ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
18.04.2019 | 16:35
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი

  patriarchate.ge

18.04.2019 | 16:30
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა კვიპროსის პრეზიდენტს უმასპინძლა

ა.წ. 18 აპრილს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა და მღვდელმთავრებმა კვიპროსის პრეზიდენტს, ბ-ნ ნიკოს ანასტასიადისს, მის მეუღლეს, ქ-ნ ანდრი მუსტაკუდისს და მათ თანხმლებ პირებს უმასპინძლეს. მიღებას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ბ-ნი ლაშა ჟვანია და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კვიპროსში ბ-ნი რევაზ ლომინაძე. შეხვედრაზე საუბარი შეეხო კვიპროსსა და საქართველოს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობას, რომელიც საუკუნეებს…

17.04.2019 | 16:19
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი აშშ-ს კონგრესმენთა დელეგაციის ხელმძღვანელებს შეხვდა

ა.წ. 16 აპრილს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად აშშ-ს დელეგაციის ხელმძღვანელი, კონგრესმენი დევიდ პრაისი, კონგრესმენი ვერნ ბუქანანი და აშშ-ს საელჩოს წარმომადგენლები მიიღო. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს და განხილულ იქნა ჩვენს ქვეყანაში და მსოფლიოში მიმდინარე პროცესები. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ხაზი გაუსვა ოკუპირებული ტერიტორიების მშვიდობიანი გზით დაბრუნების აუცილებლობას და…

16.04.2019 | 15:26
პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარი ლიკვიდირებულია

ხანძარი პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ლიკვიდირებულია. ამის შესახებ ფრანგული მედია პარიზის სახანძრო სამსახურზე დაყრდნობით იუწყება. “ხანძარი ლიკვიდირებულია. თვალს ვადევნებთ ნარჩენ ალს და განვაგრძობთ შენობის ცხელი ნაწილების გაგრილებას, მათ შორის კარკასს, რათა ხანძარი კვლავ არ გაჩნდეს”, – ნათქვამია პარიზის სახანძრო სამსახურის განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ძლიერი ხანძარი პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გუშინ ადგილობრივი დროით 18:50 საათზე გაჩნდა. ხანძრის შედეგად…

16.04.2019 | 15:24
პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის რელიკვიები, მათ შორის იესო ქრისტეს ეკლის გვირგვინი ხანძრის შედეგად არ დაზიანებულა

  პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის რელიკვიები, მათ შორის იესო ქრისტეს ეკლის გვირგვინი ხანძრის შედეგად არ დაზიანებულა. როგორც ნოტრ-დამის პრესმდივანმა ანდრე ფინომ განაცხადა, რელიკვიები საეკლესიო საცავებში ინახება და მათ არაფერი ემუქრებათ. “რელიკვიები საეკლესიო საცავში ინახება და იქ ცეცხლის გავრცელების რისკი არ არის”, – განაცხადა ანდრე ფინომ. karibche.ambebi.ge

15.04.2019 | 14:36
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა თურქეთში მცხოვრები ქართველები მიიღო

ა.წ. 14 აპრილს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა თურქეთში, ქ. ინეგოლში მცხოვრები ქართველები მიიღო და დალოცა. მისმა უწმინდესობამ მათ სამშობლოში ჩამოსვლა მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ ისინი დაუბრუნდებიან საკუთარ კუთხეს. სტუმრებმა მიღებისთვის მადლობა გადაუხადეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს და ანსამბლ ,,რირაშის” წევრებმა ფოლკლორული ნომრები შეასრულეს. ქართველები ინეგოლში მუჰაჯირობის დროს, XIX საუკუნეში, აჭარიდან გადასახლდნენ და მიუხედავად ამისა, დღემდე ინარჩუნებენ…

14.04.2019 | 13:08
ილია მეორე – როდესაც მტერი ქართულ ენას ემუქრებოდა, ის ახალგაზრდებმა დაიცვეს, ერთიანობა დღეს განსაკუთრებით გვჭირდება

იმ დროს, როდესაც მტერი ქართულ ენას ემუქრებოდა, ის ახალგაზრდებმა დაიცვეს, ერთიანობა დღეს განსაკუთრებით გვჭირდება, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ განაცხადა. „დარჩა ორი კვირა და ზეიმით შევხვდებით ქრისტეს აღდგომის დღესასწაულს. დღევანდელი კვირა არის მარიამ ეგვიპტელის ხსენების დღე. მარიამ ეგვიპტელის ცხოვრება თქვენ იცით. ის ატარებდა თავისუფალ ცხოვრებას და შემდეგ სინანულით განიწმინდა,…

13.04.2019 | 16:41
სამების ტაძრის არქიმანდრიტი – საკურთხეველს ერთი ადამიანი ხატავს და ერთი ეხმარება, მთლიანი ტაძრის მოხატვაში კი შესაძლოა, სხვადასხვა ჯგუფი ჩაერთოს, რომ ჩქარ ტემპში დასრულდეს

მის უწმინდესობასთან შეხვედრისას გადაწყდა, რომ სამების ტაძარი მოიხატებოდა,- ამის შესახებ არქიმანდრიტმა იოანე მჭედლიშვილმა განაცხადა. საპატრიარქოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი სამების საკათედრო ტაძრის სრულად მოხატვას დააფინანსებს. „მის უწმინდესობასთან შეხვედრისას გადაწყდა, რომ მთელი ტაძარი მოიხატებოდა. ეს ფაქტი ძალიან სასიხარულოა. დანარჩენი დეტალები მხოლოდ დამკვეთი ჯგუფისა და მხატვრის ურთიერთობაში გაირკვევა. ამ დეტალებსა და ფინანსურ საკითხებს…

13.04.2019 | 14:47
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ანსამბლი ,,ერისიონი” დალოცა

ა.წ. 12 აპრილს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ანსამბლი ,,ერისიონი” და მისი ხელმძღვანელი, ბ-ნი ჯემალ ჭკუასელი მიიღო და დალოცა.

Τα σημαντικότερα νέα