„ვინაიდან დეკანოზი გიორგი თვლის, რომ იგი მართალია და ითხოვს ზიარებას, ხოლო სასამართლო მას დამნაშავედ აცხადებს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება: ნებისმიერ მღვდელმსახურს, რომელსაც მიაჩნია, რომ აღნიშნული პიროვნების ზიარება არის შესაძლებელი, შეუძლია ეს განახორციელოს, თუმცა ეს იქნება ამ სასულიერო პირის პირადი გადაწყვეტილება და პირადი პასუხისმგებლობა“, – ამის შესახებ ნათქვამია საპატრიარქოის განცხადებაში, რომელიც საპატრიარქოს ოფიაციალურ…
დიდი დიღმიდან როგორცკი დაადგებით მუხადგვერდის სავალ გზას, ხელმარჯვნივ სამანქანო, ვიწრო გზა ახალდაარსებულ მამათა მონასტერთან მიგვიყვანთ. მონასტერი ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიაში მოღვაწე სასულიერო პირებმა დააფუძნეს. ვინ იფიქრებდა თუ ამ გაუდაბურებულ ადგილას ოდესმე ღვთის სახლი დაფუძნდებოდა და ღვთის სადიდებელი წირვა-ლოცვა აღევლინებოდა. წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა ფოკამ (მარკოზია) მშენებარე მონასტრის კელიები, დროებით კარავში მოწყობილი ტაძარი და ირგვლივ შემოგარენი დამათვალიერებინა. გზადაგზა…
თურქეთის დედაქალაქ ანკარას წმ. ტერეზას სახელობის ტაძარში ქართული წირვა-ლოცვა პირველად შესრულდა. წირვა ტაძარში კვირას, 3 თებერვალს აღევლინა. “წირვის დასრულების შემდეგ, თურქეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ მრევლს სიტყვით მიმართა და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა საელჩოსა და საქართველოს მოქალაქეებს შორის კომუნიკაციის მნიშვნელობას”, – ვკითხულობთ პრესრელიზში, რომელსაც თურქეთში საქართველოს საელჩო ავრცელებს. (karibche.ambebi.ge)
საოკოპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ნიქოზის განაპირას, ე.წ. მესაზღვრეებმა ცხინვალისა და ნიქოზის ეპარქიის სასულიერო პირი, მამა დავითი (დურგლიშვილი) დააკავეს. აღნიშნულ ფაქტს ეპარქიშიც ადასტურებენ. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაკავებული მღვდელი ცხინვალის მილიციის წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული. მამა დავითი თანმხლებ პირებთან ერთად გამყოფი ხაზის პერიმეტრზე მდებარე მიწის ნაკვეთზე სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებს ასრულებდა, რა დროსაც შეიარაღებული ფორმიანები გამოჩნდნენ და სასულიერო…
„ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგი უგულავა კიევში უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიისადმი მიძღვნილ საზეიმო წირვას და უკრაინის ეკლესიის მეთაურის ეპიფანეს ინტრონიზაციას დაესწრო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს, გიგი უგულავა უკრაინელ ხალხს ავტოკეფალური ეკლესიის დაარსებას ულოცავს. მისი განცხადებით სამწუხაროა, რომ საქართველოს ოფიაციალური წარმომადგენლები საზეიმო წირვას არ ესწრებიან. „პირველ რიგში, მინდა მივულოცო უკრაინის სახელმწიფოს და უკრაინელ ხალხს, ვინაიდან ძალიან ბევრი…
კიევის წმინდა სოფიას საკათედრო ტაძარში, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ხელმძღვანელად, კიევის და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტის, ეპიფანეს ინტრონიზაციის ცერემონია ჩატარდა. უკრაინული გამოცემა „უნიან“-ის ინფორმაციით, ინტრონიზაციის ცერემონია საღმრთო ლიტურგიის დროს გაიმართა და მასში მონაწილეობა მსოფლიოს საპატრიარქოს წარმომადგენელმა, მიტროპოლიტმა ემანუელმა, უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის ყოფილმა ხელმძღვანელმა, მიტროპოლიტმა მაკარმა და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს ყოფილმა წარმომადგენელმა, მიტროპოლიტმა სიმეონმა მიიღეს….
რუსეთის საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელს მიტროპოლიტ ილარიონ ალფეევს წარმოუდგენლად მიაჩნია, საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ უკრაინის ავტოკეფალიის საკითხს მხარი დაუჭიროს. ამის შესახებ მან რუსულ მედიასთან საუბრისას განაცხადა. ალფეევმა კომენტარი გააკეთა „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის, ნინო ბურჯანაძის განცხადებაზე, რომლის თქმით, საქართველოს ეკლესიის მიერ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის ცნობის პასუხად, რუსეთის ეკლესიამ შეიძლება, სცნოს აფხაზეთის ეკლესიის დამოუკიდებლობა. „ვერ წარმომიდგენია საქართველოს…
გადაცემაში „ეკლესია და მსოფლიო“ მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობების განყოფილების თავმჯდომარის, მიტროპოლიტ ილარიონის (ალფეევი) ინტერვიუს იმ ნაწილმა, სადაც მეუფე საქართველოს თემატიკას ეხება, მძიმე შთაბეჭდილება დატოვა მთელს საზოგადოებაზე, რადგან იგი აღქმულ იქნა ერთგვარ უხეშ ზეწოლად და დავალდებულებად. ჟურნალისტის შეკითხვას იმის შესახებ, საქართველოს მხრიდან უკრაინის ახლადგამოცხადებული ეკლესიის აღიარების შემთხვევაში, მოყვება თუ არა მოსკოვის საპატრიარქოსაგან აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში…
86 წლის ასაკში ქალაქ ჰანოვერში გარდაიცვალა მსოფლიო ეზიდთა მონარქი, შეიხანის ემირი და სრულიად ეზიდხანის მმართველი მირ თაჰსინ ბეგი. 2011 წელს, საქართველოში ეზიდთა სასულიერო საბჭოს მოწვევით, ეზიდთა უმაღლესი სასულიერო პირების დელეგაცია მირ თაჰსინ ბეგის და ეზიდთა სულიერი მამის ახტიარე მარგაჰე ბაბა შეიხ ხატოს მეთაურობით საქართველოს სტუმრობდა. დელეგაცია საქართველოს ეზიდ სათვისტომოსა და სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებს შეხვდა. დელეგაცია…