რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში სასჯელაღსრულების ორი დაწესებულების მშენებლობის წინააღმდეგ მიმდინარე აქცია დასრულდა. აქციაზე რუსთველი მიტროპოლიტი, მეუფე იოანე (გამრეკელი) და ეპარქიის წარმომადგებლები მივიდნენ. რუსთველმა მიტროპოლიტმა აქციის მონაწილეებს თანადგომა გამოუცხადა. რუსთველი მიტროპოლიტის თქმით, მოსახლეობამ შესაბამისი წერილით უნდა მიმართოს მთავრობას და მოითხოვოს, რომ ციხის მშენებლობა საცხოვრებელი სახლების მოშორებით გაგრძელდეს. მეუფე იოანეს თქმით, მან მაღალჩინოსნებს შესთავაზა, რომ ციხის პერიმეტრი რამდენიმე…
გიორგი ეპიკოპოსი მარნეულისა და ჰუჯაბის. 02.05.19. დღეს მისიუწმინდესობის ლოცვა კურთხევით, მაღალყოვლადუსამღვდელოესმა მიტროპოლიტმა იობმა სამღვდელოებასთან ერთად საღმრთო ლიტურგია აღავლინა დავით გარეჯის ლავრაში კერძოდ თხემზე სადაც ეწამა ექვსიათასი გარეჯელი ბერი, მინდა შევუერთდე მათ სულისკვეთებას და ჩვენს თანამემამულეებთან ერთად შევთხოვო ღმერთს, რათა დაიცვას და განამტკიცოს “საზღვარნი საქართველოისანი”. დავით გარეჯი იყო, არის და იქნება ჩვენი ქვეყნის განუყოფელი ნაწილი, ბერ-მონაზვნობის…
ბოლო პერიოდში დავით გარეჯთან დაკავშირებით განვითარებულმა მოვლენებმა ხალხის სამართლიანი გულისწყრომა გამოიწვია და უკვე არაერთმა ადამიანმა დააფიქსირა პოზიცია. ჩვენც ვაცხადებთ, რომ აღნიშნული კომპლექსი უდიდესი სიწმინდეა, ქართული კულტურის ერთ-ერთი უძველესი ძეგლია და საქართველოს ეკლესია ყველაფერს გააკეთებს მის დასაცავად. გვინდა საზოგადოებას ასევე ვუთხრათ, რომ ამ თემაზე მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკება აზერბაიჯანულ მხარესთან და გარკვეული დადებითი ნაბიჯები უკვე გადაიდგა. ამასთან,…
პანკისის ხეობის მცხოვრებთა ნაწილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს ხვდება. პატრიარქთან შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაცია „შერიგების ალამის“ მოთხოვნით შედგა. შეხვედრაზე იმყოფება ათამდე პირი, მათ შორის, შეხვედრაზე არიან ორგანიზაციის წარმომადგენლები, სამოქალაქო აქტივისტები პანკისიდან და სხვა ადგილობრივი მცხოვრებლები. მათი განცხადებით, პატრიარქთან საუბრის მთავარი თემა იქნება 21 აპრილს განვითარებული მოვლენების შემდეგ გამოსავლის გზებზე მსჯელობა. ასევე შეხვედრის მონაწილეებს პატრიარქთან…
რუსთავში ციხის მშენებლობის წინააღმდეგ დაგეგმილ აქციას რუსთავის ეპარქია უერთდება. განცხადება ეპარქიის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზეც დაიდო. „ქალაქ რუსთავის მართლმადიდებელი ეპარქია და მისი მრევლი გამოთქვამს მტკიცე პროტესტს რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში, სამაჩაბლოს ომში დაღუპული გმირის, გ.ჯავახიშვილის სახელობის ქუჩის გასწვრივ, საცხოვრებელი კორპუსების წინ, სასჯელაღსრულებითი დაწესებულების ობიექტის – ციხის მშენებლობასთან დაკავშირებით. ეპარქია მოუწოდებს ეკლესიის მრევლს, ქალაქში მცხოვრებ ყველა მოქალაქესა და დაინტერესებულ…
პანკისის ხეობის მოსახლეობის წარმომადგენლებმა პატრიარქთან შეხვედრაზე გამოთქვეს ძალიან დიდი წუხილი იმ ინციდენტის გამო, რაც მოხდა, – ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ილია მეორესა და პანკისის ხეობის მცხოვრებლებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „პანკისის ხეობის წარმომადგენლებმა ამას დაარქვეს ძმათა შორის მომხდარი გაუგებრობა, რომელსაც სიყვარულით უნდა მოვერიოთ. რაღაც შორს მიმავალი წინააღმდეგობები არ უნდა დავინახოთ, არამედ…
17 მაისს ოჯახის სიწმინდის დღეს დაგეგმილ კონცერტთან დაკავშირებით გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, – ამის შესახებ „დავითიანნის“ მიერ 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. ორგანიზაციის ცნობით, დაბეჭდილი მასალა ტექნიკური პერსონალის მიერ ისე გავრცელდა, რომ აღარ გადამოწმებულა. „ა.წ. 17 მაისს ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით სამების საკათედრო ტაძრის გალავანთან საღამოს დაგეგმილ კონცერტთან დაკავშირებით გავრცელდა არასწორი ინფორმაცია…
მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. საქართველოში მოქმედ ყველა ეკლესია-მონასტერში ღამისთევის მსახურება შესრულდა. ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში სააღდგომო ლიტურგია რამდენიმე საათს გაგრძელდა. სამების საკათედრო ტაძარში საზეიმო ლიტურგია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ ჩაატარა. მსახურების დაწყებისას სამების ტაძარში შეკრებილებს ტრადიციულად პატრიარქის ეპისტოლე გააცნეს. — 1tv.ge
მომლოცველთა ჯგუფმა თბილისში იერუსალიმიდან წმინდა ცეცხლი ჩამოიტანა. წმინდა ცეცხლი ეკლესიებში გადანაწილდება, მას ასევე მიიტანენ სამების საკათედრო ტაძარშიც, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სააღდგომო ლიტურგიას აღავლენს. იერუსალიმში, ქრისტეს აღდგომის ტაძარში წმინდა ცეცხლის რიტუალი 27 აპრილს შესრულდა. წმინდა ცეცხლს ჭეშმარიტების ნათელს უწოდებენ, რომელიც სიმბოლურად იესო ქრისტეს აღდგომას განასახიერებს. იერუსალიმში, მაცხოვრის აღდგომის ტაძარში ათასობით მორწმუნე,…