ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
29.12.2021 | 18:08
რუმინეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ ქრისტესშობის დღესასწაული აღნიშნა [ფოტო]

2021 წლის 25 დეკემბერს რუმინეთის საპატრიარქომ ქრისტესშობის დღესასწაული აღნიშნა. ბუქარესტისა და სრულიად რუმინეთის უნეტარესმა პატრიარქმა დანიელმა ცისკარი და საღმრთო ლიტურგია ბუქარესტის საპატრიარქო ტაძარში აღავლინა. მსახურებაში მონაწილეობდნენ რუმინეთის საპატრიარქოს ეპისკოპოსები და სასულიერო პირები.    wenews.ge

29.12.2021 | 18:07
მღვდელ მიქაელ კვანტალიანის 2021 წლის ოთხი ახალი წიგნი ლიტურგიკაში

2021 წელს ლიტურგიკის ქართულენოვან გამოცემებს ოთხი ახალი წიგნი შეემატა. გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პრორექტორმა, ცნობილმა ქართველმა ლიტურგისტმა, თეოლოგმა, მღვდელმა მიქაელ კვანტალიანმა 2021 წელს ოთხი ახალი წიგნი შექმნა და გამოსცა ლიტურგიკაში. ვულოცავთ მამა მიქაელსა და ქართულ თეოლოგიურ სამეცნიერო საზოგადოებას აღნიშნული წიგნების გამოცემას. გთავაზობთ ხსენებული გამოცემების ჩამონათვალს: “ლიტურგიკა – პარაკლიტონის პერიოდის ღვთისმსახურება” “ლიტურგიკა – წირვაში წმინდა…

28.12.2021 | 18:14
კრეტაზე მწყემსმთავრის არჩევნებზე კრებამ სამი კანდიდატი დაასახელა

დღეს, 28 დეკემბერს კრეტის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა, რომელსაც უძღვებოდა მოსაყდრე, ლამბის მიტროპოლიტი ირინეოსი სამი კანდიდატი დაასახელა. 2022 წლის 11-12 იანვარს მსოფლიო საპატრიარქოს წმინდა სინოდის სამი კანდიდატიდან გამოირჩევს კრეტის ახალ მთავარეპისკოპოსს. კრებამ კანდიდატებს შორის დაასახელა: 1. რეთიმნის მიტროპოლიტი ევგენი – 7 ხმა 2. კისამისა და სელინის მიტროპოლიტი ამფილოქე – 7 ხმა 3. პეტრას მიტროპოლიტი გერასიმე –…

28.12.2021 | 18:11
ანტიოქიის ეკლესიამ ქრისტეს შობის დღესასწაული აღნიშნა [ფოტო]

2021 წლის 25 დეკემბერს ანტიოქიის საპატრიარქომ ქრისტესშობის დღესასწაული აღნიშნა. ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის უნეტარესმა პატრიარქმა იოანე X-მ ცისკარი და საღმრთო ლიტურგია დამასკოში აღავლინა. მსახურებაში მონაწილეობდნენ ანტიოქიის საპატრიარქოს ეპისკოპოსები და სასულიერო პირები.

27.12.2021 | 19:04
ილია II-ის პატრიარქობა არის არაერთგვაროვანი, საჭიროა თავი დავანებოთ მიღწეულით ტკბობას – მიტროპოლიტი გრიგოლი

ფოთისა და ხობის ეპარქიის ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე გავრცელდა მაღალყოვლადუსამღვდელოესი ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის გრიგოლის მიმართვა უწმიდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ინტრონიზაციის 44-ე წლისთავთან დაკავშირებით, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: “დღეს არის სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის, ილია მეორის საპატრიარქო ტახტზე აღსაყდრების დღე. ვულოცავ ამ დღეს სრულიად საქართველოს, უძველეს საპატრიარქო საყდარს და უშუალოდ კათოლიკოს–პატრიარქს, უწმიდესსა…

27.12.2021 | 19:02
ალბანეთის ეკლესია ქრისტესშობის დღესასწაულს აღნიშნავს [ფოტო]

გუშინ, ახალი სტილით 25 დეკემბერს ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესია ქრისტესშობის დღესასწაულს აღნიშნა. ამ დღესთან დაკავშირებით ტირანისა და სრულიად ალბანეთის უნეტარესმა მთავარეპისკოპოსმა ანასტასიოსმა სადღესასწაულო ღმრთისმსახურება ტირანას საკათედრო ტაძარში აღასრულა. wenews.ge

27.12.2021 | 19:00
მადლობას ვწირავთ უფალს რომ ასეთი ბრძენი პატრიარქი გვყავს – მიტროპოლიტი იობი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მღვდელმთავარმა მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა 25 დეკემბერს კათოლიკოს-პატრიარქის 44 წლიანი ღვაწლის შესახებ ამბიონიდან იქადაგა. ,,დღევანდელი დღე ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ეკლესიისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, 1977 წლის 25 დეკემბერს საქართველოს უძველეს სამოციქულო ეკლესიის საყდარზე აღსაყდრდა მისი უწმინდესობა და უნეტარესობა ილია მეორე! 44 წელი შესრულდა მისი პატრიარქობის და 141 პატრიარქიდან პირველი არის ვინც ამდენი…

27.12.2021 | 18:58
ალბანეთის ეკლესია მსოფლიო პატრიარქს ჯანმრთელობას უსურვებს

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ მისი ყოვლადუწმინდესობა მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი კორონავირუსით დაინფიცირდა ალბანეთის ავტოკეფალური ეკლესიის მეთაურმა, ტირანისა და სრულიად ალბანეთის უნეტარესმა მთავარეპისკოპოსმა ანასტასიოსი მსოფლიო პატრიარქს გამამხნევებელი განცხადება გააკეთა. განცხადებაში მისი უნეტარესობა ანასტასიოსი აღნიშნავს: “ქრისტესშობის დღესასწაულის წინა დღით ძალზედ სამწუხარო ინფორმაცია შევიტყვეთ, რომ ჩვენი საყვარელი მსოფლიო პატრიარქი უფალთა უფალი ბართლომეოსი კორონავირუსით დაინფიცირდა. მთელი გულით ვუსურვებთ…

27.12.2021 | 18:57
მსოფლიო პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა

მას შემდეგ, რაც მის ყოვლადუწმინდესობას მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსს კორონავირუსი დაუდასტურდა და მისი საავადმყოფოში გადაყვანის საჭიროება გახდა, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად დასტაბილურდა. ბოლო მონაცემებით მის ყოვლადუწმინდესობას არ აღენიშნება კოროანვირუსისათვის დამახასიათებელი სიმპტომები (ყელის ტკივილი, მაღალი ტემპერატურა, ხველება და ა.შ.) და თავს ძალიან კარგად გრძნობს. მას შემდეგ, რაც შესრულდება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განსაზღვრული საკარანტინო პერიოდი, მისი ყოვლადუწმინდესობა დატოვებს…

Τα σημαντικότερα νέα