ა.წ. 8 მაისს დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქოში მორიგი შეხვედრები გაიმართა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად სრულიად საქართველოს შეიხი, რამინ იგიდოვი, აღმოსავლეთ საქართველოს მუფტი, იასინ ალიევი და ოქტაი ისაევი მიიღო. სტუმართა მხრიდან აღინიშნა, რომ საუკუნეების მანძილზე ჩვენს მშვიდობიან თანაცხოვრებაში უდიდესი წვლილი საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას მიუძღვის. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სტუმრების მიმართ პატივისცემა კიდევ…
საქართველოს საპატრიარქო დეკანოზ გიორგი მამალაძესთან დაკავშირებით, სახალხო დამცველისა და იუსტიციის სამინისტროსადმი მიმართავას ავრცელებს. საპატრიარქო ითხოვს, რომ დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარებასთან დაკავშირებით მათ ინფორმაცია მიაწოდონ და ინტერესდება თუ რატომ არ შეასრულა იუსტიციის სამინისტრომ სახალხო დამცველის რეკომენდაცია. „ა.წ. 20 მარტს საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ სახალხო დამცველის ოფისმა დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარების შესაფასებლად დამოუკიდებელი სამედიცინო ექსპერტი ჩართო….
ა.წ. 7 მაისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით გამწვანების მასშტაბური ღონისძიება განხორციელდა. საპატრიარქოს ფონდ ,,გაამწვანე საქართველოს”(გამგეობის თავმჯდომარე გიორგი სვანიძე, აღმასრულებელი მდივანი გოჩა არონიშიძე) ორგანიზებითა და ხელშეწყობით ქალაქ თბილისის მერიასთან, კომპანია BDO-სთან და სხვა პარტნიორებთან ერთად ვარკეთილში, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაირგო 2000 ელდარის ფიჭვი. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ თბილისის მერი კახა კალაძე, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე,…
ა.წ. 6 მაის ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში ჩვილთა 58-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა. ამჯერად მისი უწმინდესობის ნათლული 777 ბავშვი გახდა. დღეისთვის სრულიად საქართველოს-კათოლიკოს პატრიარქს 38500-ზე მეტი ნათლული ჰყავს. patriarchate.ge
საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელ დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, 4 და 5 მაისს საქართველოს საპატრიარქოში შედგა შეხვედრა აზერბაიჯანის ელჩ დურსუნ ჰასანოვთან და სრულიად კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს ხელმძღვანელ ფაშა ზადეს წარმომადგენელ ალი ალიევთან. შეხვედრებზე დავით გარეჯის საკითხი განიხილეს. „საპატრიარქო გარეჯის მონასტერთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებაში ინტენსიურად იქნება ჩართული. 4 და 5 მაისს საპატრიარქოში შედგა შეხვედრა აზერბაიჯანის ელჩთ დურსუნ…
დავით გარეჯი და ყველა სხვა ღვთისმშობლის წილხვდომილი მიწები აუცილებლად იქნება ერთიან საქართველოში, – ამის შესახებ ჭყონდიდის ეპისკოპოსმა, მეუფე პეტრემ, დავით გარეჯის საკითხზე საუბრისას განაცხადა. „ღრმად გვწამს, რომ აღდგომის მადლით და იმ მადლით, რომ საქართველო სახარებასა შინა მოიხსენიება ლაზარედ და უფალმა ოთხი დღის მკვდარი ლაზარე აღადგინა, აუცილებლად აღადგენს, გაამთლიანებს სრულიად საქართველოს. დავით გარეჯი და ყველა სხვა…
მე იმედი მაქვს, რომ დავით გარეჯის საკითხი მშვიდობიანად მოგვარდება და არ გახდება საერთო ვითარების, დაძაბულობისა და ესკალაციის მიზეზი,- ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა განაცხადა. ,,ჩვენ გვწამს, გვჯერა და იმედს გამოვთქვამთ, რომ ის ადამიანები, ვისაც განსაკუთრებით ევალებათ თანამდებობრივად, კომპეტენტურად გაართმევენ თავს ამ საკითხის მოგვარებას. მე ამის იმედი მაქვს და მწამს“, – განაცხადა ფოთისა…
დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში მოქალაქეების აქცია გაიმართა. მათ მიმდინარე მოვლენები გააპროტესტეს და ხელისუფლებას რეაგირებისკენ მოუწოდეს. აქციის მონაწილეებმა სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე ცოცხალი ჯაჭვი გაავლეს და საქართველოს ჰიმნი შეასრულეს. „აქედან მოდის ჩვენი ერის ისტორია, ჩვენი სამშობლოს ისტორია. ძნელია, დღეს რომ გვედავებიან. ჩვენ გავაკეთეთ ცოცხალი ჯაჭვი პროტესტის ნიშნად“, – განაცხადა აქციის მონაწილე გიორგი ჯაფარიძემ. აქციას რაგბის კლუბ „იუნკერების“…
ძალიან ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც წმინდა გიორგი შეეწეოდა ჩვენს ჯარს ბრძოლის დროს, ამიტომაც განსაკუთრებული სასოება და სიყვარული გვაქვს მის მიმართ, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მეუფე შიომ ქაშუეთის ტაძარში ქადაგებისას, წმინდა გიორგის დღესასწაულთან დაკავშირებით აღვლენილი წირვის დასრულების შემდეგ განაცხადა. მეუფე შიომ მართლმადიდებელ მრევლს წმინდა გიორგის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა და მათ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევა…