესასწაული მიულოცა. ილია მეორემ საზეიმო წირვა სამების საკათედრო ტაძარში ჩაატარა. „დღეს არის განსაკუთრებული დღე, განიწმინდება ცა და ქვეყანა. დღეს ხარობს ზეცა და მიწა და ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ ვიხაროთ ორსავე სოფელსა შინა. ნაკურთხი წყალი ეს არის დიდი სიწმინდე. მთელი წლის განმავლობაში ნაკურთხი წყალი უნდა გქონდეთ სახლში, უნდა…
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ დიდ დიღომში აფეთქებისას დაღუპულთა სულები მოიხსენია. ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება. ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვა საკათედრო ტაძარში მიმდინარეობს. აფეთქების შედეგად დაღუპულთა სულები ილია მეორემ ბარძიმის გამობრძანების დროს მოიხსენია. დიდ დიღომში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება 16 იანვარს მოხდა. დაიღუპა ოთხი და დაშავდა რვა ადამიანი. (ავტორი – ნათია ქენქაძე /…