მახათას მთაზე, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ახლად ნაკურთხ ტაძარში შვიდი ბავშვი მონათლეს. შვიდი ბავშვი ეკლესიის შვიდი სათნოების აღსანიშნავად მოინათლა. შვიდივე ჩვილი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორის ნათლულია. ნათლობა ტაძრის სანათლავში გაიმართა. მონათლულებს შორისაა ძალოსნის, მსოფლიო რეკორდსმენის, ლაშა ტალახაძის შვილი. ნათლობის ცერემონია არქიმანდრიტმა ეგნატემ და დეკანოზმა შალვამ საზეიმო წირვის პარალელურად ჩაატარეს. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მახათას მთაზე ივერიის…
სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღესასწაულზე, მახათას მთაზე, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი აკურთხა. ილია მეორე ტაძარში საზეიმო წირვას აღავლენს. წმინდა ანდრია მოციქულის ხსენების დღესთან ერთად, დღეს, 12 მაისს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღე – იმედის დღე აღინიშნება. ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი მახათას მთაზე ღვთისმშობლის…
მოლაპარაკებების შედეგად დავით გარეჯში სიტუაცია დასტაბილურდა, – ამისი შესახებ საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. „მოლაპარაკებების შედეგად დავით გარეჯში სიტუაცია დასტაბილურდა. ღვთის წყალობით, ამ დროისთვის გახსნილია ჩიჩხიტურის მონასტერიც და მნახველებს დაუბრკოლებლად შეუძლიათ ქართული კულტურის ამ შესანიშნავი ძეგლის მოლოცვა. იმედს ვიტოვებთ, დემარკაციის პროცესი მშვიდობიანად წარიმართება და აზერბაიჯანისა და საქართველოს მეგობრობა კიდევ უფრო განმტკიცდება“, – აღნიშნულია…
12 მაისს, ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღესასწაულზე, მახათას მთაზე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი იკურთხება. საზეიმო წირვას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II აღავლენს. ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი მახათას მთაზე ღვთისმშობლის სავანის კომპლექსის ნაწილია, რომლის მშენებლობაც მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით 2002 წლიდან მიმდინარეობს. ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის ამოქმედებით, ღვთისმშობლის სავანის კომპლექსის მშენებლობის პირველი ეტაპი სრულდება….
ა.წ. 9 მაისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მღვდელმთავრებმა და სამღვდელოებამ დიდ ბრიტანეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ქ-ნი თამარ ბერუჩაშვილი და დიდ ბრიტანეთში აკრედიტირებული ევროპისა და ლათინო-ამერიკის ქვეყნების დიპლომატები მიიღეს. ისინი ჩვენს ქვეყანას საქართველოს მეგობრების დიპლომატიური ტურის ფარგლებში ეწვივნენ. ელჩებმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს მიღებისთვის მადლობა გადაუხადეს და აღნიშნეს, რომ დიდია ეკლესიის და პირადად მისი უწმინდესობის როლი…
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღესასწაულის – 12 მაისის აღსანიშნავად და სხვადასხვა ღონისძიების ორგანიზებისთვის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 694 ათასი ლარი გამოიყო. მთავრობის განკარგულების მიხედვით, 480 ათას ლარს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მიიღებს, 141 600 ლარს – საქართველოს საპატრიარქო, 73 ათას ლარს კი, საგარეო საქმეთა სამინისტრო. მთავრობის კიდევ ერთი განკარგულებით, დღესასწაულთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებების განხორციელების სამოქმედო…
აზერბაიჯანულმა მხარემ მესაზღვრეების კონტინგენტი 6 კაცამდე შეამცირა, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტმა, კირიონმა (ონიანი) განუცხადა. მისივე თქმით, ამ ეტაპზე მონასტრის ტერიტორიაზე სტაბილური მდგომარეობაა, თუმცა პრობლემა ისევ არსებობს და მისი მოგვარება აუცილებელია. „აზერბაიჯანული მხარის კონტიგენტი 6 კაცამდე შემცირდა. ჩვენი მხრიდან 6-8 მესაზღვრე სულ არის. ამ ეტაპზე სტაბილური მდგომარეობაა. რა თქმა უნდა, პრობლემა…
„ა.წ. 20 მარტს საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ სახალხო დამცველის ოფისმა დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფასებლად დამოუკიდებელი სამედიცინო ექსპერტები ჩართო. მათ განაცხადეს, რომ მე-18 დაწესებულებაში პატიმარს არ უტარდება ის სამედიცინო დახმარება, რაც დიაგნოზიდან გამომდინარე მას სჭირდება. ეს დასკვნა და სახალხო დამცველის რეკომენდაცია, რომ იგი გადაყვანილი ყოფილიყო სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში, გადაეგზავნა სასჯელაღსრულების უწყებასაც. ვინაიდან დეკანოზი…
ა.წ. 8 მაისს საპატრიარქოში საქართველოს სახელმწიფოსა და მართლმადიდებელ ეკლესიას შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმა, რომელიც ითვალისწინებს მახათას მთაზე ერთობლივი საგანმანათლებლო-სამუზეუმო სივრცის შექმნას. მემორანდუმს ხელი მოაწერეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბ-ნმა მამუკა ბახტაძემ და საზოგადოება ,,ივერიისას” თავმჯდომარემ ბ-ნმა გიორგი თავაძემ. როგორც მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ, ისე პრემიერ-მინისტრმა იმედი გამოთქვეს, რომ ახალი საგანმანათლებლო-სამუზეუმო ცენტრი მალე…