თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის, ფსიქოლოგიის ფაკულტეტის III კურსის სტუდენტებმა, თამარ ნოზაძემ, მარიამ მარგალიტაშვილმა, მარიამ მარღიშვილმა და თეონა ბერიკაშვილმა ასოცირებული პროფესორის, ნანა გოგიჩაშვილის ხელმძღვანელობით მონაწილეობა მიიღეს უნივერსიტეტთაშორის სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციაში, რომელიც გაიმართა 23 მაისს, გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში. კონფერენციაზე ფსიქოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებმა წაიკითხეს შემდეგი მოხსენებები: თამარ ნოზაძე და მარიამ მარგალიტაშვილი ,,დეპრესიის დონის კვლევა…
23 მაისი მოციქული სიმონ კანანელის ხსენების დღეა. უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით 23 მაისი, ასევე, „აფხაზეთობის“ დღედ გამოცხადდა. ამ დღესათან დაკავშირებით, დღეს სიონის საკათედრო ტაძარში თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პროფესორმა, დეკანოზმა მაქსიმე ჭანტურიამ სასწავლებელში მოღვაწე სამღვდელოებასთან ერთად ღვთისმშობლის სადიდებელი პარაკლისი აღასრულა. ღვთისმსახურებას ესწრებოდნენ აფხაზეთის…
2019 წლის 15-16 აპრილს თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში ჩატარდა სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია. წარმოდგენილი მოხსენებების თემატიკა მრავალფეროვანი იყო, მოიცავდა თეოლოგიის, ქრისტიანული ხელოვნების, ქართული სასულიერო მწერლობის, ეკლესიის ისტორიის საკითხებს. კონფერენციისთვის მომზადებული მოხსენებები განსაკუთრებული ინტერესით მოისმინეს სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა. დაისვა თემატური შეკითხვები, გამოითქვა კრიტიკული მოსაზრებებიც. კონფერენციის დასრულების შემდგომ გამოვლინდა ყველაზე საინტერესო და მაღალ აკადემიურ დონეზე შესრულებული …
2019 წლის 20 მაისს, ორშაბათს, თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში ჩატარდა პრეზენტაცია პროექტისა „იაზროვნე ციფრულად“. ,,ლიტერატურული კლუბის“ პროექტი დაფინანსებულია ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის პროგრამით(PITA) და ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საქმიანობის ფარგლებში. ეს პროექტი იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი იყოს ბიბლიის ციფრული გამოცემების ნახვა, გახმოვანებული ტექსტის სხვადასხვა ენაზე,…
23 მაისს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სვიმონ კანანელის ხსენებას აღნიშნავს. მაცხოვრის მოციქულმა ქრისტიანობა დასავლეთ საქართველოში იქადაგა და მოწამეობრივად აღესრულა ანაკოფიაში. მისი განსასვენებელი სოხუმთან ახლოს, კომანში მდებარეობს. რამდენიმე წლის წინ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, სვიმონ კანანელის ხსენების დღეს აფხაზეთის დღეც დაწესდა. ამასთან დაკავშირებით სიონის საპატრიარქო ტაძარში პარაკლისი აღევლინა, რომელსაც მრევლთან ერთად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომამდგენლებიც დაესწრნენ….
ა.წ. 23 მაისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ბ-ნი პატრიკ ფრანცენი მიიღო. კათოლიკოს-პატრიარქმა ელჩს საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველოს ტერიტორია ოკუპირებულია და დარღვეულია ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. მან ამასთან კონფლიქტების მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით გადაწყვეტის იმედი გამოთქვა და ისაუბრა სახალხო დიპლომატიის დადებით მხარეებზე და მისი გაძლიერების აუცილებლობაზე. მისმა…
ა.წ. 21 მაისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი პოლონეთის რესპუბლიკის სეიმის მარშალი, ბ-ნი სტანისლავ კარჩევსკი, სენატის წევრები და დელეგაციის სხვა წევრები მიიღო. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და პოლონეთს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს, ასევე იმ პრობლემებს და გამოწვევებს, რომელთა წინაშეც ჩვენი ქვეყნები და მსოფლიო დგას. ბ-ნმა სტანისლავ კარჩევსკიმ ისაუბრა ქვეყანაში ქრისტიანობის გავლენაზე და აქედან…
ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის თანახმად, ინსტიტუტების რეიტინგში ეკლესია ლიდერობს. კვლევის მიხედვით, კითხვაზე: როგორც შეაფასებდით ინსტიტუტების საქმიანობას – რესპონდენტთა 20%-მა აღნიშნა, რომ საქართველოს მრთლმადიდებლური ეკლესიის საქმიანობას ძალიან კარგად აფასებს, 41% ეკლესიის საქმიანობას კარგად, 21% საშუალოდ, 6% ცუდად, 1% კი ძალიან ცუდად აფასებს. ამასთან კითხვაზე პასუხი „არ ვიცი“ 10%-მა გასცა. მეორე ადგილს იუსტიციის სახლები იკავებს. კერძოდ,…
თბილისში, სამების ტაძრის ეზოში ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა. კონცერტს სრულიად საქართველოს-კათოლიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე დაესწრო. ოჯახის სიწმინდის დღის აღსანიშნავად ადამიანები სამების ტაძრამდე მსვლელობით მივიდნენ. ავტორი – ირაკლი გედენიძე / 1tv