იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე, წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან, კუვუკლიადან წმინდა ცეცხლი იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა. იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი აღდგომის ტაძარში უფლის საფლავზე შევიდა, რის შემდეგაც საფლავი დაიხურა. ზეციური ცეცხლი საფლავზე თბილისის დროით 15:32 საათზე გადმოვიდა. წმინდა ცეცხლის გადმოსვლისთვის აღდგომის ტაძარში მომლოცველები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩავიდნენ. მათ შორის არიან მომლოცველები საქართველოდანაც. მოციქულთა…
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე, დღეს, მართლმადიდებლები ცეცხლის გადმოსვლას დაელოდებიან. ნიშნად უფლის მოწყალებისა ზეციური ცეცხლის გადმოსვლას უფლის საფლავზე მორწმუნეები ყოველ წელს განსაკუთრებული ინტერესით ელიან. ამისთვის აღდგომის ტაძარში მომლოცველები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩადიან. მათ შორის არიან მომლოცველები საქართველოდან. იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი აღდგომის ტაძარში უფლის საფლავზე აგებულ სამლოცველოში, კუვუკლიაში შევა და საფლავი დაიხურება. მაცხოვრის საფლავზე ზეციური ცეცხლის გადმოსვლისთვის იერუსალიმის…
ეს არის დღე, როდესაც ყველა ადამიანმა კიდევ ერთხელ მადლობა უნდა შესწიროს ღმერთს და იფიქროს, რომ მისი ცხოვრება იყოს ჭეშმარიტების სამსახურში და რომ ცოდვით კიდევ არ დაამძიმოს არც ღმერთი, არც ქვეყანა და არც საკუთარი თავი, – ამის შესახებ ჭიათურის და საჩხერის მიტროპოლიტმა მეუფე დანიელმა (დათუაშვილი) ჟურნალისტებს სამების საკათედრო ტაძარში გარდამოხსნის წესის შესრულების შემდეგ განუხადა. მეუფე დანიელმა…
ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში გარდამოხსნის ტრადიციული წესი შესრულდა. მსახურება სიმბოლურად ჯვარცმული იესო ქრისტეს დაკრძალვას და დატირებას ასახავს. რიტუალი დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ მღვდელმთავრებთან ერთად ჩაატარა. გარდამოხსნა, რომელზეც საფლავში ჩასვენებული მაცხოვრის გამოსახულებაა ამოქარგული, უწმინდესმა სასულიერო პირებთან ერთად საკურთხევლიდან გამოაბრძანა. გარდამოხსნა ტაძარში სამჯერ შემოატარეს, რის შემდეგაც ტაძრის შუაგულში ყვავილებით მორთულ სპეციალურ სადგამზე…
ვნების შვიდეულის პარასკევი, მორწმუნეთათვის ყველაზე მძიმე დღეა. ეკლესია-მონასტრებში დღეს შესრულებულ ღვთისმსახურებაზე იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას იხსენიებენ. დიდი პარასკევის მსახურება 14:00 საათზე ჩატარდა, რადგან გადმოცემით, იესო ქრისტე ჯვარზე სწორედ ამ დროს მიიცვალა. განსაკუთრებით ბევრი მორწმუნეა დღეს იერუსალიმში, სადაც ჩვენი კორესპონდენტი სოფო მთივლიშვილი იმყოფება, ის ქართველ პილიგრიმებთან ერთად მონაწილეობდა სიმბოლურ მსვლელობაში, „ვია დოლოროსაზე“ –…
ჩვენთან არს ღმერთი! ყველას გილოცავთ წმინდა ზიარების მიღებას. დღეს განსაკუთრებული დღეა. ის დღე, მაცხოვარმა რომ აზიარა მოციქულები და მათ შორის იუდა ისკარიოტელიც. წმინდა მამები ამბობენ, რომ იუდას ზიარების შემდეგ მადლობა რომ შეეწირა მაცხოვრისათვის წმინდა ზიარების მიღებისათვის, ის ვეღარ გასცემდა, ეშმაკი ვერ შევიდოდა მასში. საერთოდ, ლოცვისას ჩვენ უფრო ვთხოულობთ. არსებობს თხოვნითი კვერექსი, ეს არის მწუხრზე, ცისკარზე…
ვაკის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის მღვდელმსახური, დეკანოზი დავითი (ხაჭაპურიძე) „Sputnik–საქართველოს“ მკითხველისთვის წითელი კვერცხის, პასკისა და ჯეჯილის მნიშვნელობაზე საუბრობს. დეკანოზი დავით ხაჭაპურიძე: წითელი კვერცხი, პასკა და ჯეჯილი ქრისტიანული ტრადიციაა „კვერცხი, ზოგადად, სიცოცხლის სიმბოლოა, წითლად შეღებვა კი იმისა, რომ ჯვარცმულმა მაცხოვარმა სისხლით გამოისყიდა კაცობრიობის ცოდვები. პასკა აღდგომის სიხარულისა და ქრისტიანთა ერთობის სიმბოლოა“, – ისაუბრა მამა დავითმა. დეკანოზის…
დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტის, კირიონის (ონიანი) ცნობით, უკვე სამი დღეა, აზერბაიჯანელებმა უდაბნოს მონასტერი გადაკეტეს და სასულიერო პირებს მონასტერში აღარ უშვებენ. ამის შესახებ არქიმანდრიტმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა. „მეზობელი ქვეყნის მესაზღვრეები ბილიკებზე მუშაობენ, გამაფრთხილებელ და ამკრძალავ ნიშნებს არჭობენ, რასაც მშვიდად უყურებენ ქართველი მესაზღვრეები. ისეთივე კრიზისული და უარესი მდგომარეობა იქმნება, როგორც 2012 წლის მაისში, როდესაც საქართველოს ხელისუფლებამ ქართველ…
ჩვენ გვავიწყდება მადლობის თქმა. მადლობა უნდა შევწიროთ უფალს მისი დიდი წყალობისათვის, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში დიდი ხუთშაბათის მსახურების შესრულების შემდეგ ქადაგებისას განაცხადა. პატრიარქმა მრევლს წმინდა ზიარების მიღება მიულოცა. „დღეს განსაკუთრებული დღეა. ის დღეა, მაცხოვარმა რომ აზიარა მოციქულები და მათ შორის, აზიარა იუდა ისკარიოტელი….