ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
09.04.2019 | 17:33
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მედეა ჩახავას ოჯახის წევრები მიიღო

ა.წ. 8 აპრილს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა იცნობილი ქართველი მსახიობის, მედე ჩახავას შვილებს და შვილიშვილებს უმასპინძლა. მათი შეხვედრა მის უწმინდესობასთან ქ-ნ მედეას ანდერძის ასრულებაც იყო. შეხვედრის მონაწილეებმა თავის საქმიანობაზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ სტუმრები დალოცა და შემდგომი წარმატებები უსურვა.

09.04.2019 | 17:19
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

ა.წ. 9 აპრილს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად 30 წლის წინ 9 აპრილს ტრაგიკულად გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგო და მათი სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა. პანაშვიდზე ხალხთან ერთად საქართველოს პრეზიდენტი, ქ-ნი სალომე ზურაბიშვილიც იმყოფებოდა. (patriarchate.ge)

08.04.2019 | 15:17
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება ხარების დღესასწაულზე (07.04.2019)

ჩვენთან არს ღმერთი! ყველას გილოცავთ ხარების დღესასწაულს. ეს არის ისეთი დიდი დღესასწაული, ხალხი ამბობს, ამ დღეს ჩიტიც ბუდეს არ იკეთებს, ადიდებს ღმერთსაო. დღეს ზეიმია სიყვარულისა და ყოველმა ჩვენგანმა სიხარული უნდა მიანიჭოს თავის ახლობლებს. დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ ღმერთმა და ბედნიერი აღდგომა გაგითენოთ. ჩვენთან არს ღმერთი! ჩვენ დღეს ვაჯილდოებთ სამღვდელოებას: დეკანოზი თეიმურაზი ბერიშვილი დაჯილდოებულია მეორე ჯვრის…

08.04.2019 | 14:55
აბაშის მუნიციპალიტეტის მერი ლევან მაკალათია საზეიმო წირვას დაესწრო

აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან მაკალათია, მარტვილი-აბაშის მაჟორიტარ დეპუტატთან, ოთარ დანელიასთნ, საკრებულოს თავმჯდომარესთან, მამუკა კვიტაშვილთან და მრევლთან ერთად, ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით, აბაშის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვას დაესწრო. ინფორმაციას აბაშის მუნიციპალიტეტი ავრცელებს. სადღესასწაულო წირვა-ლოცვა აღავლინეს, ჭყონდიდის ეპარქიის მღვდელმთავარმა, მეუფე პეტრემ და მღვდელმსახურებმა. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხარების დღესასწაულს გილოცავთ, ღვთისმშობელმა ამ დღის მადლით მოულოდნელი სიხარული, წყალობა,…

08.04.2019 | 14:52
დეკანოზი იოანე გორელიშვილი – ხელვაჩაურის სამარხში აღმოჩენილ ნეშტებთან დაკავშირებით რელიგიური რიტუალი არ ჩატარდება, რადგან შეუძლებელია მათი აღმსარებლობის დადგენა

ხელვაჩაურში, ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე 1937-1938 წლებში რეპრესირებულთა სამარხი დაახლოებით ორი წლის წინ აღმოაჩინეს,- ამის შესახებ ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის პრესპიკერმა დეკანოზმა იოანე გორელიშვილმა “ინტერპრესნიუსს” განუცხადა. მისი ინფორმაციით, ნეშტები ბათუმში, ღვისმშობლის შობის საკათედრო ტაძარის სარდაფშია დასვენებული. დეკანოზი აცხადებს, რომ პირველადი დათვალიერების შედეგად ირკვევა, რომ რეპრესირებულთა შორის სამი მართლმადიდებელი სასულიერო პირია. „თითქმის 2 წლის განმავლობაში აჭარის მთავრობასთან…

08.04.2019 | 14:37
ილია მეორემ სამღვდელოების წარმომადგენლები დააჯილდოვა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში, ხარების ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვის დასრულების შემდეგ სამღვდელოება დააჯილდოვა. დეკანოზი თეიმურაზ ბერიშვილი დაჯილდოვდა მეორე ჯვრის ტარების უფლებით. დეკანოზი დიმიტრი დაჯილდოვდა მეორე ჯვრის ტარების უფლებით. დეკანოზი იაკობ სორბილაძე დაჯილდოვდა მიტრის ტარების უფლებით. დეკანოზი აკაკი მეგრელიშვილი დაჯილდოვდა მიტრის ტარების უფლებით. დეკანოზი გიორგი სამსონიძე დაჯილდოვდა გამშვენებული ჯვრის…

07.04.2019 | 22:32
ილია მეორე – დღეს ზეიმია სიყვარულისა, ყოველმა ჩვენთაგანმა სიხარული უნდა მიანიჭოს თავის ახლობლებს

დღეს ზეიმია სიყვარულისა, ყოველმა ჩვენთაგანმა სიხარული უნდა მიანიჭოს თავის ახლობლებს, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას ბრძანა. “ყველას გილოცავთ ხარების დღსასწაულს. ეს არის ისეთი დიდი დღესასწაული, ხალხი ამბობს, რომ ფრინველიც, ჩიტიც ბუდეს არ იკეთებს, ადიდებს ღმერთსა. დღეს ზეიმია სიყვარულისა, ყოველმა ჩვენთაგანმა სიხარული უნდა მიანიჭოს თავის…

07.04.2019 | 12:14
საზეიმო ღვთისმსახურება ფოკის მამათა მონასტერში

 ხარების დღესასწაულს აღნიშნავენ საქართველოში მოქმედ ყველა ტაძარში, მათ შორის ფოკის მამათა მონასტერში, სადაც საზეიმო ღვთისმსახურება გუშინ ღამითვე დაიწყო. წირვა ფოკის წმინდა ნინოს მამათა მონასტრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა მამა პაისმა ჩაატარა. (1tv.ge)

07.04.2019 | 10:21
საპატრიარქო ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღედ გამოცხადებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქო ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღედ გამოცხადებასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს. „ინტერპრესნიუსი“ საპატრიარქოს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „2018 წლის 27 დეკემბერს საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის განჩინებით, 12 მაისი გამოცხადდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღედ. ჩვენი ქვეყნის უმთავრესი მატიანე „ქართლის ცხოვრება” გვაუწყებს, რომ შემდგომად უფლის ამაღლებისა, რაჟამს მოციქულებმა წილი ყარეს, საქართველოს მოქცევა წილად ხვდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს. ივერიაში სამოგზაუროდ…

Τα σημαντικότερα νέα