ვიდეო მოამზადა მამა გიორგი კალანდიამ. http://patriarchate.ge/geo/%E1%83%A7%E1%83%A0%E1%83%A3-%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%A1%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%95%E1%83%94%E1%83%98%E1%83%97%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%97/
ბერი ერმოლაოსი (ჭეჟია): -მომიტევე რომ ამ რთულ მომენტში ფიზიკურად შენს გვერდით არა ვარ, მაგრამ სულიერად გამუდმებით შენთან ვარ, ვიზიარებ შენს გულისტკივილს და ტვირთს. მწამს, უფალი ღმერთი გაჩუქებს იმდენ სულიერ სიმხნევეს, რომ შენი ცხოვრების ეს ურთულესი პერიოდი შედარებით იოლად გადაიტანო, ამას ვევედრები უფალს. სიკვდილ-სიცოცხლის საკითხზე წერა ძალიან რთულია, რადგან მხოლოდ ღვთის მადლში მყოფთ ძალუძთ იმქვეყნიური მდგომარეობის…
წმინდა ნექტარიოსი, პენდაპოლეოსის ეპისკოპოსი ბედნიერი ცხოვრების შესახებ ამგვარ განმარტებას გვაძლევს: “ცოდვისაგან განწმედილი გული საგანძურია, ვინაიდან მხოლოდ ასეთ გულს შეუძლია გახდეს ტახტი უფლისა და განა რა არის ღვთის ტახტზე უფრო დიდებული?-ნამდვილად არაფერი. მათთვის, ვისაც გული წმინდა აქვს, უფალი ამბობს: “დავსახლდები მათში და ვიქნები მათი ღმერთი, ხოლო ისინი იქნებიან ჩემი ხალხი” (2 კორ. 6.16). ვინ შეიძლება იყოს…
იწყება 58-ე ეტაპი ახალდაბადებული მესამე და შემდგომი ბავშვის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მიერ მონათვლისა. ნათლობის მსურველთა რეგისტრაცია იწარმოებს საქართველოს საპატრიარქოში 25 მარტიდან 29 მარტის ჩათვლით 12:00-დან 16:00 საათამდე. რეგისტრაციის მსურველებმა თან უნდა იქონიონ: მშობლების პირადობის მოწმობების ასლები; მშობლების ჯვრისწერისა და ქორწინების მოწმობების ასლები; შვილების დაბადებისა და ნათლობის მოწმობების ასლები; მოსანათლის 2 ფოტო 3X4-ზე დაბეჭდილი…
სასულიერო პირების სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან განთავისუფლება საყოველთაოდ მიღებული პრაქტიკაა და ჩვენ მას მხარს ვუჭერთ. სახელმწიფოში ასევე გარანტირებული უნდა იყოს არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახური. ამასთან უნდა გატარდეს შესაბამისი ზომები, რათა ეს პრაქტიკა არ იქნას გამოყენებული ფსევდორელიგიური იურიდიული პირების მიერ თავიანთი ვიწრო მერკანტილური ინტერესებისათვის, რაც რელიგიურობით მანიპულაციას და აშკარა ანტისახელმწიფოებრივ ქმედებას წარმოადგენს. http://patriarchate.ge/geo/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A5-9/
ჩვენთან არს ღმერთი! გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, _ მართლმადიდებლობის ზეიმს. დღეს აქტუალურია ეს საკითხი, _ მართლმადიდებლობა. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მართლმადიდებლობა შევინარჩუნოთ. ეს არის სიმართლით დიდება, მართლად დიდება ღვთისა და ჩვენ ძალისაებრ ჩვენისა უნდა ვადიდოთ უფალი და თაყვანი ვცეთ მას. ეს დღესასწაული დაარსდა იმის შემდეგ, როცა საეკლესიო კრებამ მიიღო დადგენილება ხატების თაყვანისცემისა. ალიან…
ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მართლმადიდებლობა შევინარჩუნოთ, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სამების ტაძარში ქადაგებისას ბრძანა. უწმინდესმა სრულიად საქართველოს მართლმადიდებლობის დღესასწაული მიულოცა და მართლმადიდებლობის არსზე იქადაგა. “გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, მართლმადიდებლობის ზეიმს. დღეს აქტუალურია ეს საკითხი – მართლმადიდებლობა. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მართლმადიდებლობა შევინარჩუნოთ. ეს არის სიმართლით დიდება ღვთისა და ჩვენ…
დიდ მარხვას სულის დღესასწაულს უწოდებენ და ამ დროს ადამიანის მთელი ყურადღება მიპყრობილი უნდა იყოს სულისკენ, მისი განკურნებისკენ. და თუ გვინდა ღირსეულად აღვასრულოთ ეს, სანამ მარხვას დავიწყებდეთ ვაიძულოთ თავი, მივუტევოთ ერთმანეთს ყველანაირი წყენა და გულისტკივილი. სწორედ ამიტომაა დიდი მარხვის წინ დაწესებული შენდობის დღე. -“არა არს სოფელსა შინა ცოდვა, არცა დაცემა, არცა სიბოროტე, მხსნელო, რომელი მე არა…
ა.წ. 8 მარტს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ოფიციალურ წარმომადგენელს, დოქტორ ღასან ხალილს და მის თანმხლებ პირებს უმასპინძლა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის მიერ მომზადებულ ,,ბავშვის უფლებათა კოდექსსაც”. დოქტორ ღასან ხალილმა მის უწმინდესობას მიღებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ კათოლიკოს-პატრიარქის რჩევები მისთვის ღირებული და გასათვალისწინებელია. მან…