სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე რეჟისორ გიორგი დანელიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს. პატრიარქი აღნიშნავს რეჟისორის ღვაწლს და მწუხარებას გამოთქვამს მისი გარდაცვალების გამო. „ბატონმა გიორგი დანელიამ წარუშლელი კვალი დატოვა ჩვენი დროის ხელოვნების ისტორიაში. მართალია, მან მთელი ცხოვრება რუსეთში გაატარა და თვისი ნაღვაწი ამ ქვეყანაში შექმნა, მაგრამ სამშობლოს განცდა მას მუდამ თან სდევდა….
საქართველოს საპატრიარქო იმედს გამოთქვამს, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღესასწაული შეასრულებს დიდ მისიას ქართველი ერის სულიერი გაჯანსაღების, სამოქალაქო მშვიდობისა და კონსოლიდაციის, მისი შემდგომი აღორძინებისა და სახელმწიფოებრივი განვითარების საქმეში. აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს განცხადება ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა, მეუფე დანიელმა გააკეთა. როგორც მეუფე განმარტავს, 2018 წლის 27 დეკემბერს წმინდა სინოდის განჩინებით 12 მაისი გამოაცხადდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს…
ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე 1937-1938 წლებში რეპრესირებულთა სამარხი აღმოაჩინეს, ნათქვამია ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ეპარქიის ცნობით, ბათუმის N3 სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე ნაპოვნია ბოლშევიკური რეპრესიების დროს დახვრეტილი 150-მდე ადამიანის ნეშტი. „აღნიშნულ ტერიტორიაზე აღმოჩენილი იქნა 1937-1938 წლებში ბოლშევიკური რეპრესიების დროს სტალინური სიების თანახმად დახვრეტილ მოქალაქეთა 4 სამაროვანი, რომელშიც 150-მდე ადამიანის ნეშტი იყო უწესრიგოდ და…
5 აპრილს თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლები შეხვდნენ წმიდა ექვთიმე და გიორგი მთაწმიდელების სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მეთერთმეტე და მეთორმეტე კლასელებსა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს. შეხვედრას ესწრებოდა სკოლის დირექტორი, რუსთველი მიტროპოლიტი იოანე ( გამრეკელი). ვიზიტის მიზანი იყო (აბიტურიენტებისათვის) თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის, როგორც უმაღლესი საღვთისმეტყველო სკოლის შესახებ ინფორმაციის მიწოდება. სასულიერო აკადემიისა და…
მართლმადიდებელი ეკლესია ხვალ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების დღესასწაულს აღნიშნავს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საპატრიარქოს პრესსამსახურში განუცხადეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე საღმრთო ლიტურგიას სამების საკათედრო ტაძრის ეზოში მდებარე ხარების ეკლესიაში, ხვალ 10:00 საათზე დაიწყებს. ხარება ერთ-ერთი უდიდესი საუფლო დღესასწაულია. სახარების თანახმად, ამ დღეს ყოვლადწმინდა მარიამთან ერთად მთელ კაცობრიობას ეუწყა, რომ ღმერთმა ადამიანი სიკვდილისა და ცოდვის…
რამდენიმე დღის წინ მასმედიით გახდა ცნობილი ,,კატაკომბური მართლმადიდებელი ეკლესიის“ დაარსების შესახებ, რომელიც ისევე ათავისუფლებს ახალგაზრდებს ჯარიდან, როგორც ,,გირჩის“ მიერ შექმნილი ფსევდორელიგიური ორგანიზაცია,- ,,ბიბლიური თავისუფლება“. ,,კატაკომბურ ეკლესიასთან“ დაკავშირებით გიორგი ანდრიაძემ განგვიმარტა, რომ პირადად იგი არ არის მისი არც დამფუძნებული და არც წევრი, მაგრამ მიაჩნია, რომ ეს ფაქტი ხელს შეუწყობს ,,გირჩის“ ,,ბიბლიური თავისუფლების“ და ჯარში გაწვევასთან დაკავშირებით…
ა.წ. 2 აპრილს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს, ბ-ნ მიხეილ ბატიაშვილს, პრემიერ-მინისტრის მრჩეველს განათლების საკითხებში, ბ-ნ მიხეილ ჩხენკელს, სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტ ,,ეტალონის” დამფუძნებელ ბ-ნ გოჩა ტყეშელაშვილს, პარლამენტარებს, განათლების სფეროს მუშაკებს, მთავრობის ადმინისტრაციისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენლებს, რეგიონების რწმუნებულებს, საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელებსა და სკოლის დირექტორებს უმასპინძლა….
ჩვენთან არს ღმერთი! ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს. განვლო დიდი მარხვის სამმა კვირამ. ამ კვირას ეწოდება ჯვრის თაყვანისცემის კვირიაკე. ყოველი ადამიანი არის მატარებელი ჯვარისა და ღმერთმა ინებოს, რომ ბოლომდე მივიტანოთ ჩვენი ჯვარი. ძალიან ხშირი შემთხევაა, როცა ადამიანი თხოულობს ღვთისაგან სხვა ჯვარს. უნდა ვიცოდეთ, რომ მძიმეა ჩვენი ჯვარი, მაგრამ უფრო მძიმეა, აუტანელად მძიმეა სხვისი ჯვარი. საერთოდ, ადამიანის…
http://patriarchate.ge/geo/%E1%83%A1%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90%E1%83%93-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1-%E1%83%99%E1%83%90%E1%83%97-28/