43 წლის ასაკში ღმრთივმიიცვალა ქუთაისის წმიდა მოწამის კალისტრატეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მღვდელი ისიდორე ბუხაიძე. იგი გახლდათ ჭეშმარიტად ზნეობრივი, პატიოსანი, ღრმად განსწავლული (საეკლესიო ტიპიკონის ერთ-ერთი საუკეთესო მცოდნე), თავმდაბალი პიროვნება და სასულიერო პირი… გთხოვთ თქვენს ლოცვებში მოიხსენოთ ახალშესვენებული მღვდელი ისიდორე. (karibche.ambebi.ge)
საქართველოში მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია ჩამოდის. ინფორმაცია პირველ არხს საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა, მამა ანდრია ჯაღმაიძემ დაუდასტურა. დელეგაცია საფრანგეთის მიტროპოლიტ ემანუელის ხელმძღვანელობით საქართველოს პატრიარქს ხვალ შეხვდება. ჯაღმაიძის თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხება უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხს. „აღნიშნული შეხვედრის ინიციატორი თავად კონსტანტინოპოლი იყო. არ ვფიქრობ, რომ ამ ვიზიტმა მკვეთრად შეცვალოს ჩვენი პოზიცია. ზოგადად, რაც უფრო ზუსტდება დეტალები და…
ა.წ. 28 იანვარს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბ-ნი ტადაჰარუ უეჰარა და მისი მეუღლე მიიღო. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და იაპონიას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს. ელჩის განცხადებით, საქართველოსა და იაპონიას ბევრი საერთო აქვთ, უპირველესად კი ის, რომ ორივე ქვეყანა გამორჩეულია სტუმართმოყვარეობით. მისმა უწმინდესობამ ელჩს ვიზიტისთვის მადლობა…
ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე გარევაჭრობა განახლდა. მოვაჭრეებმა იქ განთავსებულ დახლებზე საკუთარი პროდუქცია დღეს დილიდან განალაგეს. მათი განცხადებით, საპატრიარქოში გამართულ შეხვედრაზე მათ არახელსაყრელი წინადადება შესთავაზეს, რადგან ტერიტორია, სადაც გარევაჭრობის უფლებას მისცემენ, მოშორებით და ისეთ ადგილზე მდებარეობს, სადაც ტურისტებს გავლა არ უწევთ. მოვაჭრეების თქმით, რამდენიმე დღით საქმიანობის შეჩერებამ ფინანსური პრობლემები შეუქმნათ, ამიტომ ვაჭრობის გაგრძელება გადაწყვიტეს. ჯვრის მონასტრის…
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ნინოობას აღნიშნავს. სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია ტაძრებში 10 საათიდან დაიწყო. მსახურებას სიონის საკათედრო ტაძარში კათოლიკოს–პატრიარქი უძღვებოდა. ილია მეორემ დღევანდელი თარიღის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მოგვიანებით კი მისმა უწმინდესობას მრევლს ქადაგებით მიმართა და მისი ცხოვრების ერთ-ერთი ეპიზოდი გაიხსენა. სიონის ტაძარში დღეს წმინდა ნინოს ვაზის ჯვარი გამოაბრძანეს. სიწმინდის მოლოცვა, მსურველებს დღის ბოლომდე შეეძლებათ. წმიდა ნინოს ხსენებას…
ნინოობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში მოსაყდრე შიოსთან ერთად წირვა აღავლინა. წირვის დასრულების შემდეგ კი, მრევლს ქადაგებით მიმართა. ილია მეორემ ტაძარში შეკრებილებს და სრულიად საქართველოს ნინოობა მიულოცა. ამასთან, პატრიარქმა ოკუპირებულ აფხაზეთში ყოფნის პერიოდი გაიხსენა. „ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, ჩვენს ეროვნულ დღესასწაულს ნინოობას. წმინდა…
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ნინოობას აღნიშნავს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში მოსაყდრე შიოსთან ერთად წირვას აღავლენს. წირვის დასრულების შემდეგ კი, მრევლს ქადაგებით მიმართავს. ტაძრის ცენტრში წმინდა ნინოს ვაზის ჯვარი გამოაბრძანეს და მორწმუნეებს დღის განმავლობაში მისი მოლოცვის შესაძლებლობა ექნებათ. საეკლესიო გადმოცემით, წმინდა ნინო საქართველოში მე-4 საუკუნეში, მეფე…
1937 წლის, 27 ნოემბერს არქიმანდრიტი პიმენ დაშნიანი ცაგერის რაიონისა და ქვემო სვანეთის სოფლებში ბავშვების “მასობრივი ნათლობების ჩატარების” გამო დახვრიტეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში დაცულ ბრალდების ოქმში მითითებულია, რომ დაშნიანი ბავშვების მალულად მონათვლის გამო საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდა და ერთ თვეში 120 ბავშვი მონათლა. არქიმანდრიტის ანკეტაში, გრაფაში “მუშაობის ადგილი და თანამდებობა” შემდეგი განმარტებაა მითითებული: ეწევა ჩუმად მღვდლობას….
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 27 იანვარს მოციქულთა სწორის, წმინდა ნინოს ხსენების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა შესრულდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საპატრიარქოდან აცნობეს, დღესასწაულთან დაკავშირებით, სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია 10:00 საათზე დაიწყება. მსახურების დროს სიონის ტაძარში წმინდა ნინოს ვაზის ჯვარი იქნება გამობრძანებული. მორწმუნეებს ამ სიწმინდის მოლოცვა დღის ბოლომდე შეეძლებათ. წმიდა ნინო წარმოშობით კაბადოკიის ქალაქ კოლასედან იყო. მისი…