ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
06.05.2019 | 13:15
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო მართლმადიდებლებს გიორგობის დღესასწაულს ულოცავს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ყველა მართლმადიდებელს გიორგობის დღესასწაულს ულოცავს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოდან აცნობეს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს დიდი წმინდანის, გიორგი კაპადოკიელის აღსრულების დღეს აღნიშნავს. „ქართველთათვის გამორჩეული წმინდანი – დიდმოწამე გიორგი საქართველოს მფარველად ითვლება. საქართველოს წმინდა გიორგის ქვეყანას, გეორგიას უწოდებდნენ. მრავალი ლეგენდაა იმის შესახებ, თუ როგორ შეეწეოდა წმინდა გიორგი ქართველთა ლაშქარს მრავალრიცხოვან მტერთან…

06.05.2019 | 13:07
მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს გიორგობას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში საზეიმო წირვა ჩატარდება. 6 მაისი წმინდა დიდმოწამე გიორგის აღსრულების დღეა. წმინდა საკვირველთმოქმედი და ძლევაშემოსილი გიორგი ქართველი ერის მფარველად მიიჩნევა და საქართველოში განსაკუთრებულად უყვართ. გადმოცემის თანახმად, წმინდანი მესამე საუკუნის მეორე ნახევარში, კაბადოკიაში, მდიდარ ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა. მოგვიანებით, წმინდა გიორგი რომის იმპერატორ დიოკლიტიანეს მმართველობის დროს მხედართმთავარი გახდა….

05.05.2019 | 16:17
მეუფე ნიკოლოზი – ჩვენ დღეს ეკლესიაში გვყავს ცოცხალი წმინდანი, ეს არის ჩვენი პატრიარქი

ჩვენ დღეს ეკლესიაში გვყავს ცოცხალი წმინდანი, ეს არის ჩვენი პატრიარქი, -ამის შესახებ ახალქალაქის და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ განაცხადა. როგორ მეუფე ნიკოლოზმა ბრძანა, ეს არის უნიკალური შემთხვევა საქართველოს ისტორიაში, როდესაც პატრიარქმა ქვეყანა სრული ურწმუნოებიდან გამოიყვანა. “ჩვენ არა ვართ ბრმად მორწმუნეები. ჩვენ გვწამს, მაგრამ თუ შეგვიძლია, რომ ხელით…

05.05.2019 | 16:03
ილია მეორე – კვირაცხოვლობა არის უდიდესი დღესასწაული, თანატოლი აღდგომისა

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ყველას კვირაცხოვლობა მიულოცა. როგორ პატრაირქმა ბრძანა კვირაცხოვლობა არის აღდგომის ტოლი დღესასწაული. “ეს არის უდიდესი დღესასწაული თანატოლი აღდგომისა. კვირაცხოვლობის მადლი გეწეოდეთ თქვენ და საქართველოს”,- ბრძანა პატრიარქმა. ილია მეორემ დღეს სამი გვარი დალოცა – მაღლაფერიძეები, ჭარელაშვილები ჭარელიშვილები. ამასთან, დააჯილდოვა იღუმენი იოანე კალანდია, რომელიც აყვანილია არქიმანდრიტის ხარისხში. —…

05.05.2019 | 15:52
05.05.2019 | 14:14
დღეს კვირაცხოვლობაა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს კვირაცხოვლობას ანუ აღდგომის განახლებას და თომას კვირას აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა ჩატარდება. საეკლესიო სწავლებით, კვირაცხოვლობა აღდგომის დღესასწაულის განახლებაა. ამ დღიდან მოყოლებული ყოველი კვირა დღე უფლის აღდგომის დღესასწაულია, ამიტომაც, მორწმუნეები კვირაობით ეკლესიაში სადღესასწაულო წირვაზე იკრიბებიან. კვირაცხოვლობას ასევე თომას კვირა ეწოდება. წმინდა სახარების მიხედვით, აღდგომის დღეს, საღამოს, მაცხოვარი თავის მოწაფეებს გამოეცხადა და თავისი…

04.05.2019 | 19:43
ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული სახარებისეული მინიატურები

საუკუნეებს ითვლის სახარებისეული მინიატურები, რომლებსაც ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი ინახავს. სიძველისაგან გაყვითლებულ, გაცრეცილ ფურცლებზე ვნების კვირეულის სიუჟეტები იკითხება – უფლის დიდებით შესვლა იერუსალიმში, საიდუმლო სერობა, ჯვარცმა და აღდგომა. დასურათებული კრებულების ნაწილს, დიდი სიფრთხილით, შესაბამის პირობებში, დახურულ საცავებში ინახავენ. „მოამბის“ სპეციალური გამოშვებისთვის სიუჟეტის მოსამზადებლად, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საცავები ჩვენმა გადამღებმა ჯგუფმა დაათვალიერა. დაცულ ხელნაწერებს ახლა თათია ბუხრაშვილი…

04.05.2019 | 18:09
მეუფე იაკობი დავით გარეჯთან დაკავშირებით სასულიერო პირების აზერბაიჯანის ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას არ გამორიცხავს

მეუფე იაკობი არ გამორიცხავს, რომ თუკი აზერბაიჯანელი მესაზღვრეები ისევ გააგრძელებენ დავით გარეჯში, უდაბნოს მონასტრამდე მისასვლელი გზის გადაკეტვას, სასულიერო პირები აზერბაიჯანის ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდნენ. ამის შესახებ მეუფე იაკობმა „ინტერპრესნიუსთან” განაცხადა. „კონტაქტი ჩვენ გვექნება აზერბაიჯანის უმაღლეს ხელისუფლებასთან უშუალოდ. ვიმოქმედებთ და შევხვდებით იქაური ხელისუფლების წარმომადგენლებს. მე ვფიქრობ, რომ ცივილიზებული ხალხი ვართ ჩვენც და აზერბაიჯანელებიც და ცივილიზებულად გადავწყვეტთ ამ…

03.05.2019 | 20:21
მეუფე ანტონი – დავით გარეჯში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით კომისიის შექმნა დროული და ძალიან კარგია

დავით გარეჯში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით კომისიის შექმნა დროული და ძალიან კარგია, – ასე აფასებს ვანისა და ბაღდათის მეუფე ანტონი დავით გარეჯის შესახებ კომისიის შექმნის საკითხს. „ამაზე გვიან შექმნა უკვე აღარ შეიძლება და ძალიან მინდა, რომ ეკლესიამდე არ მოვიდეს, ჩვენს პასუხისმგებლობამდე არ მოვიდეს ეს, იმიტომ, რომ ეკლესიას არ აქვს დედამიწის მოწყობა მოვალეობაში, მაგრამ თუ შევხედავთ, რომ…

Τα σημαντικότερα νέα